ერთ კვირაში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, დილით ადრე ადგომასთან და გაკვეთილების მომზადების ციებ-ცხელებასთან ერთად. სკოლის ასაკი ის პერიოდია, რომელსაც ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსკუთრებული ადგილი უჭირავს თავისი დადებითი და ურყოფითი მოგონებებით. ცნობილ გოგონებს - მარიკო ლეჟავას, გვანცა ჯაფარიძესა და ქეთი ორჯონიკიძეს შევეხმიანე და ცოტა ხნით სკოლაში "დაბრუნება" ვთხოვე.
გვანცა ჯაფარიძე: "ის გაკვეთილიც კი მენატრება, რომელზე ჯდომასაც თავის დროზე ვერ ვიტანდი"
- სკოლაში პირველად მისვლა ცუდად მახსოვს, დედას ვეუბნებოდი, არ
- როგორი მოსწავლე იყავი?
- თავიდან ძალიან ბეჯითი ვიყავი, კარგად ვსწვლობდი, სახლში მისვლისთანავე ტანსაცმელს ვიცვლიდი, მივირთმევდი, გაკვეთილების სწავლას ვიწყებდი და დასრულებამდე არ ვდგებოდი, თამაშზე ხომ ზედმეტია საუბარი... შემდეგ კი, როცა გავიზარდე და გართობის "გემო" გავიგე, სწავლას მოვუკელი, ამიცრუვდა გული რამდენიმე საგანზე, თუმცა ქართულს, უცხო ენას და კიდევ რამდენიმე საგანს კარგად ვსწავლობდი.
- სიცელქით გამოირჩეოდი?
- მეტ-ნაკლებად. პირველ კლასში მარი ჩხაიძესთან ერთად ვიჯექი ერთ მერხზე, გარკვეული დროის შემდეგ ადგილები გადაანაცვლეს და გვერდით მარის ნაცვლად სალომე ენუქიძე მომისვეს, ამან ძალიან გამაბრაზა, მაგრამ ეს დროებითი იყო - სალომეს ისე კარგად გავუგე, რომ დღემდე ვმეგობრობთ. სკოლაში სულ ერთად ვიყავით, ერთად დავდიოდით შატალოზე, რამდენჯერმე დირექტორთან დაგვიბარეს ჯაფარიძე – ენუქიძე (იცინის). მე-8, მე-9 კლასში უკვე მთელი კლასი თამამად წავედით შატალოზე, წინააღმდეგი არავინ იყო. კარგად მახსენდება ის პერიოდი, თან მე სკოლა არ გამომიცვლია, სადაც შევედი, იქ ვისწავლე 12 წელი. კარგი კლასი მყავდა, მერე უფრო მოზრდილ ასაკში დავიწყეთ ორდღიან ექსკურსიებზე სიარული და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ხშირად მეუბნებოდნენ, სტუდენტობა ისეთი კარგია, სკოლის პერიოდს არ შეედრება არაფრითო, მაგრამ უნივერსიტეტს სკოლას ვერც კი შევადრი, რადგან სკოლა უდარდელი ბავშვობაა.
- პირველი დასჯა, საყვედური გახსოვს მასწავლებლისგან?
- მგონი, იყო ისეთი შემთხვევაც, გაკვეთილიდან რომ გამაგდეს (იცინის), ოღონდ მარტო არა, ჩემს განუყრელ კლასელ ენუქიძესთან ერთად. ეს ჩემი დაქალი ძალიან "გიჟი" იყო და მეც მას გახლდით აყოლილი. ისეთი დასჯა, რვეული თავზე რომ გადაეხიათ, ან კალამი გადაემტვრიათ, არ მახსოვს, არადა ასეთი შემთხვევებიც ყოფილა ჩვენს კლასში.
იხილეთ გაგრძელება