- ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად გრაფიკას, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ფერწერაზე გადავედი. 14 წლის ვიყავი, რო-დესაც ფოტოების გადაღება დავიწყე. პირველად მობილური აპარატით ვიღებდი, შემდეგ მშობლებმა ფოტოაპარატი მიყიდეს. ძირითადად პეიზაჟებსა და ადამიანების კიდურებს ვიღებდი. ჩემს ძმას, მეგობრებს

- როგორც ვიცი, ჩანახატებს წერ.
- დიახ, ამ ბოლო დროს წიგნის დაწერის სურვილი გამიჩნდა, იმედია, ეს იდეა განხორციელდება. ვიღებ ყველგან, მაგალითად, იპოდრომის ერთი სერია მაქვს, სადაც ასახულია მიტოვებული საჯინიბო, შენობები.

- შავ-თეთრი ფოტოების გადაღება მოგწონს.
- ამ დროს საგანი უფრო მკვეთრი ჩანს და უფრო მეტი ემოცია მოდის, როდესაც პორტრეტებს ვიღებ. მომწონს ბავშვებისა და მოხუცების სერია. მათთან უფრო იგრძნობა ხასიათი. რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. ამ დროს ვიმალები, არ მინდა, რომ დამინახონ, მერიდება... ერთმა მოხუცმა მამაკაცმა, რომელიც არავის ელაპარაკებოდა, ჩემთან საუბარი დაიწყო, ვკითხე - არ იყო ეს საქმე მისთვის დამღლელი?.. რაზეც მიპასუხა, რომ მაინც ბედნიერი იყო იმით, რაც ცხოვრებაში გააკეთა.

- შავკანიანი მოწყალების მთხოვნელიც გყავს გადაღებული.
- უბრალოდ, ხშირად ჩავუვლიდი ხოლმე და განსაკუთრებული ფრაზებით გამოირჩეოდა. ხალხს ეუბნებოდა, ''დამეხმარეთ, ფლიზ''. შემამჩნია, რომ ფოტოს ვუღებდი და არ მერიდებოდა. ყურადღებას მიჩვეულია, სხვა უამრავი ფოტოგრაფიც უღებს.

- გადასაღებ ადგილს სპეციალურად არჩევ?
- არა, რამდენჯერ მინანია, რატომ დავტოვე ფოტოაპარატი სახლში-მეთქი.

- შენს ფოტოებზე ძალიან ბევრი ტკივილია.
- ხელოვნება და ზოგადად შემოქმედება ბედნიერებასთან იშვიათად ასოცირდება და ყოველთვის რაღაცის ნაკლებობის გამო მოდის. ჩემ შემთხვევაში ასეა, სხვებზე არ ვლაპარაკობ. ჩემი ფოტოების დიდი ნაწილი სევდიანია, მაგრამ ეს უფრო მეხმარება, რომ უკეთესად ვიყო. ხატვაც ამიტომ დავიწყე, ემოციების გამოხატვა მინდოდა და ალბათ მომენტს ველოდებოდი. გრაფიკიდან ნახატებზე გადავედი.

- დამტვრეული ქანდაკებები სად გადაიღე?
- აბასთუმანში, რომანოვების სასახლეში. შადრევნის გარშემო არსებული დანგრეული ქანდაკებებია. არ ვიცი, ჩემი პერსონაჟები შეიძლება სევდიანები არიან, მაგრამ ესეც ხომ დროებითია, მათ ცხოვრებაშიც იყო ბედნიერი დღეები.

- ძალიან ლამაზი პეიზაჟები გაქვს გადაღებული, ყველა ფოტო ბუნებრივია?
- დიახ, ძალიან არ მიყვარს ფოტოშოპი. არაბუნებრივია... როგორი ბუნებრივიც მე ვარ, ასეთივე მინდა იყოს ის, რასაც ვქმნი. სურათები იქნება ეს, ნახატები თუ ნოველები. განსაკუთრებულად მიყვარს მწვანე მონასტრისა და ყაზბეგის ფოტო. ძალიან მინდა, მომავალში გამოფენა გავმართო და იმ პატარა საზოგადოებაში, რომელშიც მე ვტრიალებ, რაღაც დავტოვო. ასევე მინდა, როგორც ხელოვანი, გავიზარდო. ინტერიერის დიზაინერი ვიქნები და ამისთვის საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას. ახლა რამდენიმე თვით გერმანიაში მივემგზავრები, ორ წელიწადში კი ესპანეთში და ყველა იმ ქვეყანაში წავალ, სადაც შემეძლება კვალიფიკაციის ამაღლება.

- როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?
- ძალიან თავისუფალი ოჯახი მაქვს. არაფერში მზღუდავენ. დედას მოსწონს მწერალი თათა.

- რაზე წერ?
- ძირითადად, ჩემს განცდებზე. ახლახან საგიჟეთზე დავწერე და ჩემს პერსონაჟს ნიკო დავარქვი. იმ დღეს გამოცდა მქონდა, ძალიან არ მინდოდა წასვლა და ჩემი უარყოფითი ემოციები მოთხრობაში გადავიტანე.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















