- ოჯახის წევრები ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდნენ. მამა რეჟისორი იყო, დედა - ბალერინა. აბსოლუტურად სუფთა მივედი ამ პროფესიაში, არავითარი გამოცდილება არ მქონია, მხოლოდ სკოლის გამოსაშვები საღამო
- თქვენი აზრით, რა ნიშნით შეგარჩიათ ბატონმა მიშამ ასისტენტის რანგში?
- ეს ალბათ ბატონ მიშას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რაღას ვკითხავთ... როგორც გითხარით, მე მიყვარს მუშაობა და ალბათ ერთ-ერთი კრიტერიუმი ეს გახლდათ. პირველი სპექტაკლი ''გულცივი მამაკაცი''იყო, რომელშიც ნინელი ჭანკვეტაძე და ზაზა მიქაშავიძე თამაშობდნენ. შემდეგ მოვხვდი ბატონ რობერტ სტურუასთან, სადაც ექვსი წელი ვიმუშავე. ამის შემდეგ გავხსენით თეატრალური სარდაფი რუსთაველზე. აი, ესაა, ძალიან მოკლე ბიოგრაფია (იღიმის).
- სარდაფის პერიოდზე მინდა ვისაუბროთ, სულ ანშლაგები გქონდათ...
- ნუ ვიტყვით, რომ სულ ანშლაგები გვქონდა. ზოგიერთი სპექტაკლი არ იყო საანშლაგო და ხშირად მე ზუსტად ისინი უფრო მიყვარდა, ვიდრე ის, რაზეც ხალხი დადიოდა. მე და ჭოლას გვქონდა პირობა, რომ ''ვინახავდით~, ანუ რეპერტუარში ვტოვებდით იმ სპექტაკლებს, რომლებიც ჩვენ მოგვწონდა. რადგან მიგვაჩნდა, რომ მათ უფრო მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე სხვა დანარჩენს. მაგალითად, ''ფაუსტსა''და ''ორთა ბოდვაზე''30-40 კაცი მოდიოდა. იმავდროულად, იყო ისეთი სპექტაკლებიც, რომლებზეც გაცილებით მეტი მაყურებელი მოდიოდა. ბევრი ამბობდა, რომ ჩვენ ხშირად ვდგამდით კომედიებს, მაგრამ ასე არ იყო, ჩვენ მაშინ ბევრი არსებული, თანამედროვე ქართველი და მსოფლიო დრამატურგის პიესა გვქონდა განხორციელებული და გვქონდა კლასიკაც.
- მაყურებელი გყავდათ, მაგრამ სარდაფი მაინც დაიხურა...
- ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზეზი, რასაკვირველია, იყო ცოტათი გაუგებარი კულტურული პოლიტიკა. ავთო ვარსიმაშვილის თეატრის გარდა, ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი დამოუკიდებელი თეატრი. თავისუფალ თეატრებს არ აქვთ არსებობის საშუალება.
- მაშინ როგორ მოიპოვებდით დასადგმელ თანხებს, საკმაოდ რთული პერიოდი იყო...
- არა, უფრო რთული პერიოდი შემდეგ იყო. როდესაც ჩვენ ამ თეატრს ვქმნიდით, ბევრი ადამიანი გვედგა მხარში და სპონსორობას გვიწევდა. შემდეგ მხო #34 33 ლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის გახდა ხელმისაწვდომი თავისუფალი გრანტები, რომელიც ძირითადად აკადემიური თეატრებისკენ მიდიოდა. პრინციპში, კულტურის პოლიტიკა თეატრების მიმართ ძალიან ''მარტივია~, მოდით ვიცოდეთ რა გვაქვს, ნუ გავიფანტებით და დავეხმაროთ მხოლოდ რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსკომედიის, ოპერის თეატრებს და ყველა გრანტი მათკენ წავიდა. კულტურის დაფინანსება ახლაც კულტურის სამინისტროსა და მერიის ხელში არის კონცენტრირებული. მეორე წელია, ახალი, ილიაუნის თეატრის მშენებლობას ვაწარმოებთ, რომელსაც სჭირდება გარკვეული სარეპერტუარო პოლიტიკა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ დაფინანსება არ გვექნა.
არ ვიცით, შევძლებთ თუ არა საერთოდ რაიმეს დადგმას. ველოდებით კულტურის სამინისტროსა და მერიის დაფინანსებას. თუ ეს არ მოხდა, მუშაობას ვერ შევძლებთ, თორემ იდეების მეტი რა გვაქვს.
- საქართველოში ხელოვნების სფეროში სპონსორის მოძიება რთულია...
- დიახ, მე მაინც მგონია, რომ გრანტების დარიგება პოლიტიზებული საკითხია. წარმოიდგინეთ, გასულ წელს კულტურის სამინისტრომ 2 თუ 3 მილიონი ლარი დააბრუნა ბიუჯეტში. ეს იმას ნიშნავს, იმდენი ფული გვაქვს, რომ ვერ ვხარჯავთ კულტურაში.
- ყველა სპექტაკლს სხვადასხვა ბიუჯეტი აქვს, ეს გასაგებია, მაგრამ, უხეშად რომ ვთქვათ, რა თანხა სჭირდება ერთ სპექტაკლს განსახორციელებლად?
- სპექტაკლი ასე ინდივიდუალურად არ ფინანსდება, მაგრამ გეტყვით, როგორ ვიქცევით. როცა თანხებს რაღაცნაირად ვშოულობთ, დღეს საშუალოდ ერთი მსახიობის კოსტიუმი დაახლოებით 100-150 დოლარი ჯდება. ეს მხოლოდ კოსტიუმი, მაგრამ აქსესუარი, ფეხსაცმელი, ჩანთა ცალკე თანხაა. აღარაფერს ვამბობ დეკორაციაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაკეთებთ უდეკორაციო, უკოსტიუმო სპექტაკლებს და მერე ყველა სპექტაკლი ერთმანეთს ემსგავსება. ყველა თეატრი ''მეორად მაღაზიაში''ყიდულობს კოსტიუმს, რომელიც ძალიან მალე ფუჭდება და ეს ცუდია!
- ვთქვათ, გაქვთ დაფინანსება, ახალი სეზონიდან რაზე იმუშავებთ?
- ''ვთქვათ''არა. ძალიან ბევრი მზა პროექტი გვაქვს, მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. უხეშად რომ ვთქვათ, მაქვს ხუთლარიანი, ათლარიანი და ასლარიანი სპექტაკლებიც. იგივე ხდებოდა სარდაფშიც, მე და ბატონი ლევან წულაძე სულ პაექრობაში ვიყავით. მახსოვს, 270 ლარად დავდგი სპექტაკლი ''რადიო~. მერე ლევანმა 163 ლარად დადგა ''აკუსტიკა~. მერე მე კიდევ რაღაც - უფრო დაბალ ბიუჯეტში, მაგრამ ლევანმა მაჯობა, 112 ლარში დადგა სპექტაკლი (იღიმის). თუ დადგმა გინდა, უნდა დადგა, თუ შესაბამისი თანხა არ გაქვს, უნდა დადგა ის, რასაც გასწვდები, მაგრამ სულ რომ არ იმუშაო, ძნელია.
- მგონი, რეკორდებს ვამყარებთ, მსოფლიოში ამ თანხით ვერავინ დადგამს სპექტაკლს. ყველაზე გრძელი შემოქმედებითი პაუზა ამ მიზეზებით რამდენ ხანს გაგრძელებულა?
- ახლა გვაქვს. ბოლოს ილიაუნის თეატრში 15 იანვარს გვქონდა ''ბრიყვთა ვახშმის''პრემიერა. მას შემდეგ არ ვიცით, რა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია კეთილ ნებაზე. მით უმეტეს, ახლა მთავრობა შეიცვალა და ახალი კეთილი ნება უნდა ვიპოვოთ. ეს ცოტა დამამცირებელია, როცა სულ ვიღაცის კეთილ ნებაზე ხარ დამოკიდებული...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















