08 ივლისი, 2014
''კარგი კადრის გამო ყველაფერზე უნდა წახვიდე...''
პოლიტიკოსები მეორე ნახევრებთან ერთად იშვიათად ჩნდებიან ორი წელია, რაც თიკო ციცვიძე საინფორმაციო სააგენტო ''ინტერპრესნიუსში'' ფოტოგრაფად მუშაობს. მისი ყოველდღიურობა პოლიტიკური მოვლენებითა და სოციალური თემებით არის დატვირთული, რადგან ჟურნალისტებთან ერთად ყოველთვის მთავარი ნიუსების ეპიცენტრშია. მის ფოტოარქივში ნაკლებად ნახავთ გადაპრანჭულ მოდელებსა და გლამურულ ფოტოებს, სამაგიეროდ, პოლიტიკოსები და ქართული არმია ყველაზე დიდ ადგილს იკავებს.

- 25 წლის ვარ, მაგრამ წლების წინ პროფესიად ფოტოგრაფია არ ამირჩევია. ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე და ამის შემდეგ ფოტოგრაფიაში მასტერკლასები გავიარე. დედას ძალიან უყვარდა სურათების გადაღება,
ალბათ, ამანაც იქონია გავლენა. საქართველოში ციფრული ფოტოაპარატის შემოსვლის შემდეგ მეგობრებისგან ვთხოულობდი და ისე ვიღებდი სურათებს. ძირითადად იმას, რაც ჩემი სახლის აივნიდან ჩანდა, ჩიტებს, ბავშვებს, ბუნებას (იღიმის)... ფული შევაგროვე, მეგობრებიც დამეხმარნენ და მალე საკუთარი ფოტოაპარატი შევიძინე.

Rating

Rating

- ქუჩის ფოტოგრაფია თუ იყო შენს ცხოვრებაში?
- ნაკლებად, არ მიყვარს, როდესაც ქუჩაში დადიან და ბავშვებს ან იმ ადამიანებს იღებენ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. ფოტოგრაფად მუშაობა ორი წლის წინ ''ინტერპრესნიუსში'' დავიწყე. თავიდან ცოტა გამიჭირდა. კარგად მახსოვს პირველი გადაღება, რედაქციაში სტუმრად კახი კალაძე მოვიდა. მეორე გადაღებაზეც გამიჭირდა, მაშინ ვიფიქრე, რომ მუშაობას ვერ შევძლებდი. როდესაც ფოტორეპორტიორი ხარ, კარგი კადრის გამო ყველაფერზე უნდა წახვიდე, შეიძლება, ვიღაცაზე გადახტომამ ან ხეზე ასვლამ მოგიწიოს. მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მალე შევეჩვიე. საერთოდ, პრესკონფერენციებზე ფოტოგრაფები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ.

Rating

Rating

- როგორ იქცევიან პოლიტიკოსები ფოტოობიექტივის წინ?
- ორი კატეგორია არსებობს, პირველი – რომლებიც სიამოვნებით პოზირებენ, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი და ჯონდი ბაღათურია. თუ დაინახეს, რომ კამერა უღებთ, მაშინვე პოზირებას იწყებენ, მაგრამ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ერიდება ფოტოების გადაღებას. დაგინახავს თუ არა, ზურგს გაქცევს. ძირითადად, პოლიტიკურ აქციებზე ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები იმალებიან, გეჩხუბებიან, რომ სახე არ გამოუჩინო.

Rating

- ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსენდება?
- შარშანდელი 17 მაისის აქცია. თითქოს ისე ჩანდა, რომ ძალიან ბევრი იყო გადასაღები და ბოლოს რომ ვნახე, კარგი კადრები არ მქონდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სულ ვიღაცას მივდევდი, რომ გადამეღო. როდესაც მივიდოდი იმ ადგილას, სადაც ეს ადამიანი გარბოდა, აღმოჩნდებოდა, რომ გადასაღებიც არაფერი იყო.

Rating

Rating

- პოლიტიკოსების მეორე ნახევრებს თუ იღებ?
- პოლიტიკოსები მეორე ნახევრებთან ერთად იშვიათად ჩნდებიან, მაგრამ როცა ასეთი შესაძლებლობა მომეცემა, სიამოვნებით. ყოველთვის დიდი მოწონება აქვს ანუკა არეშიძის სურათებს. პოლიტიკოსი ქალბატონებიდან ერთხელ თინა ხიდაშელს პორტრეტული სურათი გადავუღე და მოეწონა, სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ გამოიტანა, თინა კარგი გადასაღებია.

Rating

- სამხედრო თემატიკას დიდი ადგილი უკავია შენს არქივში?
- ეს არის თემა, რომელიც არასოდეს მღლის, არ მეზარება პოლიგონებზე წასვლა, არასოდეს ვწუწუნებ. პოლიტიკოსებიდან ყველაზე ხშირად ირაკლი ალასანიას ვუღებ, ძალიან ფოტოგენურია და თან ბევრ ადამიანს უყვარს. სოციალურ ქსელში მის ფოტოებს რომ ვაქვეყნებ, ყველას მოსწონს.

Rating

- სამსახურის გარეთ თუ იღებ ფოტოებს?
- ნაკლებად, რადგან კვირაში ერთი დღე ვისვენებ და გადასაღებად დრო აღარ მრჩება. ჩემი საოცნებო პროექტი მაინც სამხედრო თემატიკას უკავშირდება. სიამოვნებით გადავიღებდი ჯარისკაცებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ფოტოგრაფია მთელი ცხოვრება დარჩება ჩემს პროფესიად, მაგრამ ამ ბოლო დროს ''პალიტრა TV''-სთვის ვიდეოს გადაღება დავიწყე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ნელი ნაცვლიშვილი
გარდა იმისა რომ ხარ ძალიან კარგი ფოტოგრაფი, ასევე უსაყვერლესი ადამიანი ხარ. ვიცი შენ კიდევ უფრო მეტს მიაღწევ!
11:13 / 24-07-2014
გამოხმაურება / 0 /
რუზანა კაპანაძე
წარმატებები, თიკო !!! შენ ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის ...
23:50 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
რუზანა კაპანაძე
წარმატებები, თიკო...! შენ ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის..
23:48 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ნელი ჯალაბაძე
შენს ასაკში ეს ყველაფერი უკვე დიდი წარმატებაა.ამისთვის დიდი მსხვერპლის გაღება გიწევს. ასეა მუდამ-თუ შენს საყვარელ საქმეს გულის სისხლი არ შესწირე, არაფერი გამოგივა.
10:54 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ძველი "ფატოგრაფი"
აქ რაც ვნახე, კარგია, ყოჩაღ, გოგონი!
08:38 / 08-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS