ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. ვარ მომღერალი და იმავდროულად ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტური ღონისძიებების მენეჯერი.
საყვარელი ფილმი და მსახიობი:
ფილმი ''ნოუთბუქი'', მსახიობი ქალებიდან - კირა ნაიტლი, ბიჭებიდან კი ბევრი მომწონს ძალიან... ჯონ ტრავოლტა, უოსკარო ლეონარდო დიკაპრიო და ა.შ.
რისი გეშინია?
სიბერის
რაზე ოცნებობ?
ძალიან ბევრ რაღაცაზე ვოცნებობ, პირველ რიგში კი, ჩემი ოცნებაა, რომ მე და ჩემმა შვილმა დიდხანს ვიცოცხლოთ.
ვისთან ერთად გაემგზავრებოდი უკაცრიელ კუნძულზე...
ვაიმეე, დღეს ვათვალიერებდი სხვადასხვა კუნძულის ფოტოებს და გადავირიე, ისეთი ადგილები ვნახე, მარტო გავემგზავრებოდი ერთი ხუთი დღით, დასვენება მინდა.
და რომელ სამ ნივთს ინატრებდი ამ კუნძულზე?
სიგარეტი, ტელეფონი და მაგარი ფოტოაპარატი.
რა გაკომპლექსებს?
საერთოდ, კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ ხანდახან უფულობა მაკომპლექსებს.
რისი გრცხვენია?
მრცხვენია ისეთი საქციელის, რომლის გახსენებაც არ მინდა...
რას ნანობ?
არაფერს!..
დღე, რომელსაც გაიმეორებდი...
დღეს კი არა, იმ წელიწადს მთლიანად გავიმეორებდი, როცა 16 წლის ვიყავი. ეს გახლდათ პერიოდი, როცა მონაწილეობა მივიღე ''მის საქართველოში'' და წარმატებას მივაღწიე, რითაც დაიწყო ჩემი კარიერა და ყველაფერი.
რას არ ჩაიცვამ არასდროს?
თეთრ შარვალს.
რას გამოჰყავხარ წყობიდან?
უსამართლობას. როცა ტყუილად მაბრალებენ რაღაცას და ვერ ვამტკიცებ, ამას გამოვყავარ მდგომარეობიდან.
რა გიფუჭებს ხასიათს?
საერთოდ, ხასიათი იშვიათად მიფუჭდება, მაგრამ ზაფხულში თბილისში ყოფნა მიფუჭებს ხასიათს.
სირთულე, რომელიც ბოლო დროს გადალახე...
პროექტი ''ერთი ერთში''.
იდეალი გყავს?
არა, თუმცა დედაჩემია ჩემი იდეალი.
ვახშამი ცნობილ ადამიანთან...
(ფიქრობს) ალბათ მაინც ჩემს მეუღლესთან ერთად წავიდოდი სადმე და ვივახშმებდი. დღეს ულამაზესი ადგილების ფოტოები ვნახე ინტერნეტში, სადაც ასევე ძალიან ლამაზი ''დასაჯდომი'' იყო მოწყობილი ზღვის სანაპიროზე შესანიშნავი ხედით და სწორედ იქ დავპატიჟებდი ჩემს მეუღლეს.
ერთი კითხვა ნათიასგან საქართველოს პრეზიდენტს...
პრეზიდენტს ვუსურვებ, რომ ძველ, 90-იან წლებში არ დაგვაბრუნოს... კითხვა არ მაქვს (ფიქრობს). მაგრამ რადგან აუცილებელია, რამე ვკითხო, ვკითხავ, მართლა ელოდება თუ არა შვილს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















