22 აგვისტო, 2014
ნიკოლოზ ხომასურიძე თავისი ''ვეფხისტყაოსნის'' შესახებ
მე არ ვარ ჯერ არც სპილბერგი და არც სკორსეზე. როცა ამ დონის რეჟისორი ხარ, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოიწვევ რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის კრიტიკა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისი გადაღებული ''ვეფხისტყაოსნის'' ტრეილერი გავრცელდა. მაყურებელს არ მოეწონა არც ტარიელის ჩაცმულობა და არ ''ვეფხისტყაოსნის'' მიუზიკლად გადაღების იდეა.
ნიკოლოზ ხომასურიძის პასუხი ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანისთვის ერთია - სიყვარული გზად და ხიდად.

- ნიკა, სოციალურ ქსელში შენს ახალ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. როგორც ინტერვიუს დაწყებამდე
მითხარი, რამდენიმე კომენტარის გამო პრობლემები შეიქმნა. შეგიძლია, უფრო დაწვრილებით გვითხრა, რა მოხდა?
- ჩვენ არ შეგვქმნია პრობლემა, იმათ შეექმნათ. ვიღაცები დაწერენ რაღაც სისულელეს, უაზრობასა და გინებას. პასუხს რომ გასცემ, მერე აღარ გეხმაურებიან და სამუდამოდ ქრებიან. ვისაც იმის თავი არ აქვს, რომ თავის სიტყვაზე პასუხი აგოს, კომენტარს არ უნდა წერდეს.
- ყველაზე მეტად რომელმა კომენტარმა გაგაღიზიანა?
- არც ერთს არ გავუღიზიანებივარ. უბრალოდ, პროექტზე ვინც ვმუშაობთ, ყველას მაგრად გაგვიკვირდა ადამიანების დამოკიდებულება. შეიძლება, ცხოვრებაში ბევრი ფოტო გადაიღო და ცოტა მოგეწონოს. ტარიელის როლის შემსრულებლის რამდენიმე ფოტო გავრცელდა, ამოარჩიეს ერთი მათგანი და დაიწყეს ღადაობა. ადამიანები ცოტა სხვაგვარად უნდა ხედავდნენ იმ მოვლენებს, რაც მათ ქვეყანაში ხდება და არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, რაც მათი საქმე არაა. გაიზიარეს ტარიელის ფოტო, ვითომ მაგარი ტიპები არიან და წერდნენ, ვაიმე, ეს რეჟისორი ''ვეფხისტყაოსანს'' როგორ ეხებაო. შექსპირის პიესებზე უამრავი ფილმია გადაღებული და უამრავი სპექტაკლი დადგმულა და ვინმე კითხულობს, ასე რატომ ხდება? ქართველებმა არაფერი იციან ''ვეფხისტყაოსანზე'', არ ვიცით, ვინაა ავტორი და საერთოდ ვერაფერი გაგვირკვევია ამ პოემაზე. 
- ავტორი ვიცით.
- არანაირად არ ვიცით, იმის გარდა, რომ შოთა ჰქვია და გვარად რუსთაველია. თავად პოემაში წერია და ჩვენც ვამბობთ, რომ რუსთაველია. ადამიანები, რომლებიც ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ, ძალიან მცირე ინფორმაციას ფლობენ და ჩვენ გვასწავლიან, რა და როგორ გავაკეთოთ. ჩვენ ჩვენი მიმართულება გვაქვს. პროექტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება. პილოტის პრეზენტაცია რომ გვექნება, დარწმუნებული ვარ, დამსწრე საზოგადოების 90%-ს მოეწონება.
ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ადამიანებს არ ესმით, რას ნიშნავს საცდელი გადაღება. პირდაპირ ამბობენ, რომ ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღება დაწყებულია. ეს ნაწილობრივ ჟურნალისტების დამ-სახურებაცაა. ახალ ამბავს სკანდალზე აგებენ, რომ მკითხველი და მაყურებელი დააინტერესონ.
- ჟურნალისტებს ნუ დაგვაბრალებ იმ კრიტიკას, რაც ამ ტრეილერს მოჰყვა.
- არაფერს არ გაბრალებთ, რას ლაპარაკობ. მე რასაც ჟურნალისტს ვეუბნები, დაახლოებით 60% შეიძლება დაწეროს. ცდილობენ, მხოლოდ ის ნაწილი დატოვონ, რასაც შესაძლოა, სკანდალი მოჰყვეს. ასე რომ იფუთება, ვიღაც რომ წაიკითხავს, იმას თავისი ინტერპრეტაცია უჩნდება და გამოდის სკანდალი. ეს ერთი მხრივ კარგიცაა. ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ''ვეფხისტყაოსნის'' სახელმა გაიჟღერა, რომელიც დავიწყებული თემაა. ქვეყანას ასეთი პოემა ჰქონდეს და მის ირგვლივ ნული პროპაგანდა იყოს, ძალიან ცუდია.
- ესაა წიგნი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მზითვში ატანდნენ ქალს და ალბათ ამიტომაა, რომ ყველაფერს, რაც მის ეკრანიზებას ეხება, ხალხი კრიტიკულად უყურებს. სოციალურ ქსელში ყველაზე დიდი კრიტიკა ტარიელის ჩაცმულობამ გამოიწვია.
- წარმოუდგენია ვინმეს, როგორი ჩაცმული იყო ტარიელი? ის ხომ არარეალური გმირია. პოემაში ეწერა, რომ ვეფხვის ტყავის სარქველი ეხურა.
- ვეფხვის ტყავის ქუდი ეხურა და არა თავად ვეფხვი. თანაც, სამოსიც ვეფხვის ტყავის ჰქონდა.
- რაც პოემაში წერია, ზუსტად ისე ფილმში შეიძლება, არ გააკეთო. შუა საუკუნეებში, როდესაც ძლიერი მეომარი მოკლავდა დათვს, ლომს ან მგელს, მუზარადზე ძალიან ხშირად იმაგრებდა მათ თავს და მოკლული ცხოველის ტყავის მოსასხამი ჰქონდა. ჩემს წარმოდგენაში ასეა და შეიძლება, ვიღაცას თავისი წარმოდგენა ჰქონდეს. გვინდა, რომ ფილმში ტარიელს ორიგინალური ჩაცმულობა ჰქონდეს. ვე-ფხვის ტყავი ძალიან ძვირად ღირებულია და საქართველოში ერთადერთია. ფიზიკურად მისი დაჭრა არ შეიძლებოდა. დროებით სათუთად უნდა გამოგვეყენებინა.
- ვის ჰქონდა ვეფხვის ტყავი?
- ვიპოვე ასეთი ადამიანი.
- შეიძლება ითქვას, გაგიმართლა.
- ნამდვილად გამიმართლა, იმიტომ, რომ საქართველოში ერთადერთია. მინდოდა, მეომარს ჰქონოდა ვეფხვის თავი, რომელიც ვიდეოში ძალიან ლამაზად გამოჩნდება, ფოტოზე ვეფხვის თავი სხვანაირად ჩანს. როდესაც დიდი ფილმი გაკეთდება, ყველაფერი სულ სხვანაირად შეიფუთება. ამ ეტაპზე ჩვენი ძალებით, შეზღუდული ფინანსებით ვიღებთ პილოტს და არავისთან არ ვართ ვალდებული, თავი გავიმართლოთ. არც ვეკითხებით, რა და როგორ შეიძლება, გადავიღოთ. რაც უფრო მეტი იქნება ''ვეფხისტყაოსანზე'' გადაღებული ფილმი, რაც უფრო მეტი სპექტაკლი დაიდგმება და თუ გადაიღებენ მულტფილმებსაც, მით უფრო საინტერესო გახდება ეს პოემა. ''ვეფხისტყაოსანი'' საერთაშორისო ასპარეზზე შეიძლება გავიდეს და როგორი იქნება ტარიელი და ავთანდილი, ამაზე ყველას თავისი შეხედულება აქვს. შეიძლება, რჩევა გაითვალისწინო, მაგრამ ვერანაირად ვერ მივიღებ კრიტიკას და რჩევას არაკვალიფიციური ადამიანებისგან.
- კინოკრიტიკოსებიც წერენ, რომ ''ვეფხისტყაოსანი'' არ შეიძლება დაემსგავსოს ''ჰარი პოტერს'' და ''ბეჭდების მბრძანებელს''.
- ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს პროექტი იქნება ისეთი, როგორიც ''ბეჭდების მბრძანებელი'' ან ''ჰარი პოტერია'' და მსგავსი წარმატება და აღიარება მოჰყვება. ''ბეჭდების მბრძანებელი'' შედევრია და ათეულობით ''ოსკარის'' მფლობელია. უდიდესი ფინანსური წარმატება აქვს და ახალი ზელანდია მსოფლიო კინორუკაზე დაწერა. დღეს ახალი ზელანდია კინოგადაღებისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად მიიჩნევა.
ვერ ვხვდები, რისი ეშინიათ. ჩვენ თუ ცუდი ფილმი გადავიღეთ, ამით ''ვეფხისტყაოსანს'' არანაირი ზიანი არ მიადგება. ჩვენი მთავარი მიზანი ამ უნიკალური პოემის პოპულარიზაციაა, ეს მსოფლიოში საუკეთესო ნაწარმოები გახლავთ.
- ძალიან ბევრმა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა დააპირა მისი სცენასა და ეკრანზე გადატანა და ამ იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს.
- ჩემი და ჩემი კომპანიის სლოგანია, ''გაბედე ოცნება''. პატივს ვცემ ყველას, მაგრამ სხვისი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ. მივყვები ჩემს გზას. ჩვენ გვინდა, გავბედოთ ოცნება და განვახორციელოთ.

Rating

- ერთ-ერთი კინომცოდნის აზრით, როდესაც ასეთ დიდ პროექტს ეხები, დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს. ''მამაჩემის გერლფრენდია'' ყველაზე ცნობილი პროდუქტი, რომელიც შენს სახელთან ასოცირდება.
- ''მამაჩემის გერლფრენდს'' მე რატომ მაწერენ, ვერ გავიგე. შემომთავაზეს, გადავიღე, მერე რაღაც გაუგებრობები მოხდა და წამოვედი. მე არ დამიმონტაჟებია ის ფილმი. ჩემი აზრით, შავი იუმორით გაჯერებული საკმაოდ ნორმალური ფილმია. თუ ვინმეს ჩემი ფილმის ნახვა უნდა, შეიძლება ნახოს 105 წუთიანი უწყვეტ რეჟიმში გადაღებული ''დავიწყებული მეფე'', ასევე რამდენიმე მუსიკალური ფილმი. ჩვენ ვვითარდებით. ჩემმა მეგობრებმა, ძალიან მაგარმა მოცეკვავეებმა შემომთავაზეს, რომ ეს ფილმი გაგვეკეთებინა. იდეა მეც მქონდა და ფილმი მიუზიკლის პონტში ძალიან საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს. ადვილი პროექტები რომ გააკეთო, ვერც განვითარდები.
- ლევან დაბრუნდაშვილი აპირებდა კიდევ ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებას. თუ იცი, რატომ შეაჩერა მუშაობა?
- ლევანი ჩემი მეგობარია და რამდენადაც ვიცი, მათ ცოტა სხვა მიმართულების პროექტი ჰქონდათ. ძალიან ლამაზი ტრეილერი იყო. მასაც ერგო საზოგადოების აგრესია და ახლა ვხვდები, რა შეიძლება მიეღო მას. ძალიან რთულია, ამხელა აგრესიის ქვეყანაში რომ ცხოვრობ. ამდენი ღვარძლი და შური ასეთ უნიკალურ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.
- ბევრს არც ის მოსწონს, რომ მთავარი მოქმედი გმირები უცხოელი მსახიობები უნდა იყვნენ.
- ეს არაპროფესიონალური კრიტიკაა. თუ გინდა, რომ პროექტი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანო და ისეთი ბიუჯეტი მოიგო, რომელიც ათასებს დაგათვლევინებს, უცხოელი მსახიობები უნდა მოიწვიო.
- იმასაც ამბობენ, რომ შენ გსურს ისეთი მსახიობების მოწვევა, რომელთა დათანხმება საკმაოდ ძნელია.
- მათი დათანხმება ძალიან მარტივია. მთავარია, ფილმის ბიუჯეტი გვქონდეს. თუ გინდა, მსოფლიო აღიარება მოიპოვო, უცხოელი მსახიობები უნდა მოიწვიო. ამას ვერანაირად ვერ მოახერხებ, რაც უნდა მაგარი ქართველი მსახიობები გყავდეს.
- ხომ არის მსოფლიო კინოისტორიაში შემთხვევები, არავისთვის ცნობილი მსახიობები ერთი როლით გაიცნო მაყურებელმა და პოპულარულები გახდნენ.
- გააჩნია, მათ ვინ გადაიღებს. მე არ ვარ ჯერ არც სპილბერგი და არც სკორსეზე. როცა ამ დონის რეჟისორი ხარ, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოიწვევ.
- ყველა მთავარ როლზე უცხოელ მსახიობს მოიწვევ?
- ფილმი იქნება ინგლისურად და, რა თქმა უნდა, უცხოელ მსახიობებს მოვიაზრებ მთავარ როლებზე.
- ვიცით, რომ ტარიელის როლზე ''სამეფო კარის თამაშების'' მსახიობის ჯეისონ მომოას მოწვევას აპირებ. დანარჩენები ვინ შეიძლება, რომ იყვნენ?
- ნესტან-დარეჯანისა და თინათინის როლების შემსრულებლებზე ჯერ არ მიფიქრია. ავთანდილის როლზე კი ჩენინგ ტატუმის მოწვევას ვფიქრობ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ფხოველი
ხოდა იქმადე სანამ სკორსეზეს დონის რეჟისორი იქნები,რამე ზღაპარი რომ გადაიღო არა? :) ''ვეფხისტყაოსანზე''-ზე ნუ ივარჯიშებ....
14:08 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
აი, ამას ჰყოლია (((( მომინდომა ტატუმი ავთანდილის როლზე ))) ჯერ შეხედე ტარიელს! ეს ნარკუშას გარეგნობის და გაგების ტიპი სად მოჩხრიკე? ეს ვეფხვს კი არა კატას თუ მოე რია დაფნით შეამკეთ! მთელი ამ ნაბოდვარიდან ის გავიგე, რომ მაგარი ტუგო ხარ შვილო და ოჯახში თუ არ იციან არ უთხრა ((((( თავისი ეყოფათ!
02:00 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
:))))))))))))))))
00:14 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
:))))))))))))))))
00:12 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
dima
მივმარტავ ჯურნალისტებს..ცჰვენ არ მიგვიცვდება ხელი დოკუმენტებზე..ტქვენ მაინც გაარკვიეტ ..აუცილებლად..ამ რეჯისორის ცარმომავლობა.რაგაც სხვა სუნი აზდის ამ პილმის გადაგებასსს.გმერტმა ქნას ვცდებოდეეე..ბოდისჰს ვიხდი რეჯისორის ცინასჰე ტუ ვცდებიიი..
12:19 / 22-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS