24 ოქტომბერი, 2014
"იმას, რასაც ვერ აპატიებდი შვილს, აპატიებ შვილიშვილს" - ცნობილი ბაბუების გამოცდილება
იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია მამუკა ღლონტი: "შვილის ემოცია ორზე რომ გაამრავლო, ესაა შვილიშვილი"

- მამა 23 წლის ასაკში გავხდი, იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია, რადგან ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ადამიანის ცხოვრებაში.
- რამდენად მკაცრი და მომთხოვნი მამა ხართ ან იყავით, მაშინ როცა შვილები პატარები იყვნენ...
- მომთხოვნი ყოველთვის ვიყავი და ვარ შვილების მიმართ, მაგრამ მათთან მიმართებაში ხმისთვის არასდროს ამიწევია. შვილებთან მაქვს მეგობრული და მამა-შვილური ურთიერთობა, ეს ორი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიო
მშობელმა. არ ვუმალავთ ერთმანეთს არაფერს, ტკბილი და თბილი დამოკიდებულება გვაქვს.
- მეორე, მესამე შვილის ამ ქვეყნად მოვლენას განსხვავებული ემოცია ახლავს?
- ემოცია განსხვავებულია, სიყვარული - არა, გრძნობა ყველას მიმართ ერთი სიმძლავრისაა. მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ პირველ შვილს ფირიანი ფოტოაპარატით, იმ დროს სხვა არ იყო, ათასამდე ფოტო გადავუღე, მეორეს - ხუთასამდე, მესამეს - დაახლოებით ასი.
- ამბობენ, შვილიშვილი სამყაროს მიმართ შეხედულებასაც კი უცვლის ადამიანსო...
- კი, ასეა. შვილის ემოცია ორზე რომ გაამრავლო, ესაა შვილიშვილი, ქართველებს კარგად გვაქვს ეს სიტყვა ნათქვამი - შვილის შვილი ორჯერ შვილიაო. შესაბამისად, ემოციაც მრავლდება ორზე და ადამიანს ცვლის. როდესაც ახალგაზრდა ხარ, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად უყურებ სამყაროს, ზრდასრულ ასაკში კი ყველაფერი სხვაგვარადაა და სამყაროც იცვლება.
- რაზეც უბრაზდებოდით შვილებს, იმაზე შეიძლება, გაუბრაზდეთ შვილიშვილს?
- შვილებსაც არ ვუბრაზდებოდი, მაგრამ გათამამების თვალსაზრისით უფრო ლმობიერი ხარ შვილიშვილთან, ვიდრე შვილთან.
- რა ხნისაა ახლა თქვენი შვილიშვილი, ალბათ ყოველდღიურად ახალ რაღაცებს სწვალობს?
- მეათე თვეშია, ახლაც ჩემთან ერთადაა, იცვლება ყოველ წუთას, გამოხატავს ემოციას ადამიანების დანახვისას, ჰყავს ფავორიტები, დეიდები, რომლებიც ყველას ურჩევნია, მეც ვუყვარვარ ძალიან, თუმცა ხანდახნ მე წვერი მაქვს და არ სიამოვნებს, რომ ვკოცნი და ჩემთან არ მოდის.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS