18 ოქტომბერი, 2014
სოფო, სალომე, თეა, მაკა... კიდევ რომელ დედას დაუობლებენ შვილს მამები?
ამას ჰქვია მამაკაცთა მასობრივი ამბიციური იმპოტენცია სოფო, სალომე, თეა, მაკა... ეს სია, სამწუხაროდ, შორს წაგვიყვანს და თუ ასე გაგრძელდა, მას შემდეგი "წევრებიც" შეემატებიან. თბილისში მომხდარ მორიგ შემზარავ მკვლელობას - კვლავაც ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, მორიგი პატარის დაობლებას და მისი მომავალი ცხოვრების სამუდამოდ დამახინჯებას, სავსებით გასაგებად მოჰყვა უამრავი ადამიანის პროტესტი. ყველაზე მეტად, რასაკვირველია, ქალებმა გააპროტესტეს ეს უკვე მასობრივად ქცეული სენი. ჩვენ ანალიზსა და ძიებას არ ვაპირებთ, არც ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟსა თუ ინტერვიუს გპირდებით... უბრალოდ გთავაზობთ რამდენიმე
პოსტს, კომენტარს, ამოძახილს, რომლებიც სოციალურ ქსელში ცნობილმა თუ უცნობმა ქართველმა ქალებმა, ქართველმა დედებმა გაავრცელეს:

"სანამ თითოეული ქმარი (კაცი), რომელიც თუნდაც ერთ თმის ღერს ჩამოუგდებს ცოლს (ქალს) თავიდან, სათანადოდ და სამაგალითოდ არ დაისჯება კანონის ძალით, მანამდე ასე ვიქნებით. დაახლოებით იმ კონდიციაში ვართ ახლა, მოღალატეებს თავებს რომ აჭრიდნენ და ღობეებზე გამოკიდებდნენ ხოლმე, რომ სხვებს დაკარგვოდათ ღალატის სურვილი. აი ასეთი რამე თუ გადაგვარჩენს".

"მე მყავს ერთი გოგო. მარიტა. მე გავაჩინე ერთი შვილი. მე არ მინდა, რომ მარიტა დაქორწინდეს. მე ის ცოცხალი მინდა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. მკიდია. ვიცი, რომ არანაირი ბერკეტი არ მაქვს, რომ ის შესაძლო მანიაკი ქმრისგან დავიცვა. დაარქვით ამ პოსტს დაფეთებული დედის პოსტი".

"ქვეყანა მატრიარქატს ვერ ეგუება, კაცმა ფუნქცია დაკარგა, სულიერი ძალა აღარ აქვს, სამაგიეროდ ამბიციები შემორჩა და ფიზიკური, უტვინო ძალა!!"

"ამას ჰქვია მამაკაცთა მასობრივი ამბიციური იმპოტენცია!!!

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS