- ღირებულ ტრადიციებს ვაფასებ, მაგრამ ბრმად არ მივყვები მათ. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ოჯახის ტრადიციაა, საიდანაც მოდის ადამიანის ღირსება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი რამ.
- რომელი ტრადიცია გაღიზიანებს?
- პირველი, რაც გამახსენდა, ესაა
- ყანწებსა და უცნაური ფორმის განსხვავებულებზე რა აზრის ხარ?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია, ზოგჯერ დიდი სიამოვნებით დამილევია ყანწით, ან რაიმე უცნაური სასმისით. ჩემს მეგობარს აქვს საქეიფო მარანი, მივუტანე მეტად უცნაური სასმისი, გადაკუზული კაცია და ღვინო უკანალში ისხმება, გამოდის, რომ ტრაკიდან სვამ, რომ მივიტანე, დალევას ყველა ერიდებოდა, ჰოდა, მათთვის კომპლექსი რომ მომეხსნა, პირველმა მე დავლიე იმ კაცის ტრაკიდან ღვინო (იცინის).
- ვინაიდან ოჯახის ტრადიციაზე გაამახვილე ყურადღება, მაინტერესებს, როგორ უყურებ ოჯახის უფროსის საკითხს..
- ამ თემისთვის დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია, მაგრამ ნორმალურ ოჯახში, გინდა თუ არ გინდა, კაცია ოჯახის უფროსი, თუმცა უფროსობა არ ნიშნავს გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას.
- რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, ქართულ რეალობაში დამყარდება ეს ოდესმე?
- პედერასტების თემის წამოწევის არ იყოს, გინდა თუ არა პატივი გვეცითო, არ მესმის, რატომ გახდა გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი აქტუალური. თუ ქალს მამაკაცი ყოველღამე უბაგუნებს, გინდა გენდერულ თანასწორობაზე ელაპარაკე და გინდა სხვა რამეზე, რა აზრი აქვს? ყვირილით ამ საკითხს არაფერი ეშველება.
- რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი?
- ჭკვიანია ქალი, რომელშიც გარკვეული დოზით ყველაფერი დევს, აქვს იუმორის გრძნობა, საქმე, ოჯახი. ჩემთვის უტვინოა ქალი, რომელიც არის ძალიან ნაკითხი და კარიერის გამო ოჯახს მოაკლებს რამეს.
- რა მნიშვნელობას ანიჭებ ან ანიჭებდი ქალის განვლილ პირად ცხოვრებას, როდესაც მასთან ურთიერთობის აწყობას გეგმავ ან გეგმავდი?
- ადამიანს პირველად თვალი ხედავს, შემდეგ იგებ მის პიროვნულ თვისებებს, ამის შემდეგ მოდის მისი პირადი ცხოვრება. ურთიერთობის აწყობა არ მომინდება პავლოვის ''პუტანკასთან'', რადგან ვიცი, ის ვინაა, ფიქრს ისე არ დავიწყებ ადამიანთან ურთიერთობის აწყობაზე, თუ არ ვიცი, ის კონკრეტული გოგონა ვინაა და როგორია.
- ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობ?
- ვერ ვხვდები, რატომ დასცინიან მათ, ვისაც უნდა, რომ ქალიშვილი იყოს, ან რატომ აკრიტიკებენ იმათ, ვინც არ იცავს ამას? ეს ადამიანის გადასაწყვეტია და სხვისი ჩარევა ამ საკითხში ნორმალური არაა. ქალიშვილობის ინსტიტუტის აქტუალობაზე გავლენას ახდენს მართლმადიდებლობა, ამიტომ არ მგონია, სწორი იყოს იმ ადამიანის დაცინვა, რომელიც რელიგიის წესებს იცავს.
- წყვილის თანაცხოვრება ქორწინებამდე მნიშვნელოვანია თუ მიუღებელი?
- ესეც ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბებულნი არ არიან საკუთარ თავში და ერთად ცხოვრების შემდეგ იმყარებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე არსებობენ წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე თანაცხოვრების გარეშე ქმნიან მყარ ოჯახს. გვერდით მყავს ისეთი წყვილები, რომლებმაც პირდაპირ, ყოველგვარი თანაცხოვრების გარეშე შექმნეს ოჯახი და უკვე დიდი ხანია ერთად არიან, მაგრამ ვიცნობ ისეთებსაც, რომლებმაც დაქორწინებამდე იცხოვრეს ერთად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც დაშორდნენ, ასე რომ, ამას წინასწარ ვერ გათვლი.
- მიუხედავად იმისა, რომ ღალატი ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთანირად მტკივნეულია, მაინც ამბობენ, რომ ქალის ღალატი დამანგრეველია და კაცის ღალატი ''მოსულა''...
- არ ვამბობ, რომ ეს სწორია, მაგრამ საზოგადოებაში კაცის მხრიდან ღალატი სამარცხვინოდ არ აღიქმება, ქალის – კი, რაც ალბათ კანონზომიერია. ქალს ასეთი სითავხედე არ შეშვენის და კაცი მაინც ''გამოსირებულია''და აკეთებს, აი, უკვე ერთი მოღალატე ქმარი მემუქრება, რატომ ამბობ ამასო (იცინის).
- ერთჯერადი ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- თუ ეს ერთჯერადი ღალატი კაცის მხრიდანაა, მაშინ არა და ზემოთ ავხსენი კიდეც, ამას რატომ ვამბობ...
- ლევან, რამდენად მარტივია ყოფილ მეუღლეებთან ცივილიზებული ურთიერთობის შენარჩუნება?
- ეს დამოკიდებულია ორივე ადამიანზე, ცოტა იუმორის გრძნობა თუ არ ჩართე, დაიბოღმე და ჩაუსაფრდი, ვერანაირად ვერ შეძლებ ცივილიზებული ურთიერთობის აგებას, ამას სჯობს მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნო, მით უმეტეს მაშინ, როცა საერთო შვილი გაკავშირებთ.
- ქალთან მეგობრობა ვნების გარეშე რამდენად შესაძლებელია?
- ადრე მეგონა, არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ და მყავს კიდეც ნამდვილი მეგობარი გოგონები. ალბათ ადრე მე ვიყავი აღვირახსნილი და ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო.
- ''რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ''- ეთანხმები ამას?
- თავიდან მომწონდა ეს გამოთქმა, მაგრამ მერე და მერე ვხვდებოდი, რომ ჩვენი მაგარი ტიპობა მითებს ემსგავსებოდა, დღეს მაღიზიანებს ეს ფრაზა, რომელიც ძირითადად ისმის სუფრაზე, გახეული მთვრალი, ''მოზასავე''კაცებისგან, მეორე დღეს კი იმავე ადამიანებმა შეიძლება წყალიც კი არ მოგაწოდონ, დღესდღეობით ჩვენი მაგარი ტიპობა სუფრას ვერ სცდება.
- ქუჩის აკადემია კაცისთვის აუცილებლად გასავლელი გზაა?
- კი, ოღონდ არ ვამბობ იმას, რომ მთელი ბავშვობა ჩაცუცქულმა გაატარო, იქ სწავლობ წინააღმდეგობების გადალახვას, ერთმანეთის გვერდში დგომას, მოყვასის სიყვარულს. ქუჩა მაინცდამაინც ჩხუბი, ''ბიჩოკების''ქუჩაში დაყრა და ლანძღვა-გინება არაა, მე პირადად ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა.
- რა განსაზღვრავს კაცობას?
- გვაქვს გამოთქმა ''მაგარი კაცი'', რაც ნიშნავს მის კარგ პიროვნულ თვისებებს, მისაბაძობას. არა მგონია, ასეთი ადამიანები მხოლოდ წიგნებით გაზრდილიყვნენ, მათ ნასწავლი აქვთ კაცობა, არ მიაყენებენ დაცემულს შეურაცხყოფას და მწყურვალს წყალს არ დაამადლიან.
- დაბოლოს, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ გამოხატულ აგრესიაზე მინდა გკითხო, სწორია ეს?
- ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი მყავს და არც ერთი არ გასულა აღლუმზე. ყველამ კარგად ვიცით, აღლუმზე რატომ მოხდა დაპირისპირება, ეს აწყობდა რომელიღაც ორგანიზაციებს და პროვოცირება მოახდინეს. რა საჭიროა ყვირილი, ''ცისფერი''ვარ და გინდა თუ არა პატივი მეციო, ვცემ პატივს, რა დონზეც საჭიროა და იმაზე მეტი რა ვქნა, ხარკი მივუტანო? ცხოვრება ისეა მოწყობილი, ვიღაც რაღაც პონტში სხვაზე დაჩაგრული გამოდის, შეიძლება, მეც დაჩაგრული ვარ სხვისი იღლიის სუნით ქალაქში, მაგრამ ჩემნაირად შეწუხებულების აღლუმი ჩავატარო? ეს ხომ სისულელეა?! ვერ ვხვდები აღლუმის საჭიროებას, იყოს ყველა თავისთვის და არავინ არავის არაფერს დაუშავებს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















