სალომე:
- როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს შოპინგი, ახალმა კარგმა ნივთმა შეიძლება, ნებისმიერ დროს გაგამხიარულოს. რაც ''თბილისი მოლი'' გაიხსნა, ძირითადად, იქ დავდივარ, უფრო ხშირად კი ვსტუმრობ ''ბერშკას'', ''ზარას'', ''ნიუ იურკერს'' და ''ფულ ენდ ბიარს''.
- მომსახურებით რამდენად ხარ კმაყოფილი?
- ადრე ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემა
- დიდხანს გჩვევია საყიდლებზე სიარული?
- ადრე შემეძლო, დილას გავსულიყავი და სანამ მაღაზია არ დაიკეტებოდა - მევლო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ, მალე ვიღლები და ვგრძნობ, რომ ბევრი სიარული აღარ მინდა, ეტყობა, დავბერდი...
- რაც შეეხება სილამაზის სალონებს?
- ძალიან ხშირად არ ვსტუმრობ სილამაზის სალონებს, რაც ალბათ ფინანსური პრობლემების გამო ხდება. უკვე 11 წელია, ''ნატალიში'' დავდივარ და თმის პროცედურებს ყოველთვის იქ ვიტარებ. ექსპერიმენტები არ მიყვარს, რადგან საკმაოდ მშიშარა ვარ. ჩემგან თამამი ნაბიჯი იყო კარეს შეჭრა, ესეც იმიტომ გავაკეთე, რომ ფილმისთვის მომთხოვეს და უარი არ ვთქვი. მანიკიურისთვის დავდივარ ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სალონში ''სარკე'', რომლის მუდმივი კლიენტი ვარ. სამწუხაროდ, ფრჩხილების დაჭრაც კი არ ვიცი, უფრო სწორად, ვერ ვიქლიბავ და ფორმას ვერ ვაძლევ, ამიტომ ორ კვირაში ერთხელ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად სალონს ვსტუმრობ.
38 ოთო:
- ძირითადად, ''ბატასა'' და ''შუზ გალერიში'' დავდივარ, ხანდახან პეკინზე ''ლევისსაც'' ვსტუმრობ, ''თბილისი მოლში'' ერთი-ორჯერ ვიყავი და არ მომეწონა, ამიტომ აღარ ვსტუმრობ. შოპინგი მეზარება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დავდივარ.
- ოჯახის წევრებს, ან მეუღლეს თუ ყიდულობ ხოლმე სამოსს?
- სიმართლე გითხრა, ვერიდები მათთვის სამოსის ყიდვას, რადგან მეშინია, ზომაში არ შევცდე.
- აქსესუარები, საათი, სათვალე თუ გიყვარს და სად ყიდულობ?
- სათვალე - ნაკლებად, საათს კი ძირითადად პეკინის ტერიტორიაზე ვიძენ, კონკრეტულად მაღაზიის სახელი არ მახსოვს.
- სილამაზის სალონს რა სიხშირით სტუმრობ?
- უკვე წლებია, დავდივარ ერთსა და იმავე სილამაზის სალონში პეროვსკაიაზე, ''ჯიო''-ში, სადაც პირადი სტილისტი მყავს, ფრჩხილსაც აქ ვიწესრიგებ, გარდა ამისა, არსებობს პროფესიონალი ბადრი, რომელსაც სოლოლაკში აქვს სალონი, სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს, თუმცა მისგან ნასიამოვნები წამოვსულვარ, დანარჩენ სალონებზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















