12 ივნისი, 2013
''დუმილი მაინც დამარღვევინეთ!..''
მე აზრი არ შემიცვლია. ადრეც ვთქვი, წლებია ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი. ბუბა კიკაბიძე ბოლო დროს არსად ჩანს... ამბობს, რომ პოლიტიკაზე საუბარი დაამთავრა, თუმცა მაინც ურეკავენ ჟურნალისტები და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრს ეკითხებიან. ''ეს ცოტა გამაღიზიანებელიც არის ჩემთვის, რადგან არაერთხელ ვთქვი, მოვრჩი ყველაფერზე ლაპარაკს-მეთქი, მაგრამ დუმილი მაინც დამარღვევინეთ... არადა, ყველაფერზე ვთქვი ჩემი აზრი, აღარ მინდა მეტი საუბარი. ახლა სხვებმა ილაპარაკონ. მე მათ სიამოვნებით მოვუსმენ. ჩემი სიტყვები,
თავის დროზე, ქართველმა ხალხმა ისე მიიღო, როგორც მინდოდა. მიხარია, რომ ხალხს, ჩემს მსმენელს ვუყვარვარ...'' - ამბობს მომღერალი ჩვენთან საუბრისას. კატეგორიული უარის მიუხედავად, რამდენიმე აქტუალურ თემაზე საუბარმა მაინც მოუწია.
- ბატონო ბუბა, რამდენი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდით და რუსეთში არ ყოფილხართ?
- 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ, ანუ იმის შემდეგ, რაც ომი დაიწყო და აქ ტანკები შემოვიდნენ... ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ვცვლი.
- ამ დროის განმავლობაში ალბათ არაერთი შემოთავაზება გქონდათ...
- დიახ, მართლაც ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა... საქმე ისაა, მომღერალი კაცი სცენაზე რომ გამოდის, მას უნდა უხაროდეს. უნდა გინდოდეს - იმღერო. რამდენიმე ხნის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჟურნალისტები და ჩემთან ინტერვიუზე მოსულებმა მითხრეს, უკვე ხომ ყველაფერი კარგად არის, რუსეთში ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ვიღებთ და ჩამოდი რა, იმღერეო...
- ენატრებით რუს მსმენელს.
- კი, ვენატრები და მეც მენატრება ჩემი მსმენელი, მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ნამგლისა და უროსდროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ, ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დროინდელი მენტალიტეტით, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. მე აზრი არ შემიცვლია. ადრეც ვთქვი, წლებია ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი.
- ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია, სხვა რამეა, მე საქართველოს შვილი ვარ და ასე ვფიქრობ, ქართველი ბუბა კიკაბიძის აზრი ასეთია და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. რისთვის ახრჩობ ამ პატარა ქვეყანას?! - გაუშვი თავის ნებაზე, იცხოვროს და იარსებოს, როგორც თავად მიაჩნია სწორად და თუ რამე შეეშლება, თავად გამოასწორებს თავის შეცდომებს... დავიწყეთ ამის გარკვევა, ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო. მტკივა ეს ყველაფერი და სულს მიფორიაქებს. როცა ვხედავ, რომ აქ, ჩემს მიწაზე, ნახევარი მილიონი ქართველი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და უსახლკაროდ დატანტალებს, ამ დროს კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში ვერ ვიდგები და ვერ ვიმღერებ. მე ასეთი ბუნების კაცი ვარ და რა ვქნა. ცრემლიანი და ტკივილიანი სიმღერა ყველაზე მძიმე შესასრულებელია. მეც მქონია ასეთი პერიოდი, ატირებულს მემღერა, ეს გმირობაა, მაგრამ იმას, ვისაც ჩემი ქვეყნის უბედურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ვერ ვუმღერებ.
- თუმცა საქართველოდან არაერთი, როგორც სამშობლოში, ისე მსოფლიოში აღიარებული ანსამბლი წავიდა რუსეთში. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართული ხელოვნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას დაათბობს.
- კი ბატონო. ყველა თავისებურად ფიქრობს. შეიძლება, მე მეშლება... თუ სახელმწიფო გამომიცხადებს - შენზეა დამოკიდებული, შენი სიმღერა საქმეს სჭირდება და რამე გამოსწორდებაო, მაშინ წავალ და, რასაკვირველია, ვიმღერებ. რაც უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ამის გაკეთება, მაინც გადავდგამ ამ ნაბიჯს. მაგრამ შეცვლის კი ეს რამეს... გადაჭრით არ ვამბობ, არ შეცვლის-მეთქი, შეიძლება, მე მეშლება, უბრალოდ, არც ამაზე მაქვს პასუხი... ძალიან ხშირად მირეკავენ რუსეთიდან. ტრაბახში არ ჩამომართვათ, ლამის ყოველდღე. ამას წინათ მთელ რუსეთში 30 კონცერტის გამართვა შემომთავაზეს, ოღონდ ჩამოდით და ერთ დღეში ყველა ტექნიკურ საკითხს მოვაგვარებთო. გამეღიმა, ოღონდ კეთილად. კარგია, როდესაც მსმენელს ასე ენატრები და აკლიხარ. ეს მომღერლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, რადგან ჩვენ, მომღერლები, კონცერტიდან კონცერტამდე დარბაზიდან მიღებული მსმენელის ემოციითა და სიყვარულით სავსე თვალებით ვცხოვრობთ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვთანხმდები.
- რაც მატერიალური თვალსაზრისითაც დიდი დანაკლისია ალბათ...
- ძნელია, არ დაგეთანხმოთ. მეექვსე წელიწადია, რუსეთში არ ჩავსულვარ და რად უნდა ლაპარაკი, ეს მატერიალურადაც წამგებიანი იყო, მაგრამ ფული და მატერიალური კეთილდღეობა ყველაფერს არასდროს ნიშნავდა, მით უფრო ახლა არ ნიშნავს. მე რომ იქ ჩავსულიყავი და მემღერა, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგებოდა. პროფესიიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და ადამიანურადაც.
- ვიცი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ყურადღებით ადევნებთ თვალყურს...
- დიახ, ამის გარეშე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია, სამწუხაროდ. ეს არ არის კარგი. ხანდახან ვფიქრობ, არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა. დიდი და პატარა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობს, განიხილავს. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ყველა ტელევიზორს მისჩერებია საინფორმაციოს მოლოდინში. არადა, გარშემო უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ არის. განვიცდი ამ ყველაფერს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ერთ რამეს კი ვხედავ, დიდი ხანია, ქართველები გაიყვნენ და ამაზე უარესი საშინელება არ არსებობს პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც არსად დავდივარ, არსად ვჩანვარ და არც არავის ვესაუბრები დღევანდელ მოვლენებზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო პოლიტიკური საკითხები, გავიდოდი და ვიტყოდი, ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ქართული მრავალჟამიერი ვიმღეროთ-მეთქი. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჯერჯერობით არ უნდათ ასე და რა ვქნა.
- საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანა განადგურდა, ისინი ქართულ ფასეულობებს ებრძოდნენ; მეტიც, ახალი ქართველის ''გამოყვანას'' ცდილობდნენ... რას ფიქრობთ ამაზე?
- არაფერს... მხოლოდ იმას, რომ დაუნახავი ხალხი ვართ, აქეთაც, იქითაც, სიყვარულშიც და ყველაფერშიც. მე არასოდეს მითქვამს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა. ამის თქმა უმადურობა იქნებოდა. საბედნიეროდ, ასე არც ვფიქრობ. სანამ ამას ვიტყოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რა იყო 9 წლის წინ და შემდეგ ვილაპარაკოთ... მაინცდამაინც სახელები და გვარები უნდა დავასახელო - ვინ რა გააკეთა და ვინ რა გააფუჭა?!... გზა არ იყო, ტაძარი არ იყო და არაფერი. რაღაცები გაკეთდა, ქვეყანას დავემსგავსეთ. იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება... ქვეყანა გახალისდა... მე მესმის იმ ქართველების გულისტკივილიც, ვისაც უამრავი პრობლემა აქვს, პურის ფული არ აქვს და ღამეს იმაზე ფიქრში ათევს, მეორე დღეს შვილს რა აჭამოს. მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, ციდან კი არ ჩამოვვარდნილვარ. არ ვამბობ, რომ სამოთხეში ვცხოვრობდით და ყველაფერი კარგად იყო... თუ ლტოლვილებსა და გაჭირვებულებზე ვფიქრობთ, მაშინ ჯობდა, სამუშაო ადგილები შექმნილიყო და მათ თავზე ჭერი ჰქონოდათ. ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა. ასე ადვილი არ არის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. რაც მთავარია, მიღწეული გვაქვს, თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს თუ არ შევინარჩუნეთ, მაშინ კაპიკია ჩვენი ფასი - კონცერტისაც, გაჭირვებული კაცისაც, მდიდრისაც და ასე შემდეგ... უნდა ვიყოთ თავისუფლები, ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება ვამბობდეთ, ეს ამის მომხრეა, ის იმის, ამის ცეკვა არ შეიძლება, იმის სიმღერა შეიძლება და ასე შემდეგ... მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ასეა. ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს. რაღაც ჩვენც უნდა გვკითხონ. რომ ამბობ, ხალხს ასე უნდაო, მაშინ ხალხს უნდა ჰკითხო.
- რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ნიშნებს თუ ხედავთ?
- არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი. ტვინი გამიჩერდა ამდენი პოლიტიკით. თავიდანვე გთხოვეთ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ავცდით პოლიტიკას... დათბობის რა ეტყობა, ყოველდღე სამაჩაბლოელებს იტაცებენ საკუთარი სახლ-კარიდან. ხალხი ჩივის, გარეთ ვერ გამოვსულვართო. რაც სამაჩაბლოში ხდება, ვფიქრობ, ერის სირცხვილია... რაღაც ზომებია მისაღები სასწრაფოდ, თორემ დაიტანჯა ხალხი. წინა დღეებში ვუსმენდი მთავრობის განცხადებას, დიპლომატები უნდა ჩავრთოთო. დალოცვილო, აქამდე სად იყავით, გამორთული გყავდათ დიპლომატები თუ? დროულად უნდა მივხედოთ, თორემ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია რუსეთიდან. ხალხმა რა ქნას, კაცო?! თავიანთ მიწაზე არიან და როგორღაც უნდა იცხოვრონ. ხალხი იხვეწება და შველას ითხოვს...
- ეს ყველაფერი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.
- დიახ, მეც მაგას ვამბობ. ამის გამო ვაცხადებ პროტესტს რუსეთში სიმღერაზე, იმიტომ, რომ პირადად მე სხვა არაფერი შემიძლია...
არ ვიცი, საქართველოს სახელმწიფოს რა შეუძლია. ჩვენ იმის თავი სად გვაქვს, ძალაზე გადავიდეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვითომ რაღაცის დალაგება გვინდა, მეგობრობაზე ველაპარაკებით და ამ დროს იქიდან რა ხდება, ყველამ ვნახეთ... ჩვენი ''დათბობის'' მცდელობის პასუხად პირიქით ხდება ყველაფერი. თვითონ იქ, იმ საზღვარზე მცხოვრებს და დატანჯულს რა უნდა ვუშველოთ, ესაა მთავარი. მთავრობისგან უნდა გამოცხადდეს რამე, თორემ ასე ძალიან უყურადღებოდ, მიგდებულად არიან. ვფიქრობ, საგანგაშო მდგომარეობაა და რაც დრო გავა, რუსები კიდევ მეტად გადმოჩოჩდებიან... მსოფლიო უნდა ჩაერთოს, დროის დაკარგვა არ შეიძლება, ერთი წუთისაც კი. გასაცოდავებულ ხალხს ვხედავთ იქ, რომლებმაც ვერ გაიგეს, ჩვენი მოქალაქეები არიან თუ არ არიან... მუდმივად ისმის მათგან კითხვა, პატრონი გვყავს თუ არაო?.. რაღაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ ეშველოთ.
- როგორ ფიქრობთ, რა?
- მე რომ ვიცოდე, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ გენიოსი ვიქნებოდი. მიხედვა უნდა, მიხედვა და პატრონობა. დაცვა უნდა იმ ხალხს და რაღა თქმა უნდა ამას! რუსეთთან ურთიერთობა როგორ მოგვარდება, ეგ არ ვიცი, ისედაც ქვეყნის 20% წართმეული აქვთ ჩვენთვის და კიდევ მოიწევენ. საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა გავაკეთოთ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!
- ალბათ გსმენიათ, რომ წინა ხელისუფლება ხელოვანი ადამიანების მიმართ შერჩევითი პრინციპით მოქმედებდა. თქვენ პრეზიდენტის ფავორიტად მიიჩნეოდით...
- არ ვეთანხმები ამას და არც მინდა ამაზე ლაპარაკი... შევეშვათ პოლიტიკას. არ არის საკმარისი?! მომღერალი ვარ, პოლიტიკოსი ხომ არა... ხომ მაქვს უარის თქმის უფლება?..
- შემოქმედებით ცხოვრებაში რა ხდება?
- 75 წლის ვხდები და საიუბილეო კონცერტები მაქვს თბილისში, კიევში, ერევანში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში... მოუთმენლად ველოდები ჩემს მსმენელს, რადგან ვიცი, ისიც ასე მელოდება.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
დათო
ბუბას მიედარეთ ხო ვაი თქვენს პატ რონს,მართალს ამბობს ეს კაცი,დაყენეთ ერთი ადგილი რა ვინც არ იცით რა გაატრაკეთ საქმე.ქვეყანა ტავზე რო გვენგრევა ნელ-ნელა იმასაც ვერ ხვდებით
13:27 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
რატომ არ დაუკარვდა ტაშს მისას ბიძინა 5000 ლარს აძლევდა ყოველ თვე და მაშინ ბიძინა და მისა ერთნი იყვნენ.. ყველა ქართველა რომ გვქონდეს მინიმუმ 5000 თვეში მერე ის მტავრობაც და პერზიდენტიც მოგვეწონება. დიდი ქართველი გადაჭარბებულია. ჩვეულებრივი ქართველია. ასეთები ვართ, სამწუხაროდ ყველანი. დიდი ქართველია ექვთიმე და ასე შემდეგ.. აღარ ჩამოვთვლი.. მოაზროვნე რომ მოფილიყო ჩემო კატო , იმას მიხვდეებოდა რომ სისხლიან რეჟიმს თითირამნბები არ უნდა უმღერო. ხალხი შეგიძულებს. ასეც მოხდა. მისი აღარც სიმრერა მინდა აღარც ფილმი. კარგად და დიდხანს იყოს. მისთვის ცუდი არ მინდა. უბრალოდ პატივს ვეღარ ვცემ .
12:59 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ისე ბუბა შენ (თქვენობით მიმართავენ იმ ადამიანებს ვისაც პატივს სცემენ)საბჭოთა კავშირშიც კარგად იყავი და ეხლაც მშვენივრად ხარ და რომ არა საბჭოთა კავშირის დროს ნათამაშები როლები როგორც Грузиа-фильм-ში და Мосфильм-ში რომლებითაც თქვენ მსოფლიოს მაყურებელმა გაგიცნოთ დღეს ვინ იქნებოდით ნეტავ???????
12:58 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ბუბა სომეხია, მეგრელები ქარტველები არ არიან და ა.შ. აი ეს დაგვგუპავს კარტველებს და დაშლის საქარტველოს მარტივ მამრავლებად... ძალიან ცუდი და დაუნახავი ერი ვართ, კველაპერშჰი ცუდს ვხედავთ, ერთმანეთის ბოღმა კი არა სიკვარული უნდა გვახრჩობდეს...
12:58 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
ბუბა სენზე ამბობბენ რომ 1992 ში ძმატა მკვლელ ომში იბრძოდი ქარტველების წინააღდეგ, გამყიდველების ზმატა მკვლელებნის მხარეს, ამაზე რას იტყვი? შენს სიმღერას კაპიკის ფასი აქვს ამის მერე, არადა ძალიან მიყვარდი, მარა სენ და სენისტანემა მოუწყეს საქარტველოს გოლგოტა არაკაცებო, თქვენი დროც მოვა აქ ტუ არა იქ, ღმერტის წინაშე რომ წარდგებიტ
12:55 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ბუბას მხედრიონი გახსოვთ და ნადზირლობა და შევარდნაძეა ანგელოზი? კველაპერი მაგ იუდას ბრალია საქარტველოს უბედურება.. მარტალია ბატონი ბუბა... დამპკრობელს დითირამბები კი არ უნდა ვუმგეროტ და ფეხქვეშ გავიწვეტ, მაგრამ ზოგი ქარტველი ფულის გამო სულს ეშმაკსაც მიჰყიდის
12:52 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
yuriburi
იმათი გამკვირვებია ვინც ნამხედრიონალ ბუბასაგან კაცობას ითხოვს! ვინც აზრზე არ არის ბუბას ჩადენილ ნაძირლობაზე გადაიყვლიფეთ ხელები ტაშის კვრით!
12:43 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიო
ბუბა გული არ დაგწყდეს ზოგერთ თავხედური კომენტარებისთვის. მაგათ თავიანთი უბედურებაც ეყოფათ ბრბოთ რომ დარჩნენ. შენ დიდი ქართველი ხარ! ხომ იცი გამოთქმა "წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო". ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს.დიდხანს იცოცხლე საქართველოს საამაყო შვილო!!!!
12:36 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბატონო ბუბა
9 წელიწადში მოხდა 26 მაისი 7 ნოემბერი გირგვლიანი კორტები, ცოცხები ოფიციალური რეკეტი, მიწების გაყიდვა, ციხეში ბიჩების სიკვდილიანობა სიაფანდი აშენებული და შეღებილი ქალაქი და ცარიელი ბიუჯეტი, სამსახურში ხმის ვერ ამოღება ამოიგებდი თუნდაც შენი აზრი გეთქვა
12:22 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
აი რას ნიშნავს, რომ ბუბა კიკაბიძე პიროვნებაა და აზროვნებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ბუბა კიკაბიძე დიდი ქართველია..ეს ჩემი აზრია, სხვას სხვა აზრი აქვს და ერისიონის მოსკოვურ კონცერტებზე ცრემლი ადგება.
12:16 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS