05 ივლისი, 2014
ეკო ფანგანს ხასიათს ცუდი სიზმრები უფუჭებს
კერპები არ მყავს, ამიტომ საყვარელი მსახიობის გამორჩევაც მიჭირს პროფესია და საქმიანობა:

ჩემი პირველი პროფესიაა საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი და მიმუშავია ამ განხრით, მეორე გახლავთ იტალიური ენა და კულტურა და, მესამე - პიარი. უგზო-უკვლოდ განათლებული ვარ (იცინის). ამჟამად ვმუშაობ ტელეკომპანია ''იმედში'' და ხელოვნების ხელშეწყობის ფონდში.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

ჩემთვის საყვარელი ფილმი არის პედრო ალმოდოვარის ''ყველაფერი დედაჩემის შესახებ'', მძიმეა, მაგრამ მიყვარს, მივიჩნევ, რომ ძლიერი ფილმია. კერპები არ მყავს, ამიტომ საყვარელი მსახიობის გამორჩევაც მიჭირს, თუმცა ჩემთვის
მთელი ბავშვობა ოდრი ჰეპბერნი იყო მისაბაძი მსახიობი, ამიტომაც მას დავასახელებ. ბავშვობაში მეგობრობის დღიურებს რომ ვავსებდი, სწორედ მას ვწერდი.

უკვე გადაღებული ფილმებიდან, რომელში მიიღებდი მონაწილოებას და ვის როლს შეასრულებდი?

ბავშვობიდან მინდა, მსახიობი ვიყო, ამიტომ ყველა ფილმში ვითამაშებდი, რაც კარგია. ''რომაულ არდადეგებს'' დავასახელებ, პრინცესა ანას ვითამაშებდი.

რისი გეშინია?

მიწისძვრის, თურმე ომის მეშინია კიდევ ძალიან, 2008-ში პანიკაში ჩავვარდი.

რისი გრცხვენია?

არაფრის (იცინის). უსირცხვილო კი არ ვარ, ჩემი ქმედებები გააზრებულია და ამიტომ არ მრცხვენია.

დღე, რომელსაც გაიმეორებდი...

გუშინდელი, მაგრამ ვერ გეტყვი ვერაფერს გუშინდელ დღეზე (იცინის)... კიდევ გავიმეორებდი იმ დღეს, როცა პირველად გამოვედი სცენაზე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''.

რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?

როდესაც შეყვარებული ხარ, გეჩვენება, რომ ეს ''ის'' გრძნობაა, მაგრამ მერე სხვა თვალით რომ უყურებ, ვეღარ ხვდები, მართლა იყო თუ არა ის სიყვარული, ამიტომ მიჭირს თქმა. (ფიქრობს) თუმცა, ალბათ - ერთხელ.

ქვეყანა, რომელშიც გინდა იმოგზაურო...

ბრაზილია და კუნძული ბალი.

საოცნებო ვახშამი - მსოფლიო დონის ადამიანთან...

შევხვდებოდი ფეხბურთელ მარკო ბორიელოს ჩემს აგარაკზე, კარგი ვერანდა მაქვს და იქ დავპატიჟებდი.

წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობ:

აღმოვაჩინე წიგნი გეიშებზე და ახლა სწორედ ამას ვკითხულობ.

რა გიფუჭებს ხასიათს?

შიმშილი და ცუდი სიზმრები. ღამე მეღვიძება გულაჩქარებულს, ცრემლები მომდის ხოლმე და მერე ერთი-ორი დღე ცუდად ვარ.

თვისება, რომელიც გინდა შეცვალო:

სიფიცხე. გარდა ამისა, მოვლენებს სიღრმისეულად არ შევხედავდი, უფრო ზედაპირული გავხდებოდი.

სიმღერა, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს:

პრინცის The Most Beau­tiful Girl in The World. 13 თუ 14 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, ''მეორე არხისა'' და რადიო ''105''-ის მეშვეობით მომიძღვნეს ეს სიმღერა, თან ჩემი სახელიც გამოაცხადეს და ძალიან გამიხარდა. ვიცი, ვინც გააკეთა ეს, ჩემი თაყვანისმცე-მელი იყო. მართლა ძალიან გამიხარდა, 90-იან წლებში ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, როგორც დღესაა. ჰოდა, მას შემდეგ ეს გახდა ჩემი ხასიათის სიმღერა.

ერთი კითხვა ეკოსგან სერგეი ლავროვს:

(ფიქრობს) როდის აღიარებს რუსეთის მთვარობა იმას, რომ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა?

და გიორგი მარგველაშვილს რას ჰკითხავდი?

რა გინდოდა წვენებში-მეთქი, - ამას ვკითხავდი (იცინის). ოღონდ ცუდად არ ვამბობ. მაინტერესებს, რატომ აიტკივა აუტკივარი თავი და წავიდა პოლიტიკაში.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნახო
ვის ინტერესებში შედის ამ ქალის გაპიარება ვერ ვხვდები , არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, არაფერი განსაკუთრებული გარეგნობა არა აქვს, ვის აინტერესებბ მაგის სიზმრები ან ხასიატთი რის გამო ეცვლება, მემგონი ჯურნალისტებმა მართლა გარეკეთ
02:13 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
ლამაზი ხარ და სექსუალური
10:58 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესო
მთავარი ის არის რომ მაგარი ლამაზი ხარ ჭორიკნობა სულ არმაინტერესებს მაგარი ლანაზი ხარ
10:56 / 16-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკო
გასკდით გულზე,ძალიან კარგია
13:53 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მაგარი გოგოა, ხალხნო რას ერჩით, მართლაც განათლებულია, საუკეთესო თვისებები აქვს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა უბრალოა, გადასარევია.
13:52 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ამ ქალის მედია - პიარი მკითხველს უკვე ეკო - კატასტროფად გვექცა!
ტოსტერი ვერ ჩამირთავს შიშით, პურის ნაცვლად იქიდანაც ფანგანი არ ამოხტეს!
09:58 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
მონდომებია ეკოს, რომ მთელ სამყაროს რეკოს!
ციტატა:"მეორე გახლავთ იტალიური ენა და კულტურა". კომენტარი: "უგზოუკვლოდ განათლებულმა" ჯერ ქართული ისწავლოს ("გახლავთ") და ტელეეთერს ნუ აბინძურებს! ამ ქალის მედია-პიარი ეკო-კატასტროფად იქცა!
09:51 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
vika
ანნ გეთანხმები.
09:17 / 05-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნ
დზაან დიდი წარმოდგენა აქვს საკუტარ ტავზეეეე
16:43 / 04-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS