სანდრო კაკულია
მსახიობ სანდრო კაკულიას რჩეული ნუცა აბაშიძეა. ნუცა სახელოვანი ქართველი მსახიობის დოდო აბაშიძის შვილიშვილია. ნუცამ და სანდრომ ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნეს. უცნაურია, მაგრამ სანდროს პირველად ნუცა გამოუტყდა სიყვარულში, გარკვეული პერიოდი შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ კი ერთი წლით დაშორდნენ. ნუცა პრაღაში წავიდა, სანდრო თბილისში დარჩა. პრაღიდან
ანი ტყებუჩავა
"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ტყებუჩავა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა. მას ახლა პატარა ქალიშვილიც ჰყავს, რომელსაც ნენე ჰქვია. ანი ტყებუჩავას მეუღლე რეჟისორი ლევან ბარამიძეა. წარსულში ლევან ბარამიძე კინოსტუდია "სან-გუკოში" მუშაობდა, გადაღებული აქვს რამდენიმე რეკლამა. ანიმ და ლევანიმ დაქორწინება მოულოდნელად გადაწყვიტეს და თაფლობის თვე ეგვიპტეში გაატარეს.
გიორგი ბახუტაშვილი
გიორგი ბახუტაშვილი დღეს ყველაზე ცნობილი მსახიობია. ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებამ მას არნახული წარმატება მოუტანა. მასზე უამრავი გოგო არის შეყვარებული, თუმცა ის უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე 22 წლის თაკო შოშიაშვილია. წყვილმა დაქორწინება 6 თვეში გადაწყვიტა. სამი წელია თაკო სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელია. თაკო ოპერატორია. თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებს, საოპერატორო ფაკულტეტს. ექვსი თვე "კომედი არხზე" მუშაობდა, გახსნის დღიდან. თითქმის ყველა გადაცემას იღებდა,
მათ შორის "ქეთო და კოტეს", "ქლაბ შოუს", "ქომედი ქიდსს", "ბექაბაიტს". ახლა აღარ მუშაობს. ამბობს, რომ ტელევიზიაში ისეთი დაკავებული იყო, რომ არ წამოვსულიყავი, გიორგის ვერც გავიცნობდიო. ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გაიცნეს.
იხილეთ გაგრძელება