24 აგვისტო, 2014
რა შემთხვევაში გააგდებდა ბაკურ სვანიძე არაქალიშვილ გოგონას სახლიდან
მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ ჩვენი ყურადღება ფეისბუქ-სტატუსებით მიიპყრო, მაშინვე მივხვდით, ამ რუბრიკისთვის საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა, დავუკავშირდით და ინტერვიუზე უარი არ გვითხრა. ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, ბაკურმა დახურულ თემებზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.

- ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს ტრადიციული და მეც ვარ, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგო, რომელმაც ქორწინებამდე დაკარგა ქალიშვილობა, ქართული ტრადიციის დარღვევისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა გამოვიყვანოთ და ჩავქოლოთ. ქორწინებამდე ქალიშვილობა არაა
ქართული ტრადიცია, საერთოდაც არ შეიძლება, რომ ტრადიციის რანგში განიხილებოდეს, ესაა ადამიანის პიროვნული უფლება, თუმცა, მეორე მხრივ, ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნამდე 25 სექსუალური პარტნიორი უნდა გამოიცვალო, ამას თავისუფლების მოყვარულებისთვის ვამბობ. ქორწინებამდე 25, 17 ან 10 კაცის გამოცვლა, მე მაპატიეთ და, ბოზობაა, მაგრამ ადამიანს თუ ჰყავს შეყვარებული, იმასთან არის რამდენიმე წელი, შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო შორდება და ახალ, ოღონდ ისევ გრძელვადიან ურთიერთობას იწყებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ქალს მესამე ქმარი ეყოლება თუ მესამე ბოიფრენდი, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ბოიფრენდის ინსტიტუტიც არასწორად ესმით, ორი კვირის წინ გაცნობილი ბიჭი ბოიფრენდი ვერ იქნება, რადგან ის ორი კვირით არ არსებობს, გოგო კლუბში ვიღაცას რომ მისცემს, იმას ბოიფრენდი არ ჰქვია, ბოიფრენდი და გერლფრენდი ერთად ცხოვრობენ. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ ტრადიციაც და ტრადიციის რღვევაც. მეცინება, როცა ქალწულობის ტრადიციას ქართულს უწოდებენ, ვერ დამისახელებთ ერს, სადაც ეს ტრადიცია არაა.
- თუმცა ქართულ რეალობაში არის შემთხვევები, როცა კაცი ქალთან ურთიერთობას ამ მიზეზით წყვეტს.
- მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები, ასეთი ხალხი ევროპაშიც არის. ასევე მისი უფლებაა, დაშორდეს შეყვარებულს, როდესაც გაიგებს, რომ ქალიშვილი არ არის, მაგრამ როდესაც ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ამ დროს სახლიდან გაგდებას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან ქალწულობას არ ვითხოვ, ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი, იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ იყო, იმიტომ, რომ მომატყუა, ასეთ სიტუა-ციაში ტყუილია შეურაცხმყოფელი, თორემ აპკზე გართულება არ აქვს ასეთ ხალხს.
- აბა, რატომ ხდება ქალწულობის აღდგენა ქირურგიული გზით?
- ეს უკვე სერიოზული გოიმობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ტერმინი - ''მხოლოდ საქართველოში'' აჩემებული გვაქვს და ბევრს ჰგონია, რომ ესა თუ ის ფაქტი მარტო ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, არადა, ასე სულაც არაა. ქართველზე აქცენტის გაკეთება უშნოდ გვაქვს აჩემებული, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.
- გენდერულ თანასწორობაზე ხშირდ კამათობენ, რას ფიქრობ ამ საკითხზე?
- ქალს თავისი პასუხისმგებლობა აქვს გარკვეულ საკითხებში და კაცს - თავისი, ოღონდ ეს სხვა ცნებაა და გენდერულ თანასწორობას არ უკავშირდება. ორ მჭადს რომ ქალი გამოაცხობს, მერე ორი კაცმა უნდა გამოაცხოს და ესაა გენდერული თანასწორობა? ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, მე თუ ჩემს ცოლთან მოვაგვარე საკითხი ისე, რომ მე გამოვაცხობ მჭადებს და ის აძვრება სახლის სახურავზე კრამიტის გამოსაცვლელად, ვინ დაგვიშლის? ვერავინ.
- კაცის ოჯახის უფროსობას როგორ უყურებ?
- ოჯახის უფროსი - ხატოვანი გამოთქმაა, თორემ წინა საუკუნეებშიც ისე იყო, ქალს თავისი ''პარადი'' მიჰყავდა ოჯახში, არ მგონია, რომ კაცი დაინტერესდეს იმით, როგორი ფარდა უნდა ჩამოიკიდოს სახლში, შესაბამისად, ქალის ინტერესში არ შედის, კანალიზაცია რომ გაფუჭდება, როგორი მილი უნდა იყიდოს ხელოსანმა.
- ''ფეისბუქზე'' ''კაზანტიპზე'' ქალების უფასოდ შეშვებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნე, სადაც ქალთა უფლებების დამცველთა დუმილზე გააკეთე აქცენტი.
- ქალების ნაწილს როცა აწყობს, გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს და როცა საქმე სხვაგვარადაა, მაშინ ახსენდება, რომ ქალია და ვთქვათ, მძიმე ჩანთას ვერ ასწევს. თუ ფემინიზმს ''აწვები'', ბოლომდე ''მიაწექი'', ასეთებიც არიან და მათ უფრო ვცემ პატივს, ვიდრე ისეთებს, სიტუაციების მიხედვით რომ ხდებიან უფლებების დამცველნი, ასეთები უტრაკო ყარაჩოხელებს მაგონებენ.
ხშირად მომისმენია ''მოფემინისტო'', ''მოგენდერო'' ქალებისგან, ქალებს, როგორც სექსის ობიექტს და გასართობ ნივთს, ისე აღიქვამენო, მაგრამ ახლა, როცა ''კაზანტიპზე'' უფასოდ უშვებენ მათ, როცა მამაკაცებს 80 ევროს ახდევინებენ, ეს რატომ ხდება? ე.ი. ქალებს იმიტომ ეძახიან უფასოდ, რომ კაცმა ის თანხა ქალის შიშველი ტრაკის ნახვაში უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ზემოხსენებულ ორგანიზაციებს? რატომ არ ამბობენ, ქალებს გასართობად აღიქვამენო? ''კაზანტიპი'' ამით ქალს ეუბნება, შენ ხარ მამაკაცის სექსუალური ობიექტი და მეტი არაფერი, ჰოდა, მოდი და იყავი შიშველი ტრაკი და არა ქალი. რატომ უნდა მოგინდეს, ათამაშო შიშველი უკანალი, დათვრე, გაითიშო და ერთი ადგილის გასაღები დაკარგო, არ მესმის.
მე არ ვამბობ, რომ ''კაზანტიპი'' ქართველობას გვართმევს და არ უნდა ჩატარდეს. არაფერს გვიშლის, უბრალოდ, ასეთ რაღაცაში მონაწილეობა რომ მოუნდება გინდ კაცს და გინდ ქალს, არაა ნორმალური. ზოგადად კი, ყოველ შაბათ-კვირას ამ ფესტივალზე უარესები ტარდება თბილისის შემოგარენში დახურულ აგარაკებზე, იკრიბებიან, ღრეობენ, ითიშებიან და ვისი ვისაშია, ვერ გაიგებ... ეს ''კაზანტიპზე'' ნაკლებია? არ მაქვს სურვილი, შევუვარდე, დავხვრიტო, ღვთის რისხვა დავატეხო, იყვნენ და იარსებონ, ბატონო.
- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს.
- ანუ პედერასტებს. ამ სიტყვის გამოყენებას რატომ ერიდებიან, რატომაა ეს შეურაცხყოფა, ვერ ვხვდები. აღსანიშნავია, რომ ისინი ნატურალიზმის მომხრეები არიან და როცა მოთხრობას ან რაღაცას წერენ, ამბობენ, რომ პირდაპირ უნდა დაწერონ ტრაკი და არა უკანალი, რა აზრი აქვს უკანალის დაწერას, როცა ყველა მაინც ტრაკს გულისხმობსო, არადა, თავად ითხოვენ, პედერასტი არ დამიძახოთო. მე რომ ჰომოსექსუალს ვამბობ, ყველა ხომ პედერასტს გულისხმობს.
მოდი ვიყოთ ნატურალისტები და ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პედერასტები, ჰომოსექსუალს ვიტყვი, პედერასტს თუ ტრაკის მიმცემს, ხომ ერთი და იგივე შინაარსი აქვს. ჰოდა, პირდაპირ დავუძახოთ ის სახელი, რასაც ვგულისხმობთ. აგრესია კი მათ მიმართ არ შემიმჩნევია, მეტიც, უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი 90-იანებში, მაშინაც კი არ ჰქონდათ მათ მიმართ აგრესია. ერთად ვსწავლობდით, ვემეგობრებოდით, ერთად ვაბირჟავებდით, უბრალოდ, ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი უნდა იცოდნენ, ჩაგვრა და პედერასტობის გამო ცემა არ მახსოვს, პირიქით, თუკი იგრძნობოდა ასეთი დამოკიდებულება, ვიცავდით. მაგრამ, როცა შენ გამოდიხარ Yთბილისის ცენტრალურ ქუჩებში და ამბობ, უნდა ვირბინო და ვიყვირო, ტრაკს ვიძლევიო, ეს არაა სწორი და აგრესია მოდის არა პედერასტების, არამედ ამ აქტივობის მიმართ. მე რომ გამოვიდე, შევკრიბო ჰეტეროსექსუალები და ვიყვირო, ქალი მინდა, ქალი მინდა, ამაზეც ასეთი დამოკიდებულება ექნებათ, ასე რომ, ეს არაა აგრესია ჰომოსექსუალების მიმართ, ესაა აგრესია პროპაგანდის მიმართ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
აქ საკმაოდ ბევრმა ქალმსა სრულიად სწორად გაიგო რასაც წერს ბაკური და ეთანხმება კიდეც. ე.წ. ფემინისტები რომ ბობოქრობენ აქ, იმასაც ვერ ხვდებიან რომ თავიანთი სრულიად უტვინო ლაპარაკით ტერმინს - ფენინისტი, თავადვე უთანაბრებენ და აიგივებენ ჭკუათხელი და ვირეშმაკი ძუკნას ნააზრევს.. პირველ ღამემდე რომ ატყუებს თავის მოამავას საქმროს, იასნია გასაპანღურებელია. ცხადზე უცხადესია რომ გულწრფელი არ არის მასთან ურთიერთობაში და მომავა;ლში რატომ იქნება გულწრფელი? განუცხადონ ერთმანეთშ საქთმელი და იცხოვრონ ისე ერთად, ქორწინებამდეც და მის შემდეგაც. თუ მისაღები იქნება, ივლენ ქორწინებამდე, თუ არა არ მივლენ. ასე არ ჯობია? მკაში გარიგება ჯობს ხვნაში გარირებასო, ნათქვამია.
16:28 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
ბაკურ, 100%. მინდა მადლობა მოგიხადოთ – იშვიათად შემხვედრია სხვისი ნააზრევი, ასე აბსოლუტურად, ყველა დეტალში რომ ემთხვეოდეს ჩემსას
22:14 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
"ენ" - ეგ კომპლექსია. და ძალიან ცუდი კომპლექსი. მსგავსი პრობლემა არსებობს და მისახედია. სრულიად გეთანხმებით. "ფემინისტი" - კი, გეტყობა რომ აგრესიული გიჟი ხარ და მამკაცების მოკვლა გინდება :) ეჭვიც არ მეპარება :) აქ ყველაფერი გასაგებად წერია - მე მაქვს უფლება ჩემთვის ჰქონდეს მნიშვნელობა გოგოს ქალიშვილობას. მაქვს უფლება არ ჰქონდეს. გოგოს აქვს უფლება იურთერთოს ისეთ მამაკაცთან, როგორი აზროვნების მამაკაციც მისთვის მისაღებია. და თუ გოგოსთის ცნობილია, რომ ამ მამაკაცისთვის ამას მნიშვნელობა აქვს და უმალავს ეს გოგო არის მატყუარა და უსინდისო! ეს მხოლოდ ქალიშვილობის თემას არ უკავშირდება! ნებისმიერ თემაზე ასეა! გოიგსაც აქვს უფლება არ გაყვეს ცოლად ისეთ მამაკაცს რომლიც მანამდე ქალთან არის ნამყოფი, კი ბატონო! თკი რმელიმე გოგოს აქვს ამაზე გართლება ეს უნდა უთხრას თავის მომავალ მეუღლეს და თუ სხვადასხვანაირად აზორვნებენ დაშორდეს! მერე? მე სადმე ვთქვი რომ რაიმეს უფლება მხოლოდ მამაკაცს აქვს და ქალს არ აქვს მეთქი? "ერთჯერადი ღალატი" რა ჯანდაბის დოზანაა? რას მიედ-მოიედებით საერთოდ? ღალატი არის იგივე ტყუილი და ტყუილი არის მიიუღებელი! როგორც ქალის ასევე მამაკცის მხრიდან! მაგრამ თქვენნაირ თვინით დაავდებუილებს, მიზანი გაქვთ როლმ მამაკცები ლანძღოთ და ეს არის დაავადება! ტქვენ ხართ სექტა, რომელიც უამრავ ადამიანს ღუპავთ! თქვენ ხართ დამნაშავეები! ეს არის აქ მთავარი.
19:07 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
"ენ" მართალი ხართ ეგ პრობლემა არსებიბს. ეგ არის კომპლექსი და მისახედია. "ფემინისტი" - გეტყიბა რომ შეურაცხადი გიჟი ხარ და მამაკაცების მოკვლა გინდება ხოლმე :) :) რა სენი საქმე ად შენნაირების მე როგორ ვიაზროვნებ? მაქვს ეგეთI ახირება რომ ჩემს მომავალ ცოლს ფეხზე ჰქონდეს ექვსი თითი! არ მაქვს ამის უფლება? თუკი გოგოს უნდა ცოლად გაჰყვეს ისეთ მამაკაცს, რომლისთვისაც აპკს არ აქვს მნიშვნელობა - მონახსო ასეთი ამმაკაცი! ვინ უშლის? თუკი მამაკცს აქვს ასეთი აზრი რომ ქალიშვილი სურს ცოლად, არ აქვს ამის უფლება? და გოგო რომელიც არ არის ქალიშვილი, მაინცდამაინც ასეთ მაკაცას უნდა გაყვეს? ვერ გავიგე რას ბოდიალობთ! აქ ყველაფერი რაც წერია აქსიომაა, მაგრამ თქვენ ხართ დაავდებვულები და უბრალოდ კაცების ლანძღვის მანია გჭირთ! თქვენა არც "გენდერულ თანასწორობასტან" გაქვთ რამე საერთO და რაც "ფემინიზმთან" უბრალოდ სეურაცხადი ტუტუცების სექტა ხართ :)
19:06 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
იანა
რასაც ვფიქრობ ზუსტად ის თქვა ამ კაცმა,შენ გაიხარე.
18:33 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS