02 ივნისი, 2014
17 წლის ხატმწერის თვალით დანახული თბილისი და ტაძარი, სადაც ღმერთი გელოდება
მინახავს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ფანქარი არ დაუჭერია ხელში, მაგრამ ხუთი ხატი აქვს დაწერილი 17 წლის ზუკა ფირცხალაიშვილი, ასაკის მიუხედავად, რამდენიმე პროფესიას ფლობს. მხ-ატვარი, ხატმწერი, ფოტოხელოვანი – ამ ცოდნის დაგროვება ძირითადად დამოუკიდებლად მოახერხა. მიუხედავად ამისა, პროფესიად არქიტექტურა აირჩია, რადგან მომავალს რაციონალურად უყურებს და მიიჩნევს, რომ საყვარელი პროფესიებით თავის რჩენას ვერ შეძლებს.

- 51-ე სკოლას ვამთავრებ. ახლა საატესტატო გამოცდები მეწყება, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას. ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავ, მაგრამ დაახლოებით ერთი წელი იქნება, რაც ისეთი ნახატების შექმნა
დავიწყე, რომ გამოჩენა შეიძლება. ხატვაზე არა-სოდეს მივლია, მაგრამ ერთი წელი ხატწერას ვსწავლობდი. ხატვა და ხატწერა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. შეიძლება, ხატვა იცოდე და ხატწერა არ გამოგივიდეს და პირიქით. მინახავს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ფანქარი არ დაუჭერია ხელში, მაგრამ ხუთი ხატი აქვს დაწერილი და აქედან სამი მირონმდინარეა.

Rating

- შენ რამდენი ხატი გაქვს დაწერილი?
- ორი - წმინდა ნონას ხატი, დედას ნონა ჰქვია, და იოანე ოქროპირის. გამოფენაზე მქონდა გატანილი, მაგრამ ვერ გავიმეტე და დედას ვაყიდვინე. ერთი ხატი სახლში მაქვს და მეორე ნათლიას ვაჩუქე. ძალიან დიდი შანსია, რომ ერთ დღესაც დაჯდე და ხატი ვეღარ დაწერო. თუ ეკლესიურად არ ცხოვრობ, შეიძლება, ერთი წერტილიც ვერ დასვა. ხატწერაში მხოლოდ ხუთი ფერი გამოიყენება, ძალიან რთულია.

Rating

- აპირებ, რომ ხატწერას გაჰყვე?
- სურვილი მაქვს, მაგრამ ამით თავს ვერ ირჩენ. მაგალითად, ჩემს მასწავლებელს თავის რჩენა სკოლის გახსნით არ უნდა უწევდეს.

Rating

- ფოტოგრაფიაში როგორ აღმოჩნდი?
- ორი წლის წინ ფოტოაპარატი მაჩუქეს. როგორც ხატვისას, ასევე გადაღებისასაც პორტრეტებს ვანიჭებ უპირატესობას. საერთოდ, არ მიყვარს ნატიურმორტები და პეიზაჟები, რადგან ყველა დახატავს. ასეთ მხატვრებს არ ვაფასებ. ფოტოებს ძირითადად მეგობრებს ვუღებ. არ ვაპირებ, რომ ფოტოგრაფიას გავყვე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

Rating
Rating

- შენს ფოტოებში დიდი ადგილი უჭირავს რელიგიურ თემებს, მაგალითად, მამაკაცი ეტლით რომელ ეკლესიაში გადაიღე?
- სიონის ტაძარში... ეს მამაკაცი ყოველდღე დედას მოჰყავს და ტოვებს. წირვას ესწრება. ხშირად წავსულვარ სპეციალურად ფოტოების გადასაღებად. ვიცი, რომ ყოველ კვირას ჩემს ერთ-ერთ მეგობარს უნდა გადავუღო სურათები. ამისთვის წყნეთშიც ავსულვართ. განსა-კუთრებულად მიყვარს ჩემი მეგობრის, თათა მარუაშვილის გადაღება. ძალიან ნიჭიერი გოგონაა, სულ რამდენიმე თვეა ხატვა დაიწყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი იქნება.

Rating
Rating

- მტრედებიანი მამაკაცი სად გადაიღე?
- სამხატვრო აკადემიაში გამოფენა მქონდა და თავისუფლების მოედანი რომ გავიარე, ეს მამაკაცი დავინახე. პირველ დღეს ყურადღება არ მიმიქცევია, გამოფენაზე მეჩქარებოდა, მეორე, მესამე დღეს იგივე განმეორდა და მივხვდი, რომ ყოველდღე სპეციალურად მოდიოდა, რომ მტრედებისთვის ეჭმია.

Rating

- ორი განსხვავებული სახლი, ერთი ახალაშენებული და მეორე დანგრევის პირას მყოფი – ეს ფოტო სად გადაიღე?
- ეს არის თბილისის სინამდვილე... მშრალი ხიდის ტერიტორიაზე გადავიღე. რაც მთავარია, მარჯვენა სახლშიც და მარცხენაშიც ადამიანები ცხოვრობენ. როგორც გავიგე, ძველი სახლის დანგრევის უფლებას არ აძლევენ, ძეგლის სტატუსი ჰქონია, მაგრამ საოცარი კონტრასტია.

Rating

- განსაკუთრებულად რომელი გადაღება გახსენდება?
- ერთხელ ჩემი მეგობარი გოგონა გადავიღე, რომელიც ძირითადად ბიჭურად ჩაცმული დადის, ცხოვრებაში პომადა არ წაუსვამს. გადავწყვიტე, რომ გარდამესახა. თმა დავვარცხნე, საერთოდ სხვა სახე მივეცი.

Rating
Rating

- ''რამიშვილები'' როდის გადაიღე?
- მეგობარმა დახურულ ჩვენებაზე დამპატიჟა. აივანზე ვიჯექი და როგორც შევძელი, გადავიღე. ჩემს არქივში ბევრია ეკლესიების ფოტო. განსაკუთრებულად მიყვარს ანჩისხატი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ უფალი გელოდება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ბუწკალა
იხარე!
15:22 / 19-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
,,განსაკუთრებულად მიყვარს ანჩისხატი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ უფალი გელოდება.,,- და ეს ადამიანი 17 წლისაა-გენაცვალე პატარა ბიჭო და დიდო კაცო , ბედნიერი დაუბერდი დედას, ყოველთვის დიდი სიყვარულით დაველოდები შენს წარმატებებს... . ლიანა დეიდა
15:09 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა ბარბაქაძე
მადლობა ჟურნალისტს ამ სტატიისთვის,ზუსტად ისეთი ზუკას გაცნობისთვის როგორიც სინამდვილეშია, თავდაჯერებული, ნიჭიერი, მოკრძალებული. დაე ჰქონდეს ცხოვრებაში უამრავი წარმატება, დარჩეს კვლავ ასეთად.
20:26 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ზუკა ფირცხალაიშვილი
მადლობა დიდი
12:37 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
sunny isles
ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ,ასაკის მიუხედავად ზუსტად იცი რა გინდა,შთაბეჭდილება მრჩება საკუთარი თავი იპოვე )))მე 28 წლის ვარ,და ისევ ძიების პროცესში ვარ.წარმატებებს გისურვებ
05:08 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS