როგორც წესი, სწავლის, სხვადასხვა წრის შერჩევის და მსგავს საკითხებში დედები აქტიურობენ ხოლმე, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შევიტყვეთ, არც მამები ჩამოუვარდებიან მათ, აქტივობასაც იჩენენ და ყურადღებასაც არ აკლებენ შვილის განათლების მიღების პროცესს.
ზურა ხაჩიძე: "ანასტასია გაკვეთილზე მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს"
- მოგეხსენებათ, სწავლა ნაადრევად შეწყდა სკოლებში, საკმაოდ გრძელვადიანი არდადეგები გამოუვიდათ ბავშვებს, ეს პერიოდი კი
ზაფხულში, დასვენების პერიოდში ხათუნამ იზრუნა ყველა იმ დეტალზე, რაც ბავშვს სასკოლედ დასჭირდებოდა, წინასასკოლო სამზადისს ხათუნა და ანასტასია აგვარებენ ერთად, მაგ საკითხში არ ვერევი, როგორც ვიცი, ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ.
- თუ ეხმარებით ხათუნას, ანასტასიას იმის გადაწყვეტაში, რომელ წრეზე იაროს ბავშვმა?
- კი. ანასტასიას გაჭირვებით არც ერთი საგანი არ უჭირს, წარჩინებით დაამთავრა როგორც პირველი, ასევე მეორე კლასი, ბაღშიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით, მუსიკალური და თეატრალური ნიჭით. მის სისუსტედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გაკვეთილზე, ამოცანებს და ზოგადად, მიცემულ დავალებებს ძალიან მალე ასრულებს და შემდეგ ბევრს ლაპარაკობს, რითაც სხვებს აცდენს, ეს მასწავლებლისგან ვიცი. რაც შეეხება წრეებს, ანასტასია ფრანგულ "ეკზიუპერის სახელობის სკოლაში" დადის, სადაც უამრავი წრეა, მათ შორის ჩემმა შვილმა ხატვა შეარჩია, ასევე ჩემი და მისი ერთობლივი სურვილით დადის ვიოლინოზე, მინდა, კლასიკური მუსიკალური განათლება მიიღოს.
- ბავშვი რამდენად გახსნილია თქვენთან?
- ვერ ვიტყვი, რომ წარჩინებული მამა ვარ და ყოველ საღამოს გაკვეთილებს ვიბარებ, ამაში გვეხმარება დამხმარე ქალი, ქალბატონი ტანია და ასევე ბებია. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში მე გამომყავს სკოლიდან და ყოველთვის მიყვება რა ხდებოდა იმ დღეს, რა ეწყინა, რა გაუხარდა – ყველაფრის საქმის კურსში ვარ. პატარაობიდანვე მე და ანასტასიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ბავშვი ყველა საკითხში გახსნილია ჩემთან.
ხვიჩა მაღლაკელიძე: "წინასასკოლო სამზადისში თავიდან ფეხებამდე, ჩემი გიტარიანად ვარ ჩართულ-ჩაბმული"
იხილეთ სრულად