23 აგვისტო, 2014
ანა მამულაშვილი დილას ტირილით იწყებს
უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა მაქებენ სახელი, გვარი: ანა მამულაშვილი

ასაკი: 1986 წლის 15 იანვარი

პროფესია და საქმიანობა:

პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ამჟამად ''ჯი-დი-ეს''-ზე ტელეწამყვანად ვმუშაობ. 17 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა რეჟისორის ასისტენტად ''იმედში'', შემდეგ გადავედი ''ქრონიკაში''ჟურნალისტად. მიმუშავია მძლეოსნობის ფედერაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერად, ''რუსთავი 2-''ში გახლდით გასართობი შოუების კოორდინატორი.

რისი გეშინია?

პანიკურად მეშინია სიკვდილის. გველების მიმართაც მაქვს ფობია, ტელევიზორშიც რომ ვხედავ, ცუდად ვხდები.

რაზე ოცნებობ?

ვოცნებობ, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანურ ურთიერთობებში სიყვარული იყოს უპირატესი.

წიგნი, რომელიც
ბოლოს წაიკითხე:

ახლა ვკითხულობ აკა მორჩილაძის ''მეიდ ინ ტიფლისს''

საყვარელი ფილმი, ფილმის გმირი და მსახიობი:

მსახიობი _ ჯონი დეპი, ბრედ პიტი... ჩემი საყვარელი ქართული ფილმებია ''მონანიება''და ''ცისფერი მთები''.

რისი გრცხვენია:

უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა მაქებენ. კომპლექსი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მე ყოველდღე ვიწონები, მეშინია, არ მოვიმატო, რადგან 200 გრამით ზედმეტი როცა ვარ, მგონია, რომ არაფერი მიხდება, თუ ეს კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ მაქვს.

რა გიფუჭებს ხასიათს?

ელემენტარული რამეც კი. წვიმა რომ ხასიათს მიფუჭებს, ეგ ცნობილი ფაქტია ჩემს მეგობრებში, საერთოდ, ცოტა დეპრესიული ვარ და ხშირად მეცვლება ხასიათი, ვთქვათ, მაღაზიაში მომეწონა ფეხსაცმელი, მაგრამ არ აღმოაჩნდათ ჩემი ზომა, ამან შეიძლება, ხასიათი ძალიან გამიფუჭოს.

ბოლოს რის გამო იტირე?

საერთოდ, ტირილი მიყვარს. დილაობით რომ ვიღვიძებ, ვტირი, გამოვიტირებ ხოლმე ყველაფერს და მერე კარგ ხასიათზე ვარ. ძირითადად, უმიზეზოდ ვტირი, ბევრჯერ კაცის გამოც მიტირია. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ყაზბეგში ვიტირე, ახალგაღვიძებული გამოვედი და მაგრად ვიტირე, მერე ყველა მე მაწყნარებდა.

შენთვის რა არის სიყვარული?

მეგონა, ბევრჯერ მიყვარდა, არადა, არ შემიძლია მარტო ყოფნა. სიყვარული არის მიჩვევა, მაგრამ მე ჩემეული განმარტება მაქვს, დილით რომ გავიღვიძებ და ის ადამიანი გამახსენდება პირველად, ე.ი. მიყვარს.

ახლა ხარ შეყვარებული?

კი, ოღონდ მეუღლე არ მყავს.

რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ბევრს ვისწავლიდი. გარდა ამისა, ვნანობ, რომ ჩემს მშობლებს ვაწყენინე ბევრჯერ და მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემი არასწორი საქციელებისთვის.

დღე, რომელსაც გაიმეორებდი...

როცა გავაჩინე შვილი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, თან, ჩემი შვილი ზუსტად ჩემს დაბადების დღეს გაჩნდა.

ვახშამი ვარსკვლავთან.

ბრედ პიტთან ვივახშმებდი, მაინც სიყვარულის ქალაქია და ალბათ, პარიზში დავპატიჟებდი.

კითხვა ანასგან გიგა ბოკერიას...

მაინტერესებს, საქართველო თუ უყვარს საერთოდ... იქიდან გამომდინარე, რომ 2007 წელს ''იმედის''დარბევის დროს იქ ვმუშაობდი და თავი გამიტეხეს, როგორც იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენელს ვკითხავდი, რამდენად სწორად მოიქცნენ, როცა უბრალო ჟურნალისტებს უხეთქდნენ თავებს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
კიკი
შენს გამო არავის არავინ არ მიუტოვებია მითუმეტეს არ მიუგდია :)))))) ყველა კარგად აა თვის შეყვარებულთან და ცოლთან! შენ თავს მიხედე ჯობია!!!!!!
23:39 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ამან ვის რა უნდა აახიოს ნუ გადამრიეთ!
23:59 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ანა რომელი გველის გეშინია შენც ხო გვველი ხარ
16:26 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ყველამ, რომ ჩვენს დედებს მივხედოთ ხომ არ ჯობია? აგახიათ და აგახაით, თქვენზე მაგარი ყოფილა ესე იგი:)))))))) დედებსაც ბევრი ქმარი ყავთ ისე ახეული:)))))))))))))
09:15 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლამაზი და ცარმატებული ცოტა სხვა სიტყვაა რომელიც ანის არ შეეფერბა! :)))))))
18:00 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლამაზი და წარმატებული ცოტა სხვა სიტყვაა რომელიც ანის არ შეეფერება! :)))))))))))))
17:58 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ესეთი ლამაზი გოგოს გამო ვინმემ ცოლი ან შეყვარებული თუ მიაგდო ვინმეს გიკვირთ? ან რა ამის ბრალია? გალამაზდით, თუ ამის პოტენციალი გაქვთ, თქვენც გახდით ესეთი წარმატებულები და აღარ გიღალატებენ :) და საერთოდ სადაც სიყვარულია, იქ მესამე ვერაფერს შეცვლის, ასე რომ ტყუილად ილანძღებით, საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემა ადამიანებო , საიდან გაქვთ ამდენი ღვარძლი და ბოღმა :)))))))
20:20 / 20-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ყველაზე ცუდი გოგო ხარ
13:21 / 29-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა გატირებს დოლაობით ანი, შენი არასწორი საქციელებისთვის იგვემავ თავს ?! რაც უფრო ნაკლებად დაუწყებ სხვის კაცებს დევნას, მით უფრო ნაკლები პრობლემა და სატირალი გექნება. ასე რომ გაითვალისწინე! :)
09:11 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ანი უბედურება ისაა რომ სხვისი შეკვარებულები გახსენდება დილაობით!
01:16 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS