ონლაინ-ტოტალიზატორებში სხვისი პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული მოსწავლეები თავით ეშვებიან აზარტის სამყაროში. ასეთი გატაცებები რითაც სრულდება, ყველამ კარგად იცის. ამჯერად პრობლემის თაობაზე არა ექსპერტებს, არამედ
"ახლა ჩემპიონატია და დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს. 13-14 წლიდან ზევით, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ტოტალიზატორის ბილეთებს აკეთებს. ადრე მეც ვთამაშობდი, მაგრამ არ მევასება ეგეთი რამეები, ფეხბურთის დიდი ფანიც არ ვარ. სამაგიეროდ, მთელი ჩემი საძმაკაცო მაგაშია ჩაბმული. ბავშვებს რა უნდა მოკითხო, რამდენიც გინდა იმდენია, მამებთან ერთად რომ აკეთებს ბილეთებს, ოჯახური გასართობია, რა", - მიყვება მე-11 კლასელი ლევანი.
- ბილეთებს როგორ "აკეთებენ", ტოტალიზატორში შესვლა ხომ 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია.
- ვისაც არ უშვებენ, ტოტალიზატორის შესასვლელთან დადგება და ვინმე უფროსს სთხოვს, რომ ფსონი დაუდოს. უარს ვინ ეტყვის?!
- ასე სისტემატურად სათამაშო ფული საიდან აქვთ?
- დაალომბარდებენ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება.
- კომპიუტერი როგორ გააქვთ სახლიდან მშობლების გარეშე?
- იტყვიან, ვინდოუსი მაქვს გადასაყენებელიო, რაღაც უნდა ჩავწეროო ან რაიმე ამგვარს... მაგის მოფიქრებას რა უნდა. ოქროს ჯვრებს და ცეპებსაც ალომბარდებენ.
ლაშა, 15 წლის: "ახლახან წააგო ჩემმა კლასელმა 150 ლარი. ახლაც მაჩვენა ბილეთი, 30 ლარი უნდა დავდო და შენ რას მირჩევო"
- ბევრი ბავშვი თამაშობს შენს ირგვლი?
- მთელი სკოლა. ინტერნეტ-ტოტალიზატორებში ხან ბურას, ხან პოკერს ვთამაშობთ. მე ლარზე მეტს არ ვდებ, მაგრამ სხვები სერიოზულ თანხასაც დებენ. ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი იყო სკოლაში. ბიჭმა კლასელი გოგოსგან აიპადი ითხოვა. დაალომბარდა, ითამაშა და წააგო. ფული ვერ გადაიხადა, მშობლებმაც გაიგეს და...
- ონლაინში როგორ თამაშობთ, იქ ხომ დარეგისტრირებაა საჭირო, თანხაც მოწმობით ან საკრედიტო ბარათით უნდა აიღო...
- სხვისი პირადობის მოწმობებით რეგისტრირდებიან და თუ მოიგეს, გამოტანაშიც ისინი ეხმარებიან.
იხილეთ სრულად




















