24 აგვისტო, 2014
რა შემთხვევაში გააგდებდა ბაკურ სვანიძე არაქალიშვილ გოგონას სახლიდან
მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ ჩვენი ყურადღება ფეისბუქ-სტატუსებით მიიპყრო, მაშინვე მივხვდით, ამ რუბრიკისთვის საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა, დავუკავშირდით და ინტერვიუზე უარი არ გვითხრა. ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, ბაკურმა დახურულ თემებზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.

- ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს ტრადიციული და მეც ვარ, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგო, რომელმაც ქორწინებამდე დაკარგა ქალიშვილობა, ქართული ტრადიციის დარღვევისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა გამოვიყვანოთ და ჩავქოლოთ. ქორწინებამდე ქალიშვილობა არაა
ქართული ტრადიცია, საერთოდაც არ შეიძლება, რომ ტრადიციის რანგში განიხილებოდეს, ესაა ადამიანის პიროვნული უფლება, თუმცა, მეორე მხრივ, ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნამდე 25 სექსუალური პარტნიორი უნდა გამოიცვალო, ამას თავისუფლების მოყვარულებისთვის ვამბობ. ქორწინებამდე 25, 17 ან 10 კაცის გამოცვლა, მე მაპატიეთ და, ბოზობაა, მაგრამ ადამიანს თუ ჰყავს შეყვარებული, იმასთან არის რამდენიმე წელი, შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო შორდება და ახალ, ოღონდ ისევ გრძელვადიან ურთიერთობას იწყებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ქალს მესამე ქმარი ეყოლება თუ მესამე ბოიფრენდი, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ბოიფრენდის ინსტიტუტიც არასწორად ესმით, ორი კვირის წინ გაცნობილი ბიჭი ბოიფრენდი ვერ იქნება, რადგან ის ორი კვირით არ არსებობს, გოგო კლუბში ვიღაცას რომ მისცემს, იმას ბოიფრენდი არ ჰქვია, ბოიფრენდი და გერლფრენდი ერთად ცხოვრობენ. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ ტრადიციაც და ტრადიციის რღვევაც. მეცინება, როცა ქალწულობის ტრადიციას ქართულს უწოდებენ, ვერ დამისახელებთ ერს, სადაც ეს ტრადიცია არაა.
- თუმცა ქართულ რეალობაში არის შემთხვევები, როცა კაცი ქალთან ურთიერთობას ამ მიზეზით წყვეტს.
- მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები, ასეთი ხალხი ევროპაშიც არის. ასევე მისი უფლებაა, დაშორდეს შეყვარებულს, როდესაც გაიგებს, რომ ქალიშვილი არ არის, მაგრამ როდესაც ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ამ დროს სახლიდან გაგდებას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან ქალწულობას არ ვითხოვ, ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი, იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ იყო, იმიტომ, რომ მომატყუა, ასეთ სიტუა-ციაში ტყუილია შეურაცხმყოფელი, თორემ აპკზე გართულება არ აქვს ასეთ ხალხს.
- აბა, რატომ ხდება ქალწულობის აღდგენა ქირურგიული გზით?
- ეს უკვე სერიოზული გოიმობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ტერმინი - ''მხოლოდ საქართველოში'' აჩემებული გვაქვს და ბევრს ჰგონია, რომ ესა თუ ის ფაქტი მარტო ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, არადა, ასე სულაც არაა. ქართველზე აქცენტის გაკეთება უშნოდ გვაქვს აჩემებული, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.
- გენდერულ თანასწორობაზე ხშირდ კამათობენ, რას ფიქრობ ამ საკითხზე?
- ქალს თავისი პასუხისმგებლობა აქვს გარკვეულ საკითხებში და კაცს - თავისი, ოღონდ ეს სხვა ცნებაა და გენდერულ თანასწორობას არ უკავშირდება. ორ მჭადს რომ ქალი გამოაცხობს, მერე ორი კაცმა უნდა გამოაცხოს და ესაა გენდერული თანასწორობა? ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, მე თუ ჩემს ცოლთან მოვაგვარე საკითხი ისე, რომ მე გამოვაცხობ მჭადებს და ის აძვრება სახლის სახურავზე კრამიტის გამოსაცვლელად, ვინ დაგვიშლის? ვერავინ.
- კაცის ოჯახის უფროსობას როგორ უყურებ?
- ოჯახის უფროსი - ხატოვანი გამოთქმაა, თორემ წინა საუკუნეებშიც ისე იყო, ქალს თავისი ''პარადი'' მიჰყავდა ოჯახში, არ მგონია, რომ კაცი დაინტერესდეს იმით, როგორი ფარდა უნდა ჩამოიკიდოს სახლში, შესაბამისად, ქალის ინტერესში არ შედის, კანალიზაცია რომ გაფუჭდება, როგორი მილი უნდა იყიდოს ხელოსანმა.
- ''ფეისბუქზე'' ''კაზანტიპზე'' ქალების უფასოდ შეშვებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნე, სადაც ქალთა უფლებების დამცველთა დუმილზე გააკეთე აქცენტი.
- ქალების ნაწილს როცა აწყობს, გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს და როცა საქმე სხვაგვარადაა, მაშინ ახსენდება, რომ ქალია და ვთქვათ, მძიმე ჩანთას ვერ ასწევს. თუ ფემინიზმს ''აწვები'', ბოლომდე ''მიაწექი'', ასეთებიც არიან და მათ უფრო ვცემ პატივს, ვიდრე ისეთებს, სიტუაციების მიხედვით რომ ხდებიან უფლებების დამცველნი, ასეთები უტრაკო ყარაჩოხელებს მაგონებენ.
ხშირად მომისმენია ''მოფემინისტო'', ''მოგენდერო'' ქალებისგან, ქალებს, როგორც სექსის ობიექტს და გასართობ ნივთს, ისე აღიქვამენო, მაგრამ ახლა, როცა ''კაზანტიპზე'' უფასოდ უშვებენ მათ, როცა მამაკაცებს 80 ევროს ახდევინებენ, ეს რატომ ხდება? ე.ი. ქალებს იმიტომ ეძახიან უფასოდ, რომ კაცმა ის თანხა ქალის შიშველი ტრაკის ნახვაში უნდა გადაიხადოს. ამ შემთხვევაში რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ზემოხსენებულ ორგანიზაციებს? რატომ არ ამბობენ, ქალებს გასართობად აღიქვამენო? ''კაზანტიპი'' ამით ქალს ეუბნება, შენ ხარ მამაკაცის სექსუალური ობიექტი და მეტი არაფერი, ჰოდა, მოდი და იყავი შიშველი ტრაკი და არა ქალი. რატომ უნდა მოგინდეს, ათამაშო შიშველი უკანალი, დათვრე, გაითიშო და ერთი ადგილის გასაღები დაკარგო, არ მესმის.
მე არ ვამბობ, რომ ''კაზანტიპი'' ქართველობას გვართმევს და არ უნდა ჩატარდეს. არაფერს გვიშლის, უბრალოდ, ასეთ რაღაცაში მონაწილეობა რომ მოუნდება გინდ კაცს და გინდ ქალს, არაა ნორმალური. ზოგადად კი, ყოველ შაბათ-კვირას ამ ფესტივალზე უარესები ტარდება თბილისის შემოგარენში დახურულ აგარაკებზე, იკრიბებიან, ღრეობენ, ითიშებიან და ვისი ვისაშია, ვერ გაიგებ... ეს ''კაზანტიპზე'' ნაკლებია? არ მაქვს სურვილი, შევუვარდე, დავხვრიტო, ღვთის რისხვა დავატეხო, იყვნენ და იარსებონ, ბატონო.
- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს.
- ანუ პედერასტებს. ამ სიტყვის გამოყენებას რატომ ერიდებიან, რატომაა ეს შეურაცხყოფა, ვერ ვხვდები. აღსანიშნავია, რომ ისინი ნატურალიზმის მომხრეები არიან და როცა მოთხრობას ან რაღაცას წერენ, ამბობენ, რომ პირდაპირ უნდა დაწერონ ტრაკი და არა უკანალი, რა აზრი აქვს უკანალის დაწერას, როცა ყველა მაინც ტრაკს გულისხმობსო, არადა, თავად ითხოვენ, პედერასტი არ დამიძახოთო. მე რომ ჰომოსექსუალს ვამბობ, ყველა ხომ პედერასტს გულისხმობს.
მოდი ვიყოთ ნატურალისტები და ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პედერასტები, ჰომოსექსუალს ვიტყვი, პედერასტს თუ ტრაკის მიმცემს, ხომ ერთი და იგივე შინაარსი აქვს. ჰოდა, პირდაპირ დავუძახოთ ის სახელი, რასაც ვგულისხმობთ. აგრესია კი მათ მიმართ არ შემიმჩნევია, მეტიც, უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი 90-იანებში, მაშინაც კი არ ჰქონდათ მათ მიმართ აგრესია. ერთად ვსწავლობდით, ვემეგობრებოდით, ერთად ვაბირჟავებდით, უბრალოდ, ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი უნდა იცოდნენ, ჩაგვრა და პედერასტობის გამო ცემა არ მახსოვს, პირიქით, თუკი იგრძნობოდა ასეთი დამოკიდებულება, ვიცავდით. მაგრამ, როცა შენ გამოდიხარ Yთბილისის ცენტრალურ ქუჩებში და ამბობ, უნდა ვირბინო და ვიყვირო, ტრაკს ვიძლევიო, ეს არაა სწორი და აგრესია მოდის არა პედერასტების, არამედ ამ აქტივობის მიმართ. მე რომ გამოვიდე, შევკრიბო ჰეტეროსექსუალები და ვიყვირო, ქალი მინდა, ქალი მინდა, ამაზეც ასეთი დამოკიდებულება ექნებათ, ასე რომ, ეს არაა აგრესია ჰომოსექსუალების მიმართ, ესაა აგრესია პროპაგანდის მიმართ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
სვანი
გენაცვალეთ გულში ამ აბსოლუტური სიმართლისთვის ყოველთვის! ასე იდეალურად, რომ აგებინებთ ყველას ყველა სიტყვის მნიშვნელობას! გვიმრავლოს ქართველებს თქვენისთანა მამაკაცებ, ვაჟკაცები!
12:41 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ფემინისტები რა დღეში არიან აქაც :) თქვე მართლა ტვინით დაავადებულებო - "ქალი თ გეტყვის პირველ ღამეს რომ ქალიშვილი არ არის" - ეს რას ნიშნავს? პირველ ღამემდე რომ გითხრას ვერა? და თ ხარ ისეთ აზროვნების მამაკაცი, რომ ქალწული გსურს ცოლად, არსებობის უფლება არ გაქვს? თუ რეებს არახუნებთ? ქორწინებამდე წყვილმა ყველაფერი უნდა უთხრას ერთმანეთს ძვირფასებო! და თუ ერთნაირად აზროვნებენ ერთად იყონ და თ სხვადასხვანაირად აზროვნებენ "პირველ ღამემდე" უნდა დაშორდნენ! მაგრამ თქვენ ხართ ავადმყოფები და სხვების დაავადებაც გსურთ! მადლობა ღმერთს თქვენნაირი ავადმყოფები ცოტაა! სხვათა შორის თქვენ არც "ფემინისტები" ხართ და იმიტომაც წერია ეგ სიტყვა ბრჭყაკლებში ინტერვიუში :) თქვგენ უბრალოდ ავადმყოფები ხართ და ამ კომენტრაებზე გეტყობათ. ძალიან კარგად ვიცი რაც არის "ფემინიზმი" და "გენდერული თანასწორობა" დავ ამ კომენტარებზეც გეტყობათ, რომ თქვენ ცდილობთ ეგ ცნებები მახინჯურად მიაწოდოთ საწოგადოებას! "მამაკაცების ველურობის გამო წარმოიიშვა ფემინიზმი" - გენიალური აზრია :) ცუდადაა თქვენი საქმე ტვინში :)
12:18 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ძალიან კარგად მსჯელობს. ასეთი ადამიანები ხშირად უნდა ასაუბრონ და ხალხი ვისწავლით კარგის დაცუდის გარჩევას.
07:51 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ფემინისტი
თიტქოს მისაგები და ნორმალურია ყველაფერი რაც გამოტქვი. თუმცა ერთი რაღაც შეგეშალა და მანდ გეტყობა რომ ყალბი ხარ. პირველ ღამეს თუ გეტყვის რომ არ არის ქალიშვილი ამის გამო გაგდება რა ვაჯკაცობაა? და ქალს გოგოს რომ უფლება არ აქვს იცოდეს რა საოხრეს ჩაუდებენ და საერთოდ ჯანმრთელია თუ არა ეს მისაღებია ხომ? ვაი რა ეშველება ამდენ ვითომ მამაკაცს. როდემდე უნდა იყოს ქალი ასე უუფლებო.
02:24 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო -და არა ნატალი ან ნატა :)
ან რატომ არ გესმით, რომ ქალიშვილობის აღდგენაც ისევ თქვენი მახინჯი, ველური , ამაზრზენი აზროვნებიდან გამომდინარე ხედება! შენ კი განმარტე როგორც ნორმალურმა მამაკაცმა ბაკურ სვანიძევ, ეს თემა,მაგრამ სასურველია, რომ ყველა მამაკაცი ასე აზროვნებდეს ამ ქვეყანაში ქალიშვილობის "ინსტიტუტთან" დაკავშირებით! თორემ გოგონების თვითმკვლელობა გაიზრდება ამის გამო საქართველოში. იცით რამდენი თვითმკვლელობა ხდება ქალიშვილობადაკარგული გოგოების??? არ ახმაურებენ მშობლები და რადგან ტელევიზიით, გადაცემებში არ გადმოსცემენ ამ სტატისტიკას, არ ნიშნავს,რომ ეს არ ხდება.რისთვის???? ხორცის ნაგლეჯის გამო, რომელსაც ასე ეთაყვანებიან ჩვენი ველური ქართველი მამაკაცები????? ეს ხომ ველურობაა და მეტი არაფერი.
01:44 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო -და არა ნატალი ან ნატა :)
თურმე შეგძლებია აზროვნება და რას ერჩი... თუმცა ფემინიზმს რომ აკრიტიკებ და იმ ქალებს ლანძღავ, ვინც "მოფემინისტოა", კარგად გაიაზრე და მოიძიე მასალა და მიხვდები, რომ ფემინიზმის ჩამოყალიბების სურვილი ქალებში სწორედ მამაკაცების ველურმა ბუნებამ განაპირობა. მამაკაცების აზიატური დამოკიდებულება დღემდე შეიმჩნევა ევროპის ქვეყნებში. ქალის არანაკლები ჩაგვრა ხდებოდა და ხდება ამერიკაშიც. მანდ 3 წელი ვცხოვრობდი და ვიცი... არ არის გენდერული თანასწორობის იდეა ყურით მოთრეული და გვერდითი ინტერესების მატარებელი. გენდერული თანასწორობა ითხოვს ქალის დ ა ფ ა ს ე ბ ა ს პატრიარქატულ წყობილებაში და არა კრამიტის დაგებას ჭერზე და სანტექნიკოსად მუშაობას. რა ვეღარ შეიგნეთ მამაკაცებმა, რომ ძალიან გათავხედდოთ თქვენი პატრიარქატული შეხედულებებით !
01:44 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
Ania
ჩემი სიმპათია თქვენ, ბრავო !!!!!
00:13 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ისე როგორია ააააა? დადიხარ გოგოსთან, ეფანცქვალები, მხოლოდ კოცნით შემოიფარგლება თქვენი ფიზიკური სიახლოვე, გგონია მისთვის პირველი მამაკაცი ხარ, უფრთხილდები არ ინერვიულოს, არ იფიქროს რომ მხოლოდ სექსი გინდა მასთან და ყველანაირად ცდილობ ქორწინებამდე მოითმინო. არადა რავარია ააააა? სხვასთან ვერ წახვალ, ეს გიყვარს, ჩუკენობ, ქორწინებამდე ითმენ დაა......უცებ აღმოჩნდება რომ ამას ვიღაცასთან უკვე უგულავია:))))))))))) გადახვალ ჭკუიდან და გააგდებ კია არა და რომ არ გახეთქავ ცემით, არ გიკვირთ? თორემ.....მართლა შეიძლება სამშვილიანი ქალიც შეგიყვარდეს და ის შეირთო.
23:20 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია "უტრაკო ყარაჩიოხელი" არის ჩვენი ბაბუების ტაობის დროინდელი გამოთქმა :) რომელიღაცა შენმა ჯგუფელმა ბაბუამისისგან გაიგო და მოაგტყუა მე მოვიგონეო :)
22:26 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია "უტრაკო ყარაჩიოხელი" არის ჩვენი ბაბუების ტაობის დროინდელი გამოთქმა :) რომელიღაცა შენმა ჯგუფელმა ბაბუამისისგან გაიგო და მოაგტყუა მე მოვიგონეო :)
22:15 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS