- თამუნა, იოგაში ვარჯიში, როგორც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული ფოტობიდან ჩანს, საერთოდ არ გაგიჭირდა.
- არ გამჭირვებია, რადგან ბავშვობიდან სპორტს მივდევ. მესამე გაკვეთილია, რაც იოგაში ვივარჯიშე და მასწავლებელი ჩემით ძალიან კმაყოფილია. მითხრა, ორ თვეში ისეთ
- რატომ გადაწყვიტე იოგაში ვარჯიში.
- ვვარჯიშობდი სპორტის სახეობაში ბრძოლა წესების გარეშე. ამ ერთ-ერთ ვარჯიშზე კუ-დუსუნის ძვალი გავიტეხე და ვეღარ გავაგრძელე ამ სპორტში ვარჯიში. რამდენიმე თვე ვეცადე, რომ დამესვენა და შემდეგ აქტიურად ვეღარ ჩავები ამ სპორტში.

- შეიძლება ითქვას, შენთან კამათი სახიფათოა.
- არა, რას ამბობ. თავდაცვის ილეთებს ვსწავლობდი, შეტევითი ილეთები არ მისწავლია. იმ შემთხვევაში გამოვიყენებ ჩემს ცოდნას ამ სპორტში, თუ ვინმე თავს დამესხმება. მე არავის არაფერს ვერჩი.
- როგორც ჩანს, ჯანსაღი ცხოვრების წესით გადაწყვიტე ცხოვრება, სიგარეტის მოწევას თავი დაანებე?
- სიგარეტისთვის თავის დანებება არც მიფიქრია. ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ მინდა, ჩემი სხეული ისეთი იყოს და ისე გამოვიყურებოდე, როგორც ახლა.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















