ნიკა კაკაბაძე:
- შოპინიგზე სიარული დიდად არ მიყვარს, თუ გარემოება და საჭიროება არ მაიძულებს, არ მივდივარ. ჩემი მეგობარი მუშაობს ''სელიოში'' და მისი ხშირი სტუმარი ვარ, ასევე მივდივარ ''თბილისი მოლში'', ''ზარაში'', თუ რამე განსაკუთრებულს წავაწყდი, ბაზრობაზეც არ ვუკადრისობ ყიდვას.
- მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით, თქვენ დანახვაზე უმატებენ თუ აკლებენ ფასებს?
- ორივე შემთხვევა ყოფილა.
-
- პეკინზე მდებარეობს სილამაზის სალონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვარცხნილობას მიკეთებენ, სამწუხაროდ, სალონის სახელი არ მახსოვს... როდესაც თმის შეჭრა მჭირდება, იმავე სალონს ვსტუმრობ, სხვაგან იშვიათად დავდივარ.
- ურჩიეთ მაინც ჩვენს მკითხველს ისეთი სილამაზის სალონი, რომლითაც კმაყოფილი დარჩენილხართ, ან გსმენიათ, რომ პროფესინალები მუშაობენ...
- სიმართლე გითხრათ, სილამაზის სალონებთან ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ ''ჯიო'' გამიგია, მეტს ვერ დაგისახელებთ.
ნატა გულიაშვილი:
- ტანსაცმელს ძირითადად ''ზარასა'' და ''მანგოში'' ვყიდულობ, რადგან მათი სტილი მომწონს, თუმცა თუ სხვა მაღაზიებში ვპოულობ ჩემთვის სასურველ სამოსს, იქაც ვიძენ.
- ქართულ მაღაზიებში არსებული სამოსის ფასებზე რას ფიქრობ, ადეკვატურია ბრენდებთან მიმართებაში?
- საქართველოში ნამდვილი ბრენდები იშვიათად მოიძებნება, ბევრი ბრენდის პატენეტია, რომელსაც ზოგიერთი მაღაზია ორიგინალად ასაღებს და ფასიც არაადეკვატუარად მაღალი ადევს.
- ბაზრობაზე როდის იყავი ბოლოს, რას გვეტყვი იქ წარმოდგენილი სამოსის არჩევანზე?
- ბევრს ვერაფერს, რადგან ძალიან დიდი ხანი, 10 წელი მაინც იქნება, ბაზრობაზე არ ვყოფილვარ.
- ნატა, ამოჩემებული სილამაზის სალონი გაქვს?
- ხშირად დავდივარ ''ნატალიში'' და ''გოგა სუს''-თან კეკელიძეზე. გოგა ჩემი ახლო მეგობარია და მას ვენდობი. როდესაც საღამოს წამყვანი ვარ, ან დაბადების დღისთვის ვემზადები, ყოველთვის გოგას მივმართავ, ის ძალიან კრეატიული ადამიანია და ზუტად იცის, ვის რა შეურჩიოს.
- რომელი სალონის სოლარიუმით სარგებლობ?
- სოლარიუმში არ დავდივარ, რადგან საზიანოა კანისთვის. უფრო გარუჯვის ბუნებრივ გზას ვანიჭებ უპირატესობას, ზოგადად მიყვარს რუჯი და ყოველ ზაფხულს თურქეთში, ეგვიპტეში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში ვიღებ ნამზეურს.
თეკლა ჟვანია