05 ივლისი, 2014
''ადამიანის უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც უნდა...''
დამამცირებლად მიმაჩნია ქილიკი ქალიშვილობის გამო გიორგი კეკელიძეს საჯარო ბიბლიოთეკაში, საკუთარ კაბინეტში შევხვდით და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. გიორგი ყველა პოზიტიურ ტრადიციას პატივს სცემს, ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ ღრეობებსა და ღვინოში ჩახრჩობას არ მიესალმება.

- პატივს ვცემ თითქმის ყველა პოზიტიურ ტრადიციას, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ჩასახულ ტრადიციას, რომელსაც ბრუტალური და რადიკალური ფორმა აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო. მაგალითად, ქელეხის ტრადიციის ორი ფორმა არსებობს - ადრე ქელეხი კეთდებოდა ჰუმანური მიზნით, შორი გზიდან მომავალი ადამიანების გასამასპინძლებლად,
მაგრამ საბჭოთა პერიოდში ღრეობებში გადაიზარდა, მეტიც, ვიღაცები ასეთ სუფრებზე ღვინოში იხრჩობოდნენ და მღეროდნენ კიდეც. ქართული სუფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ აქ დოზებსა და ფორმებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. არ მგონია, რომ ლამპის შუშით ღვინის სმა ქართული ტრადიცია იყოს.
- ძველი თაობა ბიჭებს, რომლებიც ვიწრო შარვლებითა და საყურეებით დადიან, სკეპტიკურად უყურებს და ქართველობას უწუნებს.
- არ მგონია, რომ ფორმებში იდოს ეროვნული იდენტობა და ამაზე ილია ჭავჭავაძე ხშირად საუბრობდა, ''მხოლოდ ტალავრით კაცი არ იცნობაო'' – წერდა. მივიჩნევ, რომ ქართველობის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანია შენი გაკეთებული საქმე ქვეყნის მიმართ და არა ის, ვის სად, რა ტატუ აქვს და რამხელა საყურე ჰკიდია. ბუნებრივია, ესთეტიკაზე ადამიანები დავობენ და ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს პროგრესი. თავის დროზე პროგრესი იყო ისიც, რომ ვიღაცამ დაიწყო ევროპული კოსტიუმის ჩაცმა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ეს ყოველდღიური სამოსი გახდა. არ ვიცი, რამდენად გახდება დახეული ჯინსი აკადემიური ტან-საცმელი, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.
თუ ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება გვინდა, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ენაზე, განათლებაზე, ზოგადად, სახელმწიფოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, რა გვაქვს პოზიტიური, რისი განვითარება გვინდა და რით ვართ გამორჩეულები მსოფლიოში.
- დღეს რით შეიძლება განისაზღვროს ქალის პატიოსნება?
- პატიოსანია ადამიანი, თუ ის არ იპარავს, ვიღაცას არ ჩაგრავს და ა.შ. რაც შეეხება ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას, მინდა გითხრათ, რომ ''გარყვნილი'' ადამიანი, ანუ ის, ვისაც უყვარდა სექსი, იყო საბჭოთა დროში, მეფის რუსეთის დროსაც და ა.შ. დამამცირებლად მიმაჩნია ქილიკი ქალიშვილობის გამო, რადგან ესეც კონკრეტული ადამიანის უფლებაა და ამაში გასაოცარი არაფერია. ასევე ადამიანის ბუნებრივი უფლებაა, ჰყავდეს იმდენი სექსუალური პარტნიორი, რამდენიც სურს. მგონია, რომ ამ თემის კრიტიკოსთა უმეტესობა ფარისეველია და მათი ცხოვრების წესი დიდად არ განსხვავდება იმათგან, ვისაც აქილიკებენ, ოღონდ ისინი ამ ყველაფერს მაქსიმალურად მალავენ.
- დღევანდელ საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი ინარჩუნებს აქტუალობას?
- ზოგადად, ქალიშვილობის ინსტიტუტი მახინჯი ფორმაა, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალიშვილობაა მახინჯი. ქალიშვილობა არის ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობა, რომელიც ადამიანს ან უნდა, რომ შეინარჩუნოს, ან - არა. ეს დაახლოებით ისეთივეა, რომ არსებობდეს ქუდიანთა ინსტიტუტი, რაც აბსურდია. ქალიშვილობის ინსტიტუტი არის სტიგმა, რომელშიც ადამიანებს ცხოვრებას აიძულებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია.
- რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვლილ პირად ცხოვრებას, როდესაც მასთან ურთიერთობის აწყობას გეგმავ?
- ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი განვლილი პირადი ცხოვრებისგან ''შედგება'', რაც გულისხმობს იმას, რომ მის ჩამოყალიბებაში ამას გარკვეული როლი აქვს შესრულებული, მაგრამ თუ მაინცდამაინც ქალიშვილობას გულისხმობთ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის.
- რამდენად შესაძლებელია ვნების გარეშე მეგობრობა ქალსა და მამაკაცას შორის?
- ოო, ეს ძალიან რთული საკითხია, ფსიქოლოგიური თემაა და არაა ადვილად სათქმელი - კი ან არა, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანები მეგობრობდნენ და მათ ურთიერთობაში ქვეცნობიერად იგრძნო ბოდეს სქესობრივი ლტოლვა. Bთუ ჩვენს ურთიერთობაში წინა პლანზე დავაყენებთ მეგობრობას, ყველანაირი ვნების რეგრესირებას შევძლებთ. ასე რომ, მე მგონია, სავსებით შესაძლებელია მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის. მაგალითად ჩემს შემთხვევაში, ჩემი ყოფილი გოგონები, გერლფრენდები, ჩემი მეგობრები არიან.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში რატომ არის სექსი და პოლიტიკა ყველაზე აქტუალური თემები?
- პოლიტიკა იმიტომ, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ამოვედით ყოფითი სირთულეებიდან. რაც შეეხება სექსის აქტუალობას, ერთ-ერთი მიზეზია ცნო-ბისმოყვარეობა, მეორე მხრივ კი ამაზე გავლენა იქონია საბჭოთა კავშირის პერიოდმა, ''როცა სექსი არ იყო''. ასეთი საკითხების სააშკარაოზე გამოტანა კი გადაჭარბებულ ინტერესს იწვევს, რაც, ვფიქრობ, ცოტა ხანში გაივლის.
- პატრიოტობა დღევანდელ საქართველოში სტერეოტიპულია?
- პატრიოტთა ბანაკებითა და მსგავსი ტიპის მოცემულობებით ადამიანი პატრიოტად ვერ ჩამოყალიბდება. პატრიოტობა უნდა იყოს საქმის პატიოსნად შესრულება და არა გულზე მჯიღის ცემა და ყალბი სადღეგრძელოების ძახილი. პატრიოტობა ჩვენი, ყველას პროფესიაა, რომელიც კარგად უნდა გავითავისოთ, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს.
- რატომ არის მოდური დღეს ყველაფერი ქართულის კრიტიკა?
- არ მგონია, რომ ყველაფერი ქართული ცუდია, ჩვენ გვაქვს საამაყო და სერიოზული კულტურული ისტორია, მაგრამ, მეორე მხრივ, რადიკალური პოზიციებიარ გამოგვადგება. იმის მტკიცება, რომ ''რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ'', რბილად რომ ვთქვათ, არასერიო-ზულია და როცა ფაქტის წინაშე ვდგებით, ვხვდებით, რომ სხვა ადამიანებიც ჩვენნაირები არიან.
- დასასრულ, მინდა ვისაუბროთ ისეთ ტრადიციებზე, რომლებიც მოგწონთ და გეამაყებათ.
- ნამდვილად მეამაყება სტუმრისადმი პატივისცემის ტრადიცია, მაგალითად, ისეთი, როგორიც ვაჟამ ''ალუდა ქეთელაურში'' წარმოაჩინა და არა ''სტუმარ-მასპინძელში'', რომელიც ჯერ ვერც ჩვენ და ვერც დანარჩენმა მსოფლიომ ვერ გაიაზრა. აქ იმას ვგულისხმობ, რომ ვერ ხვდებიან, რატომ უნდა სცე პატივი მტერს. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, უცხოსადმი პატივისცემას დავაყენებდი იმ ტრადიციების სათავეში, რომელიც მე მომწონს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ქქქ
გიორგი, დედას რომ სამი შვილი ყავს მიტოვებული და იმის შემდეგ სამი ქმარი ყავს გამოცვლილი თუ შეირთავდი ცოლად?
13:48 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სხვა
ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა საღად მოაზროვნე პიროვნება აქტუალურ ქართველებს შორის. რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ აიღეთ მისგან დაახლოებით ასეთ თემებზე
17:14 / 06-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
თურმე როგორ ვცდებოდი,ზუსტად ამ ადამიანისგან არ მინდოდა მომესმინს რაც ახლა წავიკითხე, იგი უდავოდ ნაკითხია მაგრამ არა განათლებული,ვწუხვარ.. იმედს ვიტოვებ ოდესმე შეიცვლის შეხედულებას
19:27 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
3 - აბსოლუტურად გეთანმხებით! "ქალიშვილობის ინსტიტუტი მახინჯი ფორმაა" აი ამის არსს ვერ ჩავწვდი:) ჯერ ასე უტიფრად და დამეჯერებლად რომ ისვრის ამ ფრაზებს და თან ჭკუასაც რომ ეკითხებიან ,ამაზე ვგიჟდები:) ქალიშვილობის მხოლოდ ბიოლიგიურ ჭრილში ხედვა ეს მდაბიო გონიერებაა სულ რომ მთელი ეროვნული ბიბლიოთეკა გადაიკითხო ამ ცოდნით განვითარება არ ჰყოფნის იმისთვის რომ ასეთ მისტიკურ მოვლენას რასაც " ქალწულობა" ჰქვია , აღიქვა მთელი თავისი" იდუმალებით":)დღემდე ვერცერთი სამეცნიერო კვლევა ვერ დებს კონრეტულ ფაქტზე საინტერესო დასკვნას თუ რა დატვირთვა აქვს ბიოლიგიურად ამ მოვლენას, რა ფუნქციას ასრულებს? ამაზე პასუხი არ არის! გამოდის ეს მჭერმეტყველი და ამ მწერლების ენით საუბარს რო იწყებს სურვილი გიჩნდება რომ თავში ჩაუკაკუნო:) არის ინტუიციური ცოდნა რასაც ასეთ საკითხებს პასუხს სცემს და ვერ მიხვალ ადამიანი ამ ცოდნამდე თუ არ განივითარე საკუთარი თავი და არ ჩარჩი მხოლოდ ფურცლების გადაშლის რაოდენობით " მომარიაჟე" .მოდი რჩევას მოგცემ საიდან დაიწყო ოკ? :) ეკლესიასტე! არ მჯერა რომ წაკითხული გაქვს( იმ წაკითხვას არ ვგულისხმობ შენ რომ კითხულობ) პირდაპირი გაგებითაც შეეცადე არ გაიგო წინადადებები, რასაც ვერ გაუგებ სიტყვის მნიშვნელობას ვგულისხმობ, გადაშალე ლექსიკონები და იხელმძღვანელე, ბევრი გექნება ბიბლიოთეკაში! მოკლედ ნუ სცევცკობ და საკუთარი რენომეს ასამაღლებლად " ქალიშვილობის მახინჯ ინსტიტუტის" ყვირილს მოეშვი. პ.ს ( დარწმუნებული ვარ ეხლა ამ კომენტარს მიაწერს: როგორ შეუწუხებიხარ ქალიშვილობასო:)"
14:16 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
50%50
3-ს თუკი ამერიკაში ან ევროპაში გელფრენდობის ინსტიტუტი არსებობს, მგონი ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში უზნეო და გარყვნილი ერები ცხოვრობენ. ასე რომ ასეთი თემებით ვაჭრობა ერთ-ერთი მძვინვარე იარაღია რუსული პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც წარმატებით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში.
12:16 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS