05 ოქტომბერი, 2014
"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები

ეჭვიანობდა ხოლმე, სხვის შვილებს რომ ვეფერებოდი, მაგრამ მარტივად გადავლახეთ ეს ეტაპი

ადამიანისთვის მშობლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მყარი დასაყრდენი დედმამიშვილია, თუმცა ცხოვრებაში ისეც ხდება, როცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ცოლ-ქმარი მხოლოდ ერთ შვილს სჯერდება. ამჯერად, გადავწყვიტეთ დედისერთების თემაზე მოგვემზადებინა მასალა და იმ ცნობილ დედებს დავუკავშირდით, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ... დავინტერესდით იმით, რამდენად ეჭვიანები, ეგოისტები და განებივრებულები არიან ცნობილი მშობლების დედისერთა შვილები.

ნათია დუმბაძე: "სულ საქმე მქონდა, მაგრამ ახლა უნდა მოვიცალო მეორე ბავშვისთვის"

- 19 წლის
ვიყავი, დუდუ რომ გავაჩინე. ძალიან რთული გასაზრდელი იყო, სამ წლამდე არ ეძინა, თუმცა დამხმარეები მყავდნენ, მარტო არ ვყოფილვარ. როგორც დედისერთა, ეჭვიანობდა ხოლმე, სხვის შვილებს რომ ვეფერებოდი, მაგრამ მარტივად გადავლახეთ ეს ეტაპი.
- საუბრით მოაგვარე ეს პრობლემა, თუ გაიზარდა და მიხვდა ყველაფერს?
- არა, თავისით გადაუარა, რაიმე კონკრეტული საუბარი არ გვქონია. სხვათა შორის, როგორც დედისერთებს სჩვევიათ, ისე განებივრებულიც არაა.
- არ გთხოვს დას ან ძმას?
- კი, ძალიან უნდა, მთხოვს ყოველდღე. ვფიქრობ, მალე გავაჩინო მეორე.
- თუ არ ვცდები, დუდუ 7 წლისაა, ეს პაუზა რამ გამოიწვია?
- ჩემმა დაკავებულობამ, ყველა ეტაპზე საქმე მქონდა, მაგრამ ახლა ამისთვის უნდა მოვიცალო.

იხილეთ გაგრძელება

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS