- მაისურებზე პრინტს აკეთებ, თუ სხვა ხერხით ხატავ?
- მაისურებზე ხელით ვხატავ, ეს ზუსტად ისეთი შემოქმედებითი
- გარდა მოხატული და პრინტიანი მაისურებისა, როგორი ზედატანებია მოდაში?
- მე რა მომწონს და რა არა, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ახლა მოდაშია თეთრი, შავი და ასევე მკვეთრი ფერის მაისურები დიდი მძივებითა და აქსესუარებით. შეიძლება, სამკაული კაბას ან ზედას მიმაგრებული ჰქონდეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დამოუკიდებლად ეკეთოს. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ესპადრელები ძალიან აქტუალურია. ადრე ამ მხრივ უფრო მუქი ფერები ჭარბობდა, ახლა კი გაფერადდა, რაც კარგია.
- შარვლების, კაბებისა და ქვედაბოლოების თვალსაზრისით რა ტენდენციები იკვეთება?
- ყველანაირი შარვალია მოდაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ზოგადად შარვალი ნაკლებად აქტუალურია. პატარა გოგონები უფრო მოტკეცილ კაბებსა და ქვედაბოლოებს იცვამენ, თუმცა ასევე მოდაშია ელი სააბის სტილის გაშვებული კაბები, ბრჭყვიალებით გაფორმებული.
- ჟილეტებზე რას გვეტყვი, რომელიც ამ სეზონზე ძალიან აქტუალური გახდა?
- ჟილეტები მართლაც ძალიან აქტუალურია, თან ვხვდებით სხვადასხვანაირს, ამოჭრილი, ან გამჭვირვალე ზურგით, ჯინსის და ა.შ. სხვათა შორის, ჯინსის ჟილეტი შეიძლება მოიცვათ სადა ფერად კაბაზე და გამორჩეული იქნებით.
- ფაქტურის კუთხით რა უნდა გავითვალისწინოთ?
- ტყავი ინარჩუნებს წამყვან პოზიციას, მაგრამ ამ სეზონზე უპირატესობა უფრო მყარ და მაგარ ნაჭრებს ენიჭება. ცცც, უბრალოდ, ახალი ემატება. შესაბამისად, არჩევანი დიდია და ადამიანს შეუძლია, თავისი ინდივიდუალური სტილი შექმნას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















