62- ყოველთვის ძიების პროცესში ვარ, ახლაც კოლექციას ვგეგმავ. ინსპირაცია ნებისმიერი რაღაცისგან შეიძლება წამოვიდეს... პირველ კოლექციაში შთამაგონა არქიტექტორ გაუდის შენობებმა, მეორეში კი - 50-იანი წლების პინ-აპ გოგონებმა.
-
- აქტუალური ხდება რეტროსტილი, 60-70-იანი წლების სამოსი, ''კლიოში'' ქვედაბოლო მუხლს ქვედა სიგრძით, მოკლე ტოპები და ა.შ. მოდა მრავალფეროვანი ტენდენციებით გამოირჩევა, მაგრამ მე გამოვყოფდი A სილუეტს, წელიდან გაშვებულ კაბებს მოკლე ტოპებით, რაც ხაზს უსვამს ქალურობასა და დახვეწილ სტილს.
- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?
- ელექტრიკი ლურჯი, ღია ცისფერი, ღია იასამნისფერი და პასტელური ტონალობები.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევ?
- მოდაშია: ტყავი, პლისე, პერფორაციები, გამჭვირვალე პრინტიანი ქსოვილები, აპლიკაციებით გაფორმებული ნაჭრები.
- გვითხარი, რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ზედის შერჩევისას?
- სასურველია, არჩევანი შეაჩეროთ პრინტიან ზედებზე, გამჭვირვალე ქსოვილებზე. ამასთან, წელი უნდა იყოს გამოკვეთილი, სასურველია, დაფიქსირდეს ვიწრო ტყავის ქამრით.
- რამდენად აქტუალურია მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში და როგორ, რა გზით შეიძლება ამის მოხერხება?
- მამაკაცის დეტალების შეტანა ქალის სამოსში ყოველთვის აქტუალური იყო, წელს კი აქცენტი აღებულია კაცის პერანგებზე, მაგრამ ქალმა არ უნდა დაკარგოს სექსუალურობა, თუნდაც კაცის სამოსში, ამიტომაც ბევრი დიზაინერი პროპაგანდას უკეთებს ჩახსნილ ღილებს დეკოლტეს გამოსაჩენად.
- ფეხსაცმლის მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- აქტუალური რჩება ფეხსაცმელი მაღლებზე - წაწვეტებული ცხვირით. რაც შეეხება დაბლებს, მოდაშია სადა, მინიმალისტური სანდლები ერთიან ძირზე, ასევე ავანგარდული და ფუტურისტული მოდელები.
- წელს ჩანთების თვალსაზრისით როგორი ტენდენციაა?
- აქტუალურია ჩანთების სხვადასხვანაირი მოდელები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც რბილი და უფორმო ჩანთები, ასევე მკაცრი გეომეტრიული ფორმებით. წელს ზოგიერთ მოდელს სახელურის მაგივრად სამაჯურს უკეთებენ, რაც განსხვავებულ იერს სძენს.
- რაც შეეხება აქსესუარებს?
- წელს ძალიან აქტუალურია ბიჟუტერია მასიური ფორმებით, ტყავისა და ძვირფასი ქვების შერწყმა, მეტალისა და რბილი ტექსტურის სინთეზი, რაც ნებისმიერ სამოსს მდიდრულ ეფექტს აძლევს.
- რა არის აუცილებელი ქალის წლევანდელ გარდერობში?
- ნაზი, ლამაზი სათნო ქალის იმიჯის შესაქმნელად დაგვეხმარება პატარა თეთრი კაბა, რომელიც შესრულებული იქნება ნებისმიერი ფაქტურისგან. 2014 წლის ტენდენციები კი ორიენტირებას ნატურალურ ქსოვილებზე - შიფონზე, ბამბაზე, ტილოზე აკეთებენ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















