- ძირითადად ''იოლსა''და ''კარფურში''დავდივარ, ყველაზე ხშირად კი მაინც ''კარფურს''ვსტუმრობ, რადგან ჩემთან ძალიან ახლოსაა, თან პროდუქტის ხარისხიც და მომსახურებაც დამაკმაყოფილებელია. პრინციპში იმავეს თქმა შემიძლია ''იოლზე'', განსაკუთრებულად ''იოლის''ბუტერბროდები მომწონს.
- ხორცპროდუქტებისა და ძეხვეულისთვის რომელ მაღაზიებს სტუმრობ?
- ''შინჰოფერს'', რადგან სამსახურთან ახლოსაა,
- მეგობრებს ამოჩემებული კვების ობიექტი თუ გაქვთ?
- კი. ცოტა ხნის წინ ბეთლემის ქუჩაზე გაიხსნა ''არტკაფე'', რომელიც განტვირთვის კარგი საშუალებაა და სამზარეულოც გემრიელი აქვთ, ინტერიერითაც გამორჩეულია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ტრადიციული ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად რომელ კვების ობიექტს არჩევ?
- სხვათა შორის, გუშინ ვიყავი საბურთალოს ქუჩაზე ახლახან გახსნილ სახინკლეში, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ სახინკლეებს არ ჰგავს, უფრო დახვეწილია, ინტერიერიც გამორჩეულია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ''ეიჩ ბი'', ''მასპინძელოს''ქაბაბზე ვგიჟდები, ''მაჭახელაში''აღარ დავდივარ, რადგან ადგილი არასდროს არ არის.
- რჩევა გვანცასგან მკითხველს, სად ამზადებენ შენთვის გამორჩეული კერძს გემრიელად?
- ''კაფე დე ფრანსში''არის ძალიან გემრიელი სპაგეტი ''კარბონარა'', ასეთი გემრიელი სპაგეტი, მგონი, მართლა არ არსებობს და ვურჩევ თქვენს მკითხველს, დააგემოვნოს.
ირაკლი გაფრინდაშვილი ქართული მომსახურებით უკმაყოფილოა
- ჩემს სამსახურთან ახლოს ''სმარტია'', ამიტომ ყველაზე ხშირად იქ დავდივარ და ჯერჯერობით უკმაყოფილოც არ ვარ, დიეტური საჭმელების შეძენსაც ვახერხებ.
- რადგან დიეტაზე ხარ, ალბათ სწრაფი კვების ობიექტებს აღარ სტუმრობ.
- კი, ასეა, ცოტა ხანს სწრაფი კვების ობიექტები დავიწყებული მაქვს.
- როდესაც არ ხარ დიეტაზე და გსურს გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება, სად მიდიხარ?
- ძირითადად, ნაბახუსევზე მივდივარ ასეთ ადგილებში. უპირატესობას მაინც ''სტელას'', ''ჩინურს''ან ''ეიჩ ბის''ვანიჭებ.
- გამორჩეულად საყვარელ დესერტს სად ამზადებენ?
- ''ანტრეში''. ესაა ''ბრაუნი''.
- როდესაც დიეტაზე ხარ, ყველაზე ძალიან რა გენატრება?
- ზემოხსენებული ''ბრაუნი''
- კვების ობიექტი, რომელმაც გაგაოცა მომსახურებით, ინტერიერით, კერძებით.
- ასეთი საქართველოში ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს. ჩვენთან სერვისი არასდროს არ მომწონს, თუმცა, დილაობით, ნაბახუსევზე რომ მივდივარ ამა თუ იმ კვების ობიექტში, იქ შეძლებისდაგავრად სწრაფად მოაქვთ კერძები. ალბათ იმიტომ, რომ იციან, ცუდად ხარ და დროულად უნდა მიირთვა, რაც გინდა. ესაა მათი მთავარი მარკეტინგი და მეტ-ნაკლებად ასრულებენ.
თეკლა ჟვანია




















