24 ივლისი, 2014
ფოტოგრაფი, რომლის ძაღლიც პროფესიონალურად პოზირებს...
პირველად ფოტოაპარატი ორი წლის წინ შევიძინე 19 წლის ნანიკო გავაკეთაშვილი წარმოშობით მცხეთის რაიონიდან, კერძოდ, სოფელ მუხრანიდან არის. უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს. სურათების გადაღებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. დღეს ფიქრობს, რომ ეს ოცნება ნაწილობრივ მაინც აისრულა, რადგან მისი არქივი უკვე ბევრ საინტერესო ფოტოს ინახავს. სწავლის გარდა, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრშიც მუშაობს და პატარების გაზრდით გამოწვეულ სიხარულს ფირზე აღბეჭდავს.

- ბავშვობიდან მიყვარდა ფოტოების გადაღება. დღემდე, თუნდაც მეგობრებთან ერთად ვიყო, ვცდილობ, სხვა თვალით შევხედო გარემოს. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ამ სფეროში
შემეღწია და ოცნება ავიხდინე. ახლახან ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში სპეციალური კურსებიც გავიარე. პირველად ფოტოაპარატი ორი წლის წინ შევიძინე, მაგრამ პროფესიონალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მშობლები დამეხმარნენ და ახლა უკეთესი მაქვს. ვიღებდი პეიზაჟებს, პორტრეტებს. დღემდე ძალიან მიყვარს ადამიანების გადაღება.

Rating

- შენი ფოტოარქივიდან განსაკუთრებულად რომელ ფოტოს გამოყოფდი?
- რამდენიმე ფოტო განსაკუთრებულად მიყვარს, მაინც ჩაფიქრებული მოხუცის პორტრეტს გამოვყოფდი. მეგობრებთან ერთად ვიყავი, ეს სურათი რომ გადავიღე. ძალიან სევდიანი იყო, თითქოს ცხოვრებამ გული ატკინა. ამან ჩემში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია.

Rating

- ყოველთვის თან დაგაქვს ფოტოაპარატი?
- პროფესიონალი არა, მაგრამ ჩემმა მასწავლებელმა მირჩია და ამას დღემდე ვასრულებ, რომ თუ სადმე საინტერესო კადრი დავინახე, პატარა ფოტოაპარატით ან მობილურით ვიღებ.

Rating

- შენს არქივში ფეხმძიმე გოგონას საინტერესო ფოტოსესია ვნახე.
- იდეა ჩემი იყო, მგონია, რომ ადამიანებში დადებითი ემოცია გამოიწვია. გადასაღებ ობიექტად ჩემი ფეხმძიმე დაქალი შევარჩიე. მინდოდა, რომ ეს სერია სამახსოვროდ დარჩენოდა. ზოგადად, გადაღებებისას სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო, ორმაგი ემოცია მქონდა.

Rating

- რის გადაღებაზე ოცნებობ?
- როგორც ყველა ფოტოგრაფს, მეც მაქვს პროექტი, რომლის გაკეთებაზეც ჯერჯერობით ვოცნობებ, ეს არის წყალქვეშა გადაღებები. არ ვიცი, რამდენად ამიხდება ეს ოცნება.

Rating

- განსაკუთრებულად რომელი გადაღება გახსენდება?
- ერთხელ ჩემს ძაღლს გადავუღე სურათი და ისე მშვიდად იდგა, რომ ეშხში შევედი და მითითებებს ვაძლევდი. ძალიან მშვიდად მიყურებდა და ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა. საერთოდ, მიყვარს ცხოველების გადაღება. ხშირად ვიღებ საკუთარ ძაღლსაც და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში უკვე ნამდვილი პროფესიონალია.

Rating

- ქუჩის ფოტოგრაფიაზე რას გვეტყვი?
- საკმაოდ რთული სფეროა, ამისთვის აუცილებელია, რომ გაბედული იყო. მე ჯერ ამ სფეროში ახალი ვარ და ცოტა მიჭირს უცხო ადამიანების დაუკითხავად გადაღება. ალბათ, მივეჩვევი, თუმცა ჩემს არქივში არის სპეციალური ალბომი, სადაც ასეთი შემთხვევითი ფოტოები მაქვს შენახული. ვცდილობ, ჩუმად გადავიღო, რომ ვინმემ არ დამინახოს და ჩხუბი არ დამიწყოს. ძალიან ცუდია, რომ საზოგა-დოებაში დღემდე არსებობს ეს კომპლექსი. მე მაინც მივიჩნევ, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე და დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. მინდა, ჩემს თაობას მივმართო, რომ მთავარია, მიზანი ჰქონდეთ და ამისთვის თუ იბრძოლებენ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნანი
მადლობა ყველასს
16:20 / 26-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკო გოგოლაშვილი
ცჰემი ყველაზე ნიცჰიერიიი ო მეტიი წინსვლაააააა :*
10:35 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამ ქარქუსაშვილი
დიდ წარამეტბას გისურვებ ნანუკაა , მარტალია რაც გულით გინდა იმას ყოველთვის მიაღწეევ გფარავდეს უფალიი...
02:09 / 25-07-2014
გამოხმაურება / 0 /
LIA WARDZIASHVILI
CEMO DEDOPALO MDIDARI XAR IMIT RAC CSHEN XAR' DIDI MOMAVALI GAKVS MIKVARXAR DA GAPASEB
20:53 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS