27 ივნისი, 2014
საიდან ვერ მოდის ხელცარიელი კახა კუხიანიძე
მომწონს, რომ ჩვენს ქალაქში ბრენდები შემოვიდა ამჯერად გემომეტრის სტუმრები კახა კუხიანიძე და თამუნა მუსერიძე ფავორიტი სილამაზის სალონისა და სამოსის მაღაზიების შესახებ ისაუბრებენ.

- ძალიან მიყვარს მაღაზია ''შუზ გალერი''. ''ზარა'' კი ჩემთვის ძალიან კარგი ადგილია ყოველდღიური სამოსის შესაძენად და ხშირად დავდივარ, ასევე მომწონს ''ნიუ ტრენდი'', ''პრივე'', ''ადიდასი'', სხვა ძვირიანი მაღაზიებიც, სადაც კარგი ხარისხის ტანისამოსი იყიდება. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე პატარა მაღაზია-ბუტიკი, სადაც ვიძენ ხარისხიან სამოსს, უბრალოდ მათი სახელები არ მახსოვს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია ''თბილისი
მოლი'', სადაც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასებია და არჩევანიც დიდია, ხელცარიელი არ წამოხვალ, რაღაცას მაინც იყიდი. მომწონს, რომ ჩვენს ქალაქში ბრენდები შემოვიდა და გვაქვს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, სახელობითი სამოსი შევიძინოთ.
- რაც შეეხება სილამაზის სალონს და სტილისტს, როგორც ყველა ადამიანს, ალბათ შენც გყავს ამოჩემებული სტილისტი.
- სანამ ამაზე გიპასუხებდეთ, გეტყვით, რომ ყოველდღიურად ვვარჯიშობ ''ლოტუს გარდენში'' და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან იქ პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. რაც შეეხება სალონს, თმას ვიჭრი ლენასთან ფალიაშვილზე ''ელევენ სტუდიოში''.

სად ყიდულობს თამუნა მუსერიძე ექსკლუზიურ სამოსს

- ყიფშიძის 9 ბ-ში მდებარე ბუტიკი, სახელად ''9 ბ'', ჩემთვის გამორჩეულია, რადგან შეზღუდული ზომებით, ექსკლუზიურად ჩამოაქვთ სამოსი, რაც გარკვეულწილად იმის გარანტიას იძლევა, რომ შენნაირი ბევრს არ ეცმევა, მაქსიმუმ შეიძლება ერთი, ან ორი ზომა ჰქონდეთ შემოტანილი. შედეგად იქ ნაყიდ სამოსზე იერსახის შესაცვლელად ქურთუკის მოცმა, მაისურის გადაცმა, შარვლის ჯიბის მოხევა და ა.შ. არ მოგიწევს. ძალიან ვერიდები პოპულარულ მაღაზიებში სიარულს, რადგან სადმე რომ წავალ, არ შემხვდეს ვიღაც ანალოგიურად ჩაცმული, იმიტომ კი არა, რომ ამის კომპლექსი მაქვს, უბრალოდ, როცა კონცერტი მიგყავს, უნდა იყო განსხვავებული და უხერხულია, სცენიდან ჩამოსულს შენნაირ სამოსში გამოწყობილი ადამიანი რომ გხვდება.
- ყოველდღიურ სამოსსაც ამ მაღაზიაში ყიდულობ?
- კი, ისეთი ფასები არ არის, რომ ჩემი ხელფასი ვერ გასწვდეს. ასევე ვიწერ ''ამაზონიდანაც''.
- რაც შეეხება სილამაზის სალონს.
- სილამაზის სალონს ძირითადად ვსტუმრობ წარბების, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად და ლაზერული ეპილაციისთვის. ჩემი ფავორიტი სალონიც ამავე მისამართზეა, ყიფშიძის 9 ბ-ში და ჰქვია ''ბათერფლაი ბიუთი ოფის''. შემთხვევით მივედი ჩემს მეგობართან ამ სალონში და გვერდით აღმოვაჩინე ზემოხსენებული ბუტიკი.
- ვარცხნილობასაც, ალბათ, ამ სალონში იკეთებ.
- ვენდობი სტილისტს, რომელიც ზემოხსენებულ სალონში მუშაობს. ძირითადად, ექსპერიმენტებს არ მივმართავ, რადგან ერთხელ გადამიცდა ფეხი, წავედი რუსეთიდან ჩამოსულ სტილისტთან, ვუთხარი, მხოლოდ ბოლოჭამიები მომაჭერი-მეთქი, ეტყობა, ვერ გაიგო კარგად და ისე მოკლედ შემაჭრა თმა, სახლში რომ შევედი, დედაჩემი ვერ მიხვდა მე ვიყავი, თუ ჩემი ძმა. ძალიან განვიცადე და მერე `თმის სახლში'' დავიგრძელე.

მარიამ ლაღიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS