ხატია:
- შოპინგი განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. საყიდლებზე კვირაში ორჯერ მაინც დავდივარ. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიწევს გასვლა, მაშინ უფრო ფართომასშტაბიან შოპინგს ვაწყობ, ვცდილობ, ყველა სეზონის სამოსი შევიძინო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოში ქალის სამოსის არჩევანი უფრო დიდია, ვიდრე მამაკაცის, უბრალოდ, აქ სხვა რამ
- სილამაზის სალონებიდან რომელს მიიჩნევ გამორჩეულად?
- მე მყავს პირადი სტილისტი, რომელსაც საკუთარი სალონი აქვს და დიდი ნდობით სარგებლობს, მის სალონს ''ლუკა ბილთი'' ჰქვია, თმასა და მანიკიურს იქ ვიკეთებ ხოლმე, მაგრამ ჩემს სახლთან ახლოს არის ''თაკო'', სადაც მივდივარ მაშინ, როცა მეჩქარება და მარტივი რაღაც მაქვს გასაკეთებელი.
- სოლარიუმს თუ სტუმრობ?
- ხშირად არ დავდივარ, მაგრამ როცა მიწევს მისვლა - ''ერგოლაინსა'' და ''მწვანე სალონს'' ვანიჭებ უპირატესობას.
- რამდენად კმაყოფილი ხარ სალონებისა და მაღაზიების მომსახურებით?
- ზოგადად, ჩვენთან სერვისი მოიკოჭლებს, მაგრამ მე იმდენად კომუნიკაბელური ვარ, პრობლემა არ მექმნება. ბაზრობაზე თუ ვხვდები, არ არსებობს, საჩუქრის გარეშე წამოვიდე, მაღაზიებში ვერავინ ვერაფერს გაჩუქებს, მაგრამ ყოველთვის კარგად მხვდებიან.
38 რას უხამებენ ერთმანეთს თემო საჯაია და მისი შეყვარებული
თემო:
- შოპინგზე დავდივარ მაშინ, როცა მჭირდება და აუცილებლად უნდა ვიყიდო რაღაც, მაგრამ გადაწყვეტილებას საკმაოდ რთულად ვიღებ. ადრე საყიდლებზე მარტო დავდიოდი, ახლა შე-ყვარებულთან ერთად დავდივარ, მისი რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია. როცა სადმე ერთად მივდივართ, ტანსაცმელს ვუხამებთ, თუ ვთქვათ, მას წითელი კაბა აცვია, მე არ ჩავიცვამ ნარინჯისფერს ან ისეთ ჭრელს, რაც მის კაბას არ მოუხდება. ჩაცმის საკითხში მხოლოდ ნინის რჩევებს ვითვალისწინებ.
- რამდენად კმაყოფილი ხარ ქართული მაღაზიებით და რომლის გამოყოფა შეგიძლია?
- მგონია, რომ ისეთი ხარისხის სამოსი არ იყიდება, რამხელა ფასიც აქვს, იქ კი, სადაც კარგი ხარისხის სამოსია წარმოდგენილი, ძალიან მაღალი ფასებია. სულ მგონია, ასეთ მაღაზიებში არავინ დადის, მაგრამ აშკარად ასეც არ არის, რადგან წლებია, მუშაობენ და არსებობენ.
რაც შეეხება უშუალოდ მაღაზიებს, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უფრო თავისუფალ სტილში ვიცვამ, ძალიან მომწონდა ''ტომ ტეილორი'', რომელიც მგონი დახურეს, ასევე კარგია ''სელიო'', ''მასიმო დუტი''.
- ფეხსაცმლის კარგი არჩევანი სადაა?
- მე, ძირითადად, კედი ან ბოტასი მაცვია, ამიტომ ცალსახად ''ნაიკის'' დავასახელებ, ხარისხიც ნორმალურია და ფასიც, ''ადიდასშიც'' მიყიდია, ''კონვერსში'' ცოტას ვიძენ, რადგან არაადეკვატური ფასებია. ისეთ მაღაზიებშიც აღმომიჩენია კარგი ფეხსაცმელი, რომლებსაც არც სახელი აწერია და ბრენდიც არაა.
- თემო, ამოჩემებული სტილისტი და სილამაზის სალონი თუ Uგაქვს?
- ამ საკითხში ცოტა მწყრალად ვარ, სილამაზის სალონში მხოლოდ თმის შესაჭრელად დავდივარ. სტილისტი არ ერქვა, ჩემი პარიკმახერი – ვოვა, რომელთანაც 18 წელია თმას ვიჭრი, მოსკოვში გაემგზავრა და ძალიან გაბრაზებული ვარ. პარიკმახერობა რომ დაიწყო, პატარა ვიყავი და მასთან დავიწყე თმის შეჭრა, მთელი ცხოვრება მასთან დავდიოდი, ახლა რომ წავიდა, ვეღარ გადავწყვიტე, რა უნდა მექნა და თმა გადავიპარსე, მაგრამ მეზრდება და სად წავიდე, არ ვიცი. ვოვას სალონს ერქვა ''არმანი''. სხვა ინფორმაცია სალონებზე არ მაქვს, ერთადერთი, რაც გამიგია, ესაა ''ნატალი'', სადაც ''რუსთავი 2''-ზე პროექტში რომ ვმონაწილეობდი, იქიდან მოვხვდი.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''