2. 1 ს.კ. გვირილას ან პიტნას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთი. გაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ კომპრესებისთვის.
3. უმი კარტოფილი გახეხეთ და გაწურეთ მარლაში. მიღებული წვენი წაისვით სახეზე, ხოლო სხეულის დაზიანებულ კანზე დაიდეთ კართოფილის წვენში დასველებული საფენები.
4. კომბოსტოს ფოთლებიც ასევე შეუცვლელია მზის დამწვრობის დროს. დაიდეთ ფოთლები დაზიანებულ ადგილებზე და
5. ბევრი იყენებს მზის დამწვრობისას მაწონს ან არაჟანს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ რომ დამწვრობის დროს დაუშვებელია რომ კანი შეიკუმშოს. ამიტომ, როგორც კი იგრძნობთ, რომ მაწონი ან არაჟანი შეშრა, ფრთხილად მოიცილეთ სველი ტამპონით და წაისვით ახალი ფენა.
6. დააყენეთ მაგარი ჩაი, დაასველეთ საფენი და დაიდეთ დაზიანებულ კანზე.




















