ჩვენი რესპონდენტი მალე ახალი კოლექციის გაკეთებას გეგმავს, რომელშიც ტყავს, ორგანზას, წითელს, შავს და თბილ, პასტელურ ფერებს გამოიყენებს.
- წლევანდელ მოდის ტენდენციებზე 40-50-იანი წლების გავლენა მკვეთრად იგრძნობა. სამოსის სილუეტს ყურადღებით უნდა შერჩევა, საკმაოდ ტენდენციურია მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლსქვემოთ სიგრძით.
- რომელი ფერებია აქტუალური?
-
რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის ფერებს, აქტუალურია მუქი აგურისფერი, ატმისფერი, მეწამულისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი და თბილი პასტელური ტონები.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- მოდურია უხეში და მსუბუქი ფაქტურების შერწყმა, პრინტიანი ფაქტურებიც. - რაც შეეხება კა-ბის ფორმას, სიგრძეს... ისევ მაღალწელიანი კაბები რჩება მოდაში, აქტუალურია როგორც მოკლე, ასევე გრძელი კაბები, 50-იანი წლების გავლენით.
- ზედატანების შერჩევისას რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ?
- აქტუალურია თავისუფალი, მსუბუქი ფაქტურისგან შეკერილი ზედატანები, ტოპები და პრინტიანი მაისურები, ასევე შესაძლებელია წელის დაფიქსირება ქამრით, ახლო მომავალში წვრილი ქამრები გახდება აქტუალური. გარდა ამისა, მოდაშია 40-50-იანი წლების ჯარისკაცის სტილის სილუეტი, კამუფლაჟი, მუქი ჭაობისფერი ზედები და ქვედაბოლოები, რომელსაც სილუეტში მამაკაცურობა და სიუხეშე შემოაქვს.
- საინტერესოა პიჯაკისა და ჟილეტის საკითხი, როგორს მივანიჭოთ უპირატესობა?
- მომავალი 2015 წლისთვის მოდაში იქნება 90-იანი წლების სტილის პიჯაკები და ჟილეტები, ოღონდ ნაკლებად უხეში და განიერი სილუეტით.
- ფეხსაცმელების მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- დაბალძირიანი ფეხსაცმლის შემთხვევაში სანდლებია აქტუალური, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში კი - მსხვილი, უხეში ქუსლი.
- ჩანთა ქალის გარდერობში ძალინ მნიშვნელოვანია...
- ამ მხრივ ქლაჩები ინარჩუნებს აქტუალობას, შეგიძლიათ დაიჭიროთ დიდი ჩანთები პრინტებით.
- რა მასალისგან შექმნილი, როგორი ფორმის, ზომის სამკაულებით შეიძლება სამოსის გამრავალფეროვნება?
- წელს ძალიან აქტუალურია სამაჯურები, ასევე ტყავის აქსესუარები.
- მოდური ქალბატონის გარდერობის მთავარი დეტალები გვითხარით.
- აუცილებელია სქელქუსლიანი ფეხსაცმელი და სამოსი ვინტაჟის სტილის პრინტით.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















