22 ივნისი, 2013
„დღესაც იმავეს გავაკეთებდი , რაც 2003 წელს გავაკეთე“
ამ მასალების არსებობა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ფარული ჩანაწერების შემკვეთის ვინაობა გახდეს ცნობილი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. განადგურების შემთხვევაში განადგურდება დამნაშავეების დასჯის შანსიც. შს ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. მან პარტია „სოციალ-დემოკრატები“ პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანთან ერთად დააფუძნა და ამბობს, რომ ახლა პოლიტიკური მოღვაწეობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ყოფილი მინისტრის თქმით, რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობა ნებისმიერი პარტიისთვის კარგი სტიმულია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ყოფილ მაღალჩინოსანს ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ვესაუბრეთ...

- ბატონო კობა, რატომ გადაწყვიტეთ
პოლიტიკაში წასვლა?
- ჯერ კიდევ 2009 წელს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავიწყეთ უკვე იმაზე ფიქრი და სერიოზული მსჯელობა, როგორ უნდა შეგვექმნა სოციალურ-დემოკრატიულ იდეალებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. 2010 წელს პირველი ყრილობაც ჩავა-ტარეთ და ამის შემდეგ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ასე რომ, პოლიტიკურ მოქმედებებში იმ დროიდან ვარ ჩართული.
- რას იტყვის ახალს თქვენი პოლიტიკური ძალა, ბატონო კობა?
- გასული წლის ოქტომბრის შემდეგ განსხვავებული მოსაზრების მქონე ყველა პოლიტიკური ძალისთვის სრულიად ახალი არეალი გაიხსნა. ყველა პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას გაგვიჩნდა ახალი შესაძლებლობები. ანუ ის პერიოდი დაიწყო, როცა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა უნდა ეცადოს, მაქსიმუმი გააკეთოს. დასრულდა ის დრო, როცა პოლიტიკური პარტიები და პერსონები წუწუნებდნენ, რომ მათ ხელისუფლება ატერორებდა და საქმიანობას უკრძალავდა.
- ასეც იყო...
- დიახ, არ უარვყოფ. ვიცი, რომ ასე იყო. მხოლოდ ისინი ჩანდნენ, ვინც ხელისუფლებას აწყობდა და მმართველი პარტია და მისი ლიდერი იმ დაჩაჩანაკებულ ძალებს ირონიით „ფარჩაკს“ უწოდებდნენ... ახლა ყველას აქვს მუშაობის საშუალება და რამდენად კონკურენტული ძალა ვართ, უნდა დავამტკიცოთ. თავის მართლება, რომ ჩვენ სრულფასოვანი საქმიანობის საშუალებას არ გვაძლევენ, საფუძველსაა მოკლებული. ახლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ზეწოლა და წნეხი მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი იქნება, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ მმართველ გუნდზე. ერთი სიტყვით, პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ნამდვილი დემოკრატიის შანსს იძლევა. თუმცა ამ პირობებში, როდესაც ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოსაყალიბებლად, სინამდვილეში პასუხისმგებლობა გაიზარდა.
- თქვენ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხართ?
- დიახ, მაგრამ ეს არ არის პერსონიფიცირებული პარტია, ეს იქნება იდეოლოგიური ძალა, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გაეცნობა, მოაგროვებს და წარმოაჩენს.
- პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია გამოჩნდეს ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკურ არენას დააბალანსებს... რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ძალა თქვენ იყოთ?
- ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენ ერთადერთი კონკურენტუნარიანი და დიდი პოტენციალის მქონე ძალა ვართ, იმედია, სხვებიც გამოჩნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის წინაპირობა არსებობს. ქვეყანაში მეორე ოპოზიციური ძალა ვიქნებით, მესამე თუ პირველი, ამას ჩვენი მუშაობა გვაჩვენებს, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. მთავარია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.
- ბატონო კობა, დიდი ხმაური მოჰყვა განხილვას, უნდა განადგურდეს თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი არქივები. თქვენი აზრით, რა არის ამ შემთხვევაში სწორი?
- საქმე ის არის, რომ ჩანაწერთა ბაზის არსებობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან თავის დროზე ისინი უკანონოდ შეგროვდა, თუმცა, მეორე მხრივ, მათი განადგურების შემდეგ არ არსებობს გარანტია, რომ ეს მასალა შემდგომში სადღაც თავს არ იჩენს. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას საგამომძიებლო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას, როგორ, რა პირობებში და რაც მთავარია, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ჩანაწერები. შესაძლოა, გამოძიება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, ერთ თვეში ან ერთ წელში არ დასრულდეს, ბევრი ახალი რამ გამოიკვეთოს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მასალების ავთენტურობის დადგენასაც, ამიტომ სახელმწიფოს აკისრია პასუხიმგებლობა, რომ ზეგასაიდუმლოებული იყოს ეს მასალები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. არ შეიძლება გამოძიების ჯგუფის ყველა წევრს მიუწვდებოდეს მათზე ხელი. ამ მასალების არსებობა აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ფარული ჩანაწერების შემკვეთის ვინაობა გახდეს ცნობილი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. განადგურების შემთხვევაში განადგურდება დამნაშავეების დასჯის შანსიც.
- სხვა საკითხებზეც გკითხავთ, ბაჩო ახალაიას მისამართით უამრავი ბრალდება ისმოდა, მაგრამ მისი სასამართლო პროცესი არ არის ამ ყველაფრის პასუხი. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- იცით, ამაზე მეც ბევრი მიფიქრია... ზოგადად ვითარება არასტანდარტულია. ეს არ არის ის სიტუაცია, რომლისთვისაც ნებისმიერი პროკურატურა მზად იქნებოდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანური შესაძლებობის ზღვართან. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს საქმის წარმოებაში ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არა განუსაზღვრელი რაოდენობით. როდესაც 20 ათასი განცხადებაა შემოსული, მას 200 გამომძიებელი და 100 პროკურორი ვერ შეისწავლის. ამიტომ ის, რაც ხდება, არასტანდარტული ვითარებით არის გამოწვეული. შესაძლოა, რაღაც სუბიექტური ფაქტორები კადრებსა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ვერ იქნება. როდესაც სიტუაციას მართლმსაჯულება ვერ ერევა, საქმეში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც უნდა დადგეს, რათა ასეთი საკითხები მალე მოგვარდეს, რადგან საზოგადოებამ 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა დააკისრა. თუ პირობითად, ამ საქმეებს 500 გამომძიებელ-პროკურორი ვერ აუდის, ვერც 1000 მოახერხებს ამის გაკეთებას და რაღაც სპეციალური ზომები უნდა მიიღონ, რათა ეს პრობლემა ასე მწვავედ აღარ იდგეს. ისიც ვიცი, რომ არიან პროკურორები, რომელთაც არ სურთ ამ საქმეში მონაწილეობა და თუ ეს ხალხი ჯერ კიდევ არ არის გათავისუფლებული, ეს ხვალ და ზეგ მაინც გადარდაუვალია, რადგან საქმის მსვლელობისას მათი მოქმედებებიც ამოყოფს თავს... დაკონკრეტებისგან თავს შე-ვიკავებ, მაგრამ ჩვენ ვიცით საქმეები, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საქმე მართლმსაჯულებამდეც არ მიდიოდა და ვიღაცებს მიწებს, სახლებსა და აგარაკებს ღამის პირველ საათზე ათმობინებდნენ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მართლმსაჯულების ხარვეზებთან, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და ამას სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ამასთან, სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა უხსნას, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს, მაგრამ შედეგი აუცილებლად სამართლიანი იქნება.
Rating
- წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო ყველაზე ქმედითი მინისტრი, რომელმაც წელში გადატეხა კრიმინალური სამყარო და საზოგადოებას წესრიგი მოუტანა, რაც ნაწილობრივ მართალიცაა... თუმცა ის დღეს მძიმე ბრალდებითაა დაკავებული.
- დავიწყოთ იქიდან, რომ ვერაფრით დავეთანხმები მის ყველაზე „ქმედით მინისტრად“ აღიარებას, პირიქით, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. თუ სტაბილურობა ვანომ მოგვიტანა, თუკი ცხოვრებისთვის დალაგებული, მშვიდი და სამართლიანი გარემო გვქონდა, მაშინ რატომ გამოუტანა იმ ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა ასეთი განაჩენი 1-ელ ოქტომბერს?!. ამ, ერთი შეხედვით, ვითომდა მშვიდი და სამართლიანი ცხოვრებისთვის მათ ყველაფერი გაწირეს, მათ შორის ყველაზე ღირებული - ადამიანების სიცოცხლე. ამის ფასად მოპოვებული უსაფრთხო გარემო ვერასდროს იქნება სტაბილური. მათ ვერ გათვალეს, რომ სისხლით მოპოვებული სიმშვიდე მხოლოდ დროებითია. არ უფიქრიათ ამაზე, რადგან ეგონათ, რომ ყოველთვის ხელისუფლების სათავეში იქნებოდნენ და ყველა ის ნებითი თუ უნებლიე გადაცდომა შერჩებოდათ, რაც ჩაიდინეს. მაგრამ ყველაფერი არავის შერჩენია, ყველაზე დიდი ტირანებიც კი დამარცხებულან, როდესაც მათ ხალხი დაუპირისპირდა. ხალხი დიდი ძალაა. ეს იცოდნენ, ამის ეშინოდათ და ამიტომაც ცდილობდნენ ყველას დამონებას, დამარცხებას, დაჩოქებას. საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ... არჩევნებში ქართველმა ხალხმა, პირველ რიგში, პოლიციური სახელმწიფოს ძალმომრეობას უთხრა უარი. როდესაც სამმილიონიან ქვეყანაში ნახევარ მილიონ ადამიანს ან ციხეში გამოამწყვდევ, ან პასუხისმგებლობაში მისცემ, წესრიგის დამყარება ძალიან ადვილია. საყოველთაო ტერორის, უმწეობისა და გაწვრთნის გზით მოხდა ეს ყველაფერი, სახელმწიფოს ოქროს შუალედი სწორედ ისაა, რომ წესრიგსა და ადამიანის უფლებებს შორის გაავლოს ზღვარი.
რაც შეეხება, ე.წ. ქურდული სამყაროს ხერხემალში გადატეხას, მე ვიცი, რომ მათ დროს იყვნენ ე.წ. პრივილეგირებული ქურდები, რომლებიც ჩამოდიოდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან ახლო ადამიანური და ბიზნესთანამშრომლობა ჰქონდათ. მხოლოდ იმათ ავიწროებდნენ, ვისთანაც ინტერესები გადაეკვეთათ. დავიჯერო, არავის ახსოვს, ყოველი არჩევნების წინ ნარკოტიკებისთვის დაკავებული პირებს რომ ათავისუფლებდნენ და ამა თუ იმ უბანს „აბარებდნენ~?.. ამას წინათ საქართველოში ჩამოსული იყო „სოცინტერნის“ გენერალური მდივანი ლუის აიალა, რომელიც პინოჩეტის დროს დევნილობაში იმყოფებოდა. მან გვიამბო, რა მოხდა ჩილეში ავგუსტო პინოჩეტის რეჟიმის დამხობის შემდეგ - ყველა დააპატიმრეს, ვისაც კი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
- ანუ სხვების დაკავებსაც უნდა ველოდოთ?
- რა თქმა უნდა, მე პერსონების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამ პროცესის ასე მცირედით შემოფარგვლა შეუძლებელია...
- თქვენ თითქმის ერთადერთი მაღალჩინოსანი ხართ, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების ბოლომდე ერთგული დარჩა. ეს მაშინ ბევრმა ადამიანური დამოკიდებულების გამოხატვად შეაფასა, სხვებმა განაცხადეს, რომ პრინციპების ერთგული დარჩით...
- იცით, დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. ის, რასაც მაშინ ვამბობდი, გამართლდა. მაშინაც ვხვდებოდი, რომ ხელისუფლებაში მოდიოდა ფსევდოდემოკრატიული გუნდი, რეალურად კი მოფაშისტო ადამიანები, და მგონი, ყველანი მივხვდით, რომ ასეც იყო. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, დღესაც იმავეს გავაკეთებდი, რაც 2003 წელს გავაკეთე. თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, მისი საქმეა... მას შემდეგ მე და ბატონი ედუარდი რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ, ადამიანურად ვისაუბრეთ, პოლიტიკას არც შევხებივართ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ტასო
რა გააკეთე ასეთი ჯიბის გასქელების მეტი.ისევ რომ ამოყავით თავები ჯიპები გაკლდათ თუ სასახლეები
18:20 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
ბატონო კობა, გაიხსენეთ თქვენი მინისტრობის დროინდელი "კუსოჩნიკი" მექრთამე ღიპიანი მილიციონერები და ორლარიანი გაიშნიკები, გაიხსენეთ ტეკები, სადაც მძღოლებს ძარცვავდნენ, გაიხსენეთ ის მარაზმიც, როდესაც ამ ტეკებზე ღამის საათებში თქვენი ბრძანებით ქალაქში შემომავალ ყველა მანქანას აჩერებდნენ და ე.წ. რეგისტრაციის ჟურნალში ატარებდნენ. ხომ არ გინდათ თქვათ, რომ თქვენ უკეთესი და უფრო ქმედითი მინისტრი იყავით.თქვე დალოცვილო თვალი გაახილეთ და მიმოიხედეთ ირგვლივ. თქვენ თუ არ გინდათ დანახვა ხალხი ყველაფერს ხედავს.
16:48 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოსოს მეგობრები
რის გვერდჰსი დამდგომიხარ,პოლიციამ მიგატოვა,დარცი მარტო ედიკასტან ერტად.ხალხს ეგონა რომ,ედიკას ერტგული ხარ. მინისტრს რომ დედოპალას დაარკმევენ მისი საკმე ვერ არის კარგად.
16:21 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სოსო
პირველი მეკრტამე იკავი მინისტრობის დროს სჰენ საერტოდ ხმა არ ამოგეჰება.დედოპალა ხარ ნამდვილი.
16:11 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
დედოპალა ხარ ნამდვილი.
16:05 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
yuriburi
რა კომენტარი უნდა გააკეთო ძველი კგბ-ს და ნამუსგარეცხილი ჩეკისტების პარტიაზე! სატანის მოციქულის, საქართველოს დამაქცევარისა და გამყიდველის ერთგულება თურმე სატრაბახოა, აბა გეკიტხათ იმ ლუის აიალასგან რამე ისწავლა? ან რა გაიგო? შევარდნაძე იყო ცუდი პინოჩეტი, პინოჩეტმა ბევრად ნაკლები სისხლი დაღვარა, ვიდრე მაგის სულიერმა მამამ ჩვენთან, თუმცა ჩილის ეკონომიკა ფეხზე დააყენა! ქართველებო გონს მოდით, გაარჩიეთ თეთრი და შავი!
14:54 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS