22 ოქტომბერი, 2014
დათა ახალაიას მეუღლის პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებასა და ოჯახურ სირთულეებზე წყარო
22 წლის ანის საკუთარ პირად ცხოვრებაზე აქამდე არასდროს უსაუბრია ჩვენი რესპოდენტი დათა ახალაიას მეუღლე ანი ბენიძეა. ანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ამ ეტაპზე მთელ დროს მხოლოდ სწავლას და ოჯახს უთმობს. 22 წლის ანის საკუთარ პირად ცხოვრებაზე აქამდე არასდროს უსაუბრია. ის არც საზოგადოებრივ ადგილებში ჩნდებოდა და არც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ პირველად სწორედ ამბები.გე-ს მკითხველს უამბობს.

- ანი, სად გაიცანით დათა და როდის?
- დათა გავიცანი 3 წლის წინ, 14 სექტემბერს, საერთო ნაცნობის შვილის
ნათლობაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს სუფრა ჩემს გასაცნობად ყოფილა დაგეგმილი .
- თავიდანვე მოგეწონათ? როგორ განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
- იმ დღეს, როცა გავიცანი, არ ვიცოდი ვინ იყო. ჩემს წინ ერთი ჩვეულებრივი, მომღიმარი ბიჭი იდგა, რომელსაც დიდი ყურადღება არ გამოუჩენია ჩემდამი, შესაბამისად, მე მოწონებაზე არც მიფიქრია. ამ დღის შემდეგ დათა აქტიურობდა, რომ ხშირად ვენახე, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, ძირითადად მას უხდებოდა სამედიცინოს ავტოსადგომზე მოსვლა და იქ მხვდებოდა ლექციების შემდეგ. დღეს ჩემს მშობლებს დათა ძალიან უყვართ.
- რატომ იყო ოჯახი წინააღმდეგი?
- ძალიან ტრადიციული ოჯახი მყავს, და მამასთან რთული იყო საუბარი ჩემს დაოჯახებაზე.
- მე ვიცი, რომ დათა საკმაოდ ხშრად განებივრებდა სიურპრიზებით, როცა შეყვარებულები იყავით. არის თუ არა ეს მართალი და ყველაზე მეტად რომელი სიურპრიზი დაგამახსოვრდა მისგან?
- დათა გაცნობის დღიდან დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და დღემდე ასე გრძელდება. ყველა მისი სიურპრიზი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, რომელიმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს.
- ვიცი, რომ მაშინ, როცა დათა დევნილი იყო საქართველოდან და ძებნაში იმყოფებოდა, საკუთარ დაბადების დღეზე მოგიწყოთ სურპრიზი, ფეირვერკი.
- ელოდი თუ არა რომ იმ პერიოდში, რომ ამას მოახერხებდა დათა და რა ემოცია დაგეუფლა?
- დათას მდგომარეობიდან გამომდინარე ნამდვილად არ ველოდი ,რომ ამას მოახერხებდა. ჩემი ემოცია იყო ცოტა გაურკვეველი, ვიყავი ბედნიერი მისი ყურადღებით, და სევდიანი მის გარეშე.
- როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში? როგორ გთხოვა ცოლობა?
- ერთ დღეს სამედიცინოს ავტოსადგომზე მოვიდა. ცოტა დაბნეული იყო, თითქოს მისთვის უჩვეულო სიტუაციაში და მითხრა, რომ ვუყვარდი. მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე. რაც შეეხება ცოლობას, დავოჯახდით გაცნობიდან 3 თვეში. ვიკამათეთ, ვუთხარი რომ ეს ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. იმ დღეს თვითონაც დამთანხმდა, მაგრამ მეორე დღეს მასწავლელიდან გამოსული მოულოდნელად აღმოვჩნდი ისევ დათას გარემოცვაში, დათას ცოლის ამპლუაში.
- ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- ჩემს ოჯახში არც განიხილებოდა ჩემი დაოჯახება, გამომდინარე იქედან რომ 19 წლის ვიყავი.მაგრამ ისე მოულოდნელად (ჩემთვისაც) მოხდა ჩვენი დაოჯახება, რომ არც გვისაუბრია ოჯახში ამ თემაზე. რაც შეეხება დათას მშობლებს, დაოჯახებამდე არ ვიცნობდი, თუმცა როგორც ვიცი დათას გადაწყვეტილებაზე იცოდნენ.

იხილეთ გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS