- ახლა ისეთი პერიოდია, ყველაფერია მოდაში, თუმცა გვაქვს გამოკვეთილი ტენდენციები. მაგალითად, კლასიკური და სპორტული სტილის ნაზავი, მრავალფეროვანი ნაჭრების გამოყენება, ასევე შეიძლება საზაფხულო სამოსის დეტალურად გაფორმება ტყავით.
მოდურია ვიწრო,
- კლასიკურ სამოსში სპორტული ელემენტები როგორ შევიტანოთ?
- კლასიკური სილუეტის კაბა შეგიძლიათ ჩაიცვათ კედსა და ბოტასთან, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ძალიან კლასიკური, მაგალითად ატლასის ნაჭრისგან შეკერილი კაბა. ბოტასმა კი უფრო კლასიკური იერი მიიღო.
- შარვლების მოყვარულებმა რა უნდა გაითვალისწინონ?
- მოდაშია კოჭამდე სიგრძის, ფართხუნა ან შლაქსის ტიპის, მუხლიდან გაშვებული შარვლები. თუმცა თეძოდან გაფართოებული შარვლებიც არაა ტენდენციებიდან ამოვარდნილი.
- ზედატანების მხრივ რა დეტალებია საყურადღებო?
- აქტუალურია ყოველდღიური სტილი, ანუ ჩვეულებრივი მაისურები, თუნდაც დაფხრეწილი დეტალებით, ასევე პრინტიანი ზედები. გამორჩეული ტენდენცია გახლავთ დიდი აქსესუარები ამ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ მაისურებზე. ბოლო ორი წელია, აქსესუარებზე დიდი აქცენტი კეთდება.
- ბოტასი რომ მოდურია, ეს ვთქვით, მაგრამ რა უნდა გავითვალისწინოთ ქუსლიანი ფეხსაცმლის შერჩევისას?
- უფრო ჰაეროვანი გახდა, მსხვილი ქუსლი და თხელი ცხვირი ის დეტალებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. ასევე მოდურია ესპადრელები და დაწნულძირიანი ღია ფეხსაცმელი.
- ქუჩაში, ყოველდღიურად, ხშირად ვხვდებით გოგონებს ქუსლიანი ფეხსაცმლით, შეიძლება, ეს მოდურად ჩაითვალოს?
- კი, მოდურია, მაგრამ პირადად მე ვერ ვიყენებ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ამას სპორტული სტილი და დაბლები მირჩევნია, მაგრამ ქალი ქუსლებზე ლამაზი და მიმზიდველია.
- კაბებისა და ქვედაბოლოების თვალსაზრისით მოდა რა სიახლეებს გვთავაზობს?
- გასული სეზონისგან განსხვავებით, ქვედაბოლოს წელის ხაზმა თეძოს ქვემოთ ჩამოიწია, ფორმები კი ცოტათი ასიმეტრიული გახდა.
- გაზაფხული პიჯაკების სეზონია, როგორი ფორმისა და სილუეტის პიჯაკებია მოდური?
- უფრო მუხლამდე სიგრძის უსახელო პიჯაკები, ანუ ჟილეტებია მოდური. სწორხაზოვანი და მინიმალისტური სილუეტის.
- დასასრულ, რჩევა მივცეთ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, როგორი კაბები მოირგონ ბანკეტებისა თუ სხვა საღამოებისთვის?
- უმჯობესია, კაბა იყოსა სადა, არააქცენტირებული ფორმებზე, გამოკვეთილი კი იყოს მაკიაჟი და აქსესუარები.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















