სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პროფესია
Toresa Mossy 02.08.1984. სახელმწიფო დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, იურისტი (იღიმის).
მე და თელავი...
ყოველთვის ვჩხუბობთ, მაგრამ ვგიჟდებით ერთმანეთზე (იღიმის).
წერა დავიწყე, როცა...
წასაკითხი ახალი წიგნი ვერ ვიპოვე.
ჩემი ბლოგები...
ჩემი ინტერესები...
მთელი სამყარო და ადამიანები ამ სამყაროში.
მე და მუსიკა...
ერთად დავიბადეთ. მე მუსიკაში და მუსიკა ჩემში. საზღვარი, პრინციპში, არ გვაქვს.
მე – მკითხველი...
ვკითხულობ ყოველთვის, ყველგან, ყველა სიტუაციაში, მაგალითად, სტომატოლოგის სავარძელში პირდაფჩენილიც. მქონია ასეთი შემთხვევაც (იცინის).
როცა არ ვწერ, მაშინ...
ვცდილობ, ვიცხოვრო.
ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს...
დედამიწა.
ვმეგობრობ...
ადამიანებთან, ძაღლებსა და წიგნებთან. კიდევ - საყვარელ მუსიკოსებსა და მწერლებთან მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის.
მაღიზიანებს...
ყველა და ყველაფერი, როცა ვწერ, და არავინ და არაფერი, როცა არ ვწერ.
მამშვიდებს...
ჩახუტება.
აქტიურობა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით...
არავის და არაფერს არ შეუძლია ჩემი შეჩერება, სანამ მიზანს არ მივაღწევ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''