ჩვენს რესპონდენტს საკუთარი ხაზიც აქვს და ექსკლუზიურ მოდელებს ქმნის, უყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ ყველანაირ ფაქტურასა
- მოდის სამყაროში თითქოს ყველაფერი ამოწურულია, ამიტომ ვცდილობ, არ გავიხედო წარსულში და ინსპირაცია აწმყოში ვეძებო.
- როგორი სილუეტის სამოსის ტარებას გვირჩევთ?
- მე ყოველ მოდელს ინდივიდუალურად ვუდგები და შესაბამისად, განსხვავებულ სილუეტებს ვქმნი, თუმცა ამჟამად ვუერთდები მოდის ტენდენციას და ვცდილობ, თავისუფალი სილუეტის სამოსი შევქმნა.
- რომელი ფერები და რომელი ფაქტურაა აქტუალური ამ სეზონზე?
- ბორდოსფრისა და ლურჯის სხვადასხვა ტონალობა. რაც შეეხება ფაქტურას, ძალიან აქტუალურია ბაილონის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი, კაბები და ლაბადები.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს... როგორი კაბები შევარჩიოთ?
- სასურველია ნატურალური ქსოვილის, ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი სწორი, უსახელო, მუხლამდე კაბა.
- გვითხარით, რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზედატანის შერჩევისას?
- ამ სეზონის ზედატანი შეიძლება იყოს თავისუფალი ფორმის, შიფონის ან რომელიმე თხელი, გამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილი. ასეთი სტილის ზედატანს არ სჭირდება გადატვირთვა ზედმეტი აქსესუარებით, გარდა სადღესასწაულო დღეებისა.
- საინტერესოა პიჯაკისა და ჟილეტის საკითხი, როგორი შევარჩიოთ მომავალი სეზონისთვის?
- პიჯაკის შემთხვევაში სასურველია, ერთი ზომით პატარა მოირგოთ. რაც შეეხება ჟილეტს, უნდა იყოს მუქი ფერის, უხეში ქსოვილის და უნდა ვატაროთ თეთრ პერანგზე.
- ფეხსაცმლის შერჩევისას რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება?
- ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან მოსახერხებელია დაბალლანჩიანი ფეხსაცმელი ყოველგვარი აქსესუარებისა და მეტალების გარეშე. რაც შეეხება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, აქცენტი უნდა კეთდებოდეს ქუსლზე და ის უნდა იყოს მსხვილი ფორმის.
- ჩანთებზე როგორი ტენდენციაა? წელს ისევ მოდურია ქლაჩები, თუ დიდი ზომის ჩანთებზე უნდა გადავინაცვლოთ?
- მიმაჩნია, რომ ჩანთა ერთ-ერთი სერიოზული აქსესუარია და ჩვენი ჩაცმულობის შესაბამისად უნდა განვსაზღვროთ, როგორს მივანიჭოთ უპირატესობა. ქლაჩები ისევ აქტუალურია, ყოველდღიურობაში კი უნდა გამოვიყენოთ საშუალო ზომის ჩანთები.
- რა შეიძლება ითქვას აქსესუარებზე, რა მასალისგან შექმნილი, როგორი ფორმის, ზომის სამკაულებით შეიძლება სამოსის გამრავალფეროვნება?
- წელს აქსესუარები, როგორიც არის საყურე, ყელსაბამი, ბეჭდები, ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ.
- გარდა შანელისეული პატარა შავი კაბისა, კიდევ რა უნდა იქონიოს ქალმა გარდერობში, რომ ის მეტ-ნაკლებად მოდურად ჩაითვალოს?
- განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ფეხსაცმელს. თუ გაქვს გარდერობში კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელი, რომელსაც შეიძლება შეუხამო რომელიმე ახალგაზრდა დიზაინერის სამოსი, მაშინ ნამდვილად მოდურად ჩაცმული იქნები.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















