06 სექტემბერი, 2014
"იმდენს ვვარჯიშობდი გულის შეტევები მემართებოდა, მაგრამ მაინც მივაღწიე მიზანს...“

ცუდი ბავშვი ვიყავი, რომელიც ცუდ რაღაცებს აკეთებდა და ცუდ საქმეებში იყო გარეული

სპორტსმენს, კიკბოქსიორ რატი წითელაძეს, რომელმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობის შემდეგ მოდელობაც სცადა და "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" დიდად გამოიჩინა თავი, ბევრი იცნობს. სიბეჯითის, შრომისუნარიანობისა და მიზანსწრაფულობის წყალობით ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა წარმატებისკენ რთული გზის გავლა მოუხდა, ბევრი შრომა ჩადო იმ საქმეში, რომელიც დიდად არ უყვარდა, თუმცა ცხოვრებაში გამორჩეულობის, განსხვავებულობის სურვილმა არ დაუკარგა მუშაობის ენთუზიაზმი. ბევრი იწვალა, ბევრი რამ გადაიტანა... შედეგად კი დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ფილმებს იღებს,
როგორც რეჟისორი და თან მსახიობობს. შეიძლება ითქვას, რომ იპოვა თავისი საქმე და ახლა უფრო დიდი წარმატებისთვის ემზადება.

- მინდა, ჩვენს მკითხველს, განსაკუთრებით პატარა სპორტსმენებს, მოუყვე შენი სპორტული კარიერის შესახებ, მახსოვს, ინტერვიუებში ამბობდი, რომ სულაც არ გიყვარდა ვარჯიში, მიუხედავად ამისა, უამრავ დროს ატარებდი სპორტულ დარბაზში, შედეგად კი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდი...
- მამაჩემი ახალგაზრდობაში პერსპექტიული მოჭიდავე იყო, მაგრამ ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ოჯახმა ვერ შეუწყო ხელი და ვერ გაჰყვა ამ საქმეს. ჰოდა, გადაწყვიტა, ეს ოცნება ჩემთან განეხორციელებინა. 6 წლის ვიყავი, როცა სპორტზე შემიყვანა, მაგრამ დიდად არ მომწონდა. ძალით დავდიოდი, თუმცა წინააღმდეგობა არ გამიწევია. სახლიდან გავდიოდი და ვიმალებოდი, რომ ჰგონებოდათ, ვარჯიშზე ვიყავი, შემდეგ ეუბნებოდნენ ოჯახის წევრებს ჩემს ამბავს. 8 წლისა პირველად გავხდი ჩემპიონი და ეს საქმიანობა მეტად მომეწონა. მეგონა, რომ გამორჩეული ვიყავი. კარგადაც ვხატავდი და როცა რამე იყო სკოლაში გასაფორმებელი, დასახატი, მე მეძახდნენ, მომწონდა ეს გრძნობა, რომ განსხვავებულად მთვლიდნენ. მერე და მერე, ცოტა ვარჯიშს მოვუკელი და მივხვდი, რომ აღარ ვიყავი გამორჩეული და არ მომეწონა ეს. როგორი ტალანტიც არ უნდა გქონდეს, თუ შრომით არ გაამაყრე, არაფერი გამოვა. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი წარუმატებლობებმა შეიტანა.

იხილეთ გაგრძელება

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS