მამას ახლობლები ყავს იუსტიციის სახლში და მითხრა, 1-2 თვით გადაგიკეთებ პირადობის მოწმობასო, მაგრამ ყველა სიხარულს ხომ აქვს თავისი ტკივილი. ჩემი მეზობელი ვარიკა, ჯერ 1 თვისაც არ იყო და გაქრა. ივიშვიშეს ქათმებმა, ერთი ხანობა ისიც თქვეს, მოდი კვერცხის დადება შევწყვიტოთ პროტესტის ნიშნადო, მაგრამ რომელმაც შეწყვიტა, ისიც გაქრა და მერე ხელი ჩაიქნიეს. ერთ კაცზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ მტკიცებულებები არ ჰქონდათ და ვერ დაიჭირეს. თითქმის ისეთივე მომენტი იყო, როგორც ახალაიას სასამართლოზე, უბრალოდ აქ, ვაშლის გათლის ეპიზოდი არ ფიგურირებდა.
გვიხარია ეს ახალი კანონი. აწი მშობიარობას ექსპერტები დაესწრებიან, რომ დაბადების მოწმობები მოგვცენ და სიკვდილიანობა ნაკლები იქნება.
არა რა, ასოცირების ხელშეკრულებას რომ იღებდნენ, ვიცოდი კარგი იყო, მაგრამ ასეთი კარგიც არ მეგონა. ვაზის სამშობლოში ასოცირების ხელშეკრულების პირველი სიკეთე ღორებმა ვიგრძენით. ღორი უნამუსოს სიმბოლოდ კი იქცა, მაგრამ ჩვენც გვაქვს გული და ძალიან ვდარდობთ თევზებზეც, იქნებ ევროპამ მათზეც იფიქროს რამე, თორემ როგორ შეიძლება 3-4 თვის თევზის ჭამა?!
ჩვენს აკრძალვას როგორმე გადაიტანს ერი, მაგრამ ციკანების დაკვალაც თუ აკრძალეს, ეს მართლა რევოლუციის მომტანი იქნება. ისე რა პოეტურად ჟღერს "ციკნების რევოლუცია".
გუშინ, "რუსთავი 2"-ს ვუყურე და ისეთები თქვეს, გადავედი ჭკუიდან. თურმე არაფერი არ კეთდება. მეტიც, რაც
გაკეთებული იყო, ისიც კი ფუჭდება. ამის ფონზე გამიჩნდა ერთი ლოგიკური კითხვა - გვინდა ჩვენ 1 წელი სიცოცხლე? ერთხელ მაინც გვკითხეთ რაღაც, ხომ შეიძლება? ამ ბოლოკს რომ გვტენით პირში, ისე რომ არც გვეკითხებით მოგვწონს თუ არა, მაგაზე ხმას არ ვიღებთ. არც იმაზე ვწუწუნებთ, "პრიმუსით" რომ შესამოსელს გვძარცვავთ ხოლმე, მაგრამ ამაზე მაინც გეკითხათ რამე, განა დაიქცეოდა ქვეყანა?!
იხილეთ გაგრძელება