12 ივნისი, 2013
''დუმილი მაინც დამარღვევინეთ!..''
მე აზრი არ შემიცვლია. ადრეც ვთქვი, წლებია ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი. ბუბა კიკაბიძე ბოლო დროს არსად ჩანს... ამბობს, რომ პოლიტიკაზე საუბარი დაამთავრა, თუმცა მაინც ურეკავენ ჟურნალისტები და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრს ეკითხებიან. ''ეს ცოტა გამაღიზიანებელიც არის ჩემთვის, რადგან არაერთხელ ვთქვი, მოვრჩი ყველაფერზე ლაპარაკს-მეთქი, მაგრამ დუმილი მაინც დამარღვევინეთ... არადა, ყველაფერზე ვთქვი ჩემი აზრი, აღარ მინდა მეტი საუბარი. ახლა სხვებმა ილაპარაკონ. მე მათ სიამოვნებით მოვუსმენ. ჩემი სიტყვები,
თავის დროზე, ქართველმა ხალხმა ისე მიიღო, როგორც მინდოდა. მიხარია, რომ ხალხს, ჩემს მსმენელს ვუყვარვარ...'' - ამბობს მომღერალი ჩვენთან საუბრისას. კატეგორიული უარის მიუხედავად, რამდენიმე აქტუალურ თემაზე საუბარმა მაინც მოუწია.
- ბატონო ბუბა, რამდენი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდით და რუსეთში არ ყოფილხართ?
- 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ, ანუ იმის შემდეგ, რაც ომი დაიწყო და აქ ტანკები შემოვიდნენ... ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ვცვლი.
- ამ დროის განმავლობაში ალბათ არაერთი შემოთავაზება გქონდათ...
- დიახ, მართლაც ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა... საქმე ისაა, მომღერალი კაცი სცენაზე რომ გამოდის, მას უნდა უხაროდეს. უნდა გინდოდეს - იმღერო. რამდენიმე ხნის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჟურნალისტები და ჩემთან ინტერვიუზე მოსულებმა მითხრეს, უკვე ხომ ყველაფერი კარგად არის, რუსეთში ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ვიღებთ და ჩამოდი რა, იმღერეო...
- ენატრებით რუს მსმენელს.
- კი, ვენატრები და მეც მენატრება ჩემი მსმენელი, მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ნამგლისა და უროსდროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ, ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დროინდელი მენტალიტეტით, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. მე აზრი არ შემიცვლია. ადრეც ვთქვი, წლებია ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი.
- ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია, სხვა რამეა, მე საქართველოს შვილი ვარ და ასე ვფიქრობ, ქართველი ბუბა კიკაბიძის აზრი ასეთია და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. რისთვის ახრჩობ ამ პატარა ქვეყანას?! - გაუშვი თავის ნებაზე, იცხოვროს და იარსებოს, როგორც თავად მიაჩნია სწორად და თუ რამე შეეშლება, თავად გამოასწორებს თავის შეცდომებს... დავიწყეთ ამის გარკვევა, ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო. მტკივა ეს ყველაფერი და სულს მიფორიაქებს. როცა ვხედავ, რომ აქ, ჩემს მიწაზე, ნახევარი მილიონი ქართველი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და უსახლკაროდ დატანტალებს, ამ დროს კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში ვერ ვიდგები და ვერ ვიმღერებ. მე ასეთი ბუნების კაცი ვარ და რა ვქნა. ცრემლიანი და ტკივილიანი სიმღერა ყველაზე მძიმე შესასრულებელია. მეც მქონია ასეთი პერიოდი, ატირებულს მემღერა, ეს გმირობაა, მაგრამ იმას, ვისაც ჩემი ქვეყნის უბედურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ვერ ვუმღერებ.
- თუმცა საქართველოდან არაერთი, როგორც სამშობლოში, ისე მსოფლიოში აღიარებული ანსამბლი წავიდა რუსეთში. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართული ხელოვნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას დაათბობს.
- კი ბატონო. ყველა თავისებურად ფიქრობს. შეიძლება, მე მეშლება... თუ სახელმწიფო გამომიცხადებს - შენზეა დამოკიდებული, შენი სიმღერა საქმეს სჭირდება და რამე გამოსწორდებაო, მაშინ წავალ და, რასაკვირველია, ვიმღერებ. რაც უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ამის გაკეთება, მაინც გადავდგამ ამ ნაბიჯს. მაგრამ შეცვლის კი ეს რამეს... გადაჭრით არ ვამბობ, არ შეცვლის-მეთქი, შეიძლება, მე მეშლება, უბრალოდ, არც ამაზე მაქვს პასუხი... ძალიან ხშირად მირეკავენ რუსეთიდან. ტრაბახში არ ჩამომართვათ, ლამის ყოველდღე. ამას წინათ მთელ რუსეთში 30 კონცერტის გამართვა შემომთავაზეს, ოღონდ ჩამოდით და ერთ დღეში ყველა ტექნიკურ საკითხს მოვაგვარებთო. გამეღიმა, ოღონდ კეთილად. კარგია, როდესაც მსმენელს ასე ენატრები და აკლიხარ. ეს მომღერლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, რადგან ჩვენ, მომღერლები, კონცერტიდან კონცერტამდე დარბაზიდან მიღებული მსმენელის ემოციითა და სიყვარულით სავსე თვალებით ვცხოვრობთ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვთანხმდები.
- რაც მატერიალური თვალსაზრისითაც დიდი დანაკლისია ალბათ...
- ძნელია, არ დაგეთანხმოთ. მეექვსე წელიწადია, რუსეთში არ ჩავსულვარ და რად უნდა ლაპარაკი, ეს მატერიალურადაც წამგებიანი იყო, მაგრამ ფული და მატერიალური კეთილდღეობა ყველაფერს არასდროს ნიშნავდა, მით უფრო ახლა არ ნიშნავს. მე რომ იქ ჩავსულიყავი და მემღერა, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგებოდა. პროფესიიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და ადამიანურადაც.
- ვიცი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ყურადღებით ადევნებთ თვალყურს...
- დიახ, ამის გარეშე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია, სამწუხაროდ. ეს არ არის კარგი. ხანდახან ვფიქრობ, არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა. დიდი და პატარა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობს, განიხილავს. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ყველა ტელევიზორს მისჩერებია საინფორმაციოს მოლოდინში. არადა, გარშემო უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ არის. განვიცდი ამ ყველაფერს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ერთ რამეს კი ვხედავ, დიდი ხანია, ქართველები გაიყვნენ და ამაზე უარესი საშინელება არ არსებობს პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც არსად დავდივარ, არსად ვჩანვარ და არც არავის ვესაუბრები დღევანდელ მოვლენებზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო პოლიტიკური საკითხები, გავიდოდი და ვიტყოდი, ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ქართული მრავალჟამიერი ვიმღეროთ-მეთქი. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჯერჯერობით არ უნდათ ასე და რა ვქნა.
- საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანა განადგურდა, ისინი ქართულ ფასეულობებს ებრძოდნენ; მეტიც, ახალი ქართველის ''გამოყვანას'' ცდილობდნენ... რას ფიქრობთ ამაზე?
- არაფერს... მხოლოდ იმას, რომ დაუნახავი ხალხი ვართ, აქეთაც, იქითაც, სიყვარულშიც და ყველაფერშიც. მე არასოდეს მითქვამს, რომ განვლილი 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა. ამის თქმა უმადურობა იქნებოდა. საბედნიეროდ, ასე არც ვფიქრობ. სანამ ამას ვიტყოდეთ, ჯერ გავიხსენოთ, რა იყო 9 წლის წინ და შემდეგ ვილაპარაკოთ... მაინცდამაინც სახელები და გვარები უნდა დავასახელო - ვინ რა გააკეთა და ვინ რა გააფუჭა?!... გზა არ იყო, ტაძარი არ იყო და არაფერი. რაღაცები გაკეთდა, ქვეყანას დავემსგავსეთ. იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება... ქვეყანა გახალისდა... მე მესმის იმ ქართველების გულისტკივილიც, ვისაც უამრავი პრობლემა აქვს, პურის ფული არ აქვს და ღამეს იმაზე ფიქრში ათევს, მეორე დღეს შვილს რა აჭამოს. მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ, ციდან კი არ ჩამოვვარდნილვარ. არ ვამბობ, რომ სამოთხეში ვცხოვრობდით და ყველაფერი კარგად იყო... თუ ლტოლვილებსა და გაჭირვებულებზე ვფიქრობთ, მაშინ ჯობდა, სამუშაო ადგილები შექმნილიყო და მათ თავზე ჭერი ჰქონოდათ. ქართველებს ყველაფერი უცებ გვინდა. ასე ადვილი არ არის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. რაც მთავარია, მიღწეული გვაქვს, თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს თუ არ შევინარჩუნეთ, მაშინ კაპიკია ჩვენი ფასი - კონცერტისაც, გაჭირვებული კაცისაც, მდიდრისაც და ასე შემდეგ... უნდა ვიყოთ თავისუფლები, ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება ვამბობდეთ, ეს ამის მომხრეა, ის იმის, ამის ცეკვა არ შეიძლება, იმის სიმღერა შეიძლება და ასე შემდეგ... მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ასეა. ყველა თავის სიმართლეს ამტკიცებს. რაღაც ჩვენც უნდა გვკითხონ. რომ ამბობ, ხალხს ასე უნდაო, მაშინ ხალხს უნდა ჰკითხო.
- რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ნიშნებს თუ ხედავთ?
- არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი. ტვინი გამიჩერდა ამდენი პოლიტიკით. თავიდანვე გთხოვეთ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ავცდით პოლიტიკას... დათბობის რა ეტყობა, ყოველდღე სამაჩაბლოელებს იტაცებენ საკუთარი სახლ-კარიდან. ხალხი ჩივის, გარეთ ვერ გამოვსულვართო. რაც სამაჩაბლოში ხდება, ვფიქრობ, ერის სირცხვილია... რაღაც ზომებია მისაღები სასწრაფოდ, თორემ დაიტანჯა ხალხი. წინა დღეებში ვუსმენდი მთავრობის განცხადებას, დიპლომატები უნდა ჩავრთოთო. დალოცვილო, აქამდე სად იყავით, გამორთული გყავდათ დიპლომატები თუ? დროულად უნდა მივხედოთ, თორემ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია რუსეთიდან. ხალხმა რა ქნას, კაცო?! თავიანთ მიწაზე არიან და როგორღაც უნდა იცხოვრონ. ხალხი იხვეწება და შველას ითხოვს...
- ეს ყველაფერი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.
- დიახ, მეც მაგას ვამბობ. ამის გამო ვაცხადებ პროტესტს რუსეთში სიმღერაზე, იმიტომ, რომ პირადად მე სხვა არაფერი შემიძლია...
არ ვიცი, საქართველოს სახელმწიფოს რა შეუძლია. ჩვენ იმის თავი სად გვაქვს, ძალაზე გადავიდეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვითომ რაღაცის დალაგება გვინდა, მეგობრობაზე ველაპარაკებით და ამ დროს იქიდან რა ხდება, ყველამ ვნახეთ... ჩვენი ''დათბობის'' მცდელობის პასუხად პირიქით ხდება ყველაფერი. თვითონ იქ, იმ საზღვარზე მცხოვრებს და დატანჯულს რა უნდა ვუშველოთ, ესაა მთავარი. მთავრობისგან უნდა გამოცხადდეს რამე, თორემ ასე ძალიან უყურადღებოდ, მიგდებულად არიან. ვფიქრობ, საგანგაშო მდგომარეობაა და რაც დრო გავა, რუსები კიდევ მეტად გადმოჩოჩდებიან... მსოფლიო უნდა ჩაერთოს, დროის დაკარგვა არ შეიძლება, ერთი წუთისაც კი. გასაცოდავებულ ხალხს ვხედავთ იქ, რომლებმაც ვერ გაიგეს, ჩვენი მოქალაქეები არიან თუ არ არიან... მუდმივად ისმის მათგან კითხვა, პატრონი გვყავს თუ არაო?.. რაღაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ ეშველოთ.
- როგორ ფიქრობთ, რა?
- მე რომ ვიცოდე, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ გენიოსი ვიქნებოდი. მიხედვა უნდა, მიხედვა და პატრონობა. დაცვა უნდა იმ ხალხს და რაღა თქმა უნდა ამას! რუსეთთან ურთიერთობა როგორ მოგვარდება, ეგ არ ვიცი, ისედაც ქვეყნის 20% წართმეული აქვთ ჩვენთვის და კიდევ მოიწევენ. საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა გავაკეთოთ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!
- ალბათ გსმენიათ, რომ წინა ხელისუფლება ხელოვანი ადამიანების მიმართ შერჩევითი პრინციპით მოქმედებდა. თქვენ პრეზიდენტის ფავორიტად მიიჩნეოდით...
- არ ვეთანხმები ამას და არც მინდა ამაზე ლაპარაკი... შევეშვათ პოლიტიკას. არ არის საკმარისი?! მომღერალი ვარ, პოლიტიკოსი ხომ არა... ხომ მაქვს უარის თქმის უფლება?..
- შემოქმედებით ცხოვრებაში რა ხდება?
- 75 წლის ვხდები და საიუბილეო კონცერტები მაქვს თბილისში, კიევში, ერევანში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში... მოუთმენლად ველოდები ჩემს მსმენელს, რადგან ვიცი, ისიც ასე მელოდება.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
დავითი
სამარცხვინოა ბუბას ლანძგვა კაცს სიკეტის მეტი არაფერი უტკვია და ჩემი აზრიტ სრული სიმართლე და სრულიად სცორი სჰეხედულებები აკვს სწორად აფასებს ყველაფერს პირდაპირი კეთილსინდისიერი პატრიოტი სამსჰობლოს და კარტველი ხალხის მოყვარული ადამიანია მის ხელოვანებაზე აგარაფერს ვამბობ უდაოდ უმაგლესი პიროვნება ბრდზანდება. მადლობტ ბატონო ბუბა ტკვენი აზრისტვის. გმერტი ყველას ტავისას მიუზგავს, საქარტველო და ქარტველი ხალხი სამყაროს დასასრულამდე იარსებებენ. ამინ.
23:08 / 16-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ბატონო ბუბა, გულტან არ მიიტანოტ ამ გატახსირებული სულგაკიდული ბიზინას მონების კომენტარები...9ცელი საქარტველო ცჰენდებოდა და მცჰვენდებოდა და ამ ფულისტვის ეცჰმაკს სულმიკიდულმა ქარტველებმა დამპკრობელ რუსეტს უნდატ დაუმონონ საქარტველო და აქცევენ კოველ დგე უდგეური ფულის ტომარა ბიზინას მეტაურობიტ.გმერტმა დაგლოცოტ და გაგაზმიეროტ ამ უნამუსო და გირსებადაკარგული ქარტველების გვერდიტ...გაიხარეტ, გვიკვარხარტ და გვენატრება ბუბა კიკაბიდზის სიმგერები....მაგრამ ვაი რომ არ გვემგერება სანამ საქარტველო ამ ანტიქტისტე ბიზინას და მისი ხროვის ხელცჰია....
14:51 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
შე ბებერო გარყვნილო.. ოხ შენი....
09:09 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
შენ ''ანტიქოცო ''კი არა.''ანტიქართველი ''ხარ. იმაზე რაღას იტყვი,ცალცალი კალოშით მოთრეული ნაცები და მიშას ქონებრივ დეკლარაციაშიც არავითარი ქონება რომ არ აღინიშნებოდა,სამასვალის შოფრები და სრიპტიზორები ,გამინისტრებული ''გაღლეტილი''გვარგამოცვლილი უჯიშოები რომ ქართელი ხალხის ნაშრომით გამდიდრდნენ,უცხოეთში დააბანდეს თავისი ქონება,ნახევარი საქართველო ჯიბეში ჩაიდეს,ნახევარი- ციხეებში ჩაკეტეს და ნაწილი ქუჩებში ხოცეს?უსიდისო ხარ ანტიქოცო და ანტიქართველო.დაგაკლდა ჩიჩიები და აწუწუნდი?რას იზავ,შეეგუოთ უნდა საართლიანობის ზეიმს.9 წელი ანადგურეთ საქართველო,ყველა სფერო გაანადგურეთ,ყველგან მიწვდით კლანჭებით და გაუმაძღარი მუცლით და რამდენიმე თვეში გინდათ თქვენი ჩასვრილი გამოასწოროს ახალმა ხელისუფლებამ? ბიძინამ რუსეთში ,თავისი შრომით იშოვა ის მილიონები,თქვენ რომ გულს გიხეთქავთ და საქართველში დახარჯა,ხალხს დაეხმარა,აშენა,სადაც თქვენი ყურბანა მიშა უსინდისოდ გარბოდა დიდი მაკრატლით ხელში და მარიაჟობდა.იქნებ გგონიათ ხალხს ასე მალე დაავიწყდა ნაცების გაუმაძღრობა,მკვლელობები და ხალხის დაყაჩაღება,ძალიან მწარედ ცდებით.იმის სინდისიც კი არ გაგაჩნიათ,გაჩუმდეთ მაინც,თუ ბოდიშს მაინც არ მოიხდით.
00:16 / 14-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ბევრი რამე დაგვიწყებიატ,ეს ალბატ ასაკის ბრალია.
23:29 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაჰაჰა
გაიხარე ბუბა! ნამდვილი ქართველი და საქართველოს (ღირსი) ვირის შვილი ხარ!
23:25 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ME
ანტი ქოც-ო კიდევ ვერ ატყობ რომ გაგაბერინეს საერთოდ?
23:21 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანტი ქოცი
პინგვინების შემოსევა საქართველოში “ ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობამ, ერთხმად, აჩქარებული ტემპით მიიღო ‘ივანიშვილთან დაკავშირებული’ საკონსტიტუციო ცვლილება. (პირველი მოსმენით მიღებულია ქალაქ თბილისში 2012 წლის 8 მაისს). ამ ყოვლად გაუმართლებელმა აქციამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პინგვინების შემოსევას! “ მემატიანე 2012 წელი. პინგვინები შეესია საქართველს მთებს და ველებს! მათ ტყუილის დამჯერნები უკვე იკვნიტავენ ხელებს! ტარიფების შესაცვლელად მათ გააღეს ციხის კარი, განა ამას მოელოდა ეს ტვინდაბნეული ხალხი? თანაც ურცხვად გვეუბნევით ცინიკური გაღიმებით, კრიმინალის გაზრდას უნდა, მოვეკიდოთ ჩვენ გაგებით! “სამართალის აღსადგენად” დაერიენ ფეხმძიმ ქალებს! არ დაინდეთ ვირტუოზიც, დაემუქრეთ საწყალ ბავშვებს! კმარა, ყველა კარგად ვხედავთ, რას დაგვპირდით რა სრულდება, ჩვენ თავს აღარ მოვიტყუებთ, ვითხოვთ უკან დაბრუნებას. მოუთბენლად ველით იმ დროს, რომ ვიყავით ჩვენ ამაყი, ვამაყობდით პოლიციით, კორუფციით, სამართალით! განათლებით, პატრულებით, წესრიგით და თავის დაცვით! ყველაფერი აურიეთ! აამღვრიეთ სუფთა წყალი! დალაგებულ ქვეყანაში, მოატყუეთ ბევრი ხალხი! თქვენი ჭარბი დაპირება, გამოჩნდა რომ ფუჭი არის! დაუფიქრდით ყველამ ერთად, განათლებულ, ჭკვიან თავით, ლობიოთი გამოზრდილმა, სად იშოვა მილიარდი? მოიგონა “ვუინდოვუს”-ი?, “ფეისბუკ”-ი? “აიფონ”-ი? ბნელ რუსეთში, მღვრია წყალში, არ დაინდო მან არავინ! ფულის შოვნაც ასე უნდა, ვისაც არ აქვს სხვა მორალი, მალე ნახავს დამჯერები, ბიუჯეტი სადეთ გადის! პინგვინებო სანამ დროა შეაჩერეთ ეგ ახვარი, გადაეცით: ქვეყანაზე ყველაფერს აქვს თავის ზღვარი! ამას არვინ გაპატიებთ, არ გეგონოთ მომავალში, დაიმალოს, არ გამოჩნდეს, გულმავიწყი არვინ არის! *** P.S. ორი აზრი: 1. “იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხორციელდება. „ამის შემდეგ აღარავის ექნება შესაძლებლობა სპეკულაციები დაიწყოს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რომელიმე ადამიანს რაღაც უფლებები ეზღუდება." მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული რედაქცია საბოლოო იქნება.” 2. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო სპიკერის თქმით, ერთი ადამიანის თუ ერთი მოვლენის გამო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მიუღებელია!”
23:08 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელო
შენ ის ბუბა ხომ არა ხარ 90-იან წლებში ავტომატით ხელში ნიღაბი რომ ჩამოგახიეს დიდუბეში? თუ უკვე დაგავიწყდა შენი "კაიკაცობა". გრცხვენოდეს
23:02 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
შენი ნაცები ამღერე მრავალჟამიერი,მაგრამ ეგაც რომ არ გამოსდით კარგად იცი......
21:06 / 13-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS