02 ივნისი, 2013
როგორ იხსენებს საზარელ დღეს უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოგდებული გვანცა ადამია
ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბე-ჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. ერთი თვის წინ უნივერსიტეტში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გოგონა მესამე სართულიდან გადმოაგდო. დედისერთა გვანცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მის საბოლოო გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება. სწორედ „რეიტინგის“ წყალობით შეიტყო ჩვენმა მკითხველმა, რომ გვანცა ქართლოს ნატროშვილის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას და ვანოს კამათი სწორედ პრეზიდენტის პაროდისტთან გადაღებულ ფოტოს
მოჰყვა, რომელიც გვანცამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
22 წლის გვანცას საავადმყოფოდან გამოწერის ამბავიც ქართლოსისგან შევიტყვეთ და ვთხოვეთ, მასთან სახლში მივეყვანეთ. ქართლოსი არ დაგვზარდა. მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ შემთხვევის მთავარ გმირთან, გვანცა ადამიასთან.
- გვანცა, მიხარია რომ უკეთ ხარ, რას ამბობენ ექიმები, ფეხზე როდის გაივლი?
- ღვიძლზე ნახეთქი ჭრილობები მქონდა, საიდანაც სისხლდენა განვითარდა. ორი ლიტრი სისხლი იყო მუცელში ჩაღვრილი. ოპერაცია გამიკეთეს. დაბეჟილი იყო მარჯვენა ფილტვი. გატეხილი მაქვს ნეკნი და მენჯის ძვალი. 20 დღის შემდეგ რენტგენი უნდა გადამიღონ და თუ არასწორად შეიზარდა ძვალი, შეიძლება კიდევ დამჭირდეს ოპერაცია.
- სანამ შენ საავადმყოფოში იწექი, თბილისში უკვე ყველამ გაგიცნო, არაერთი ვერსია გავრცელდამომხდარის შესახებ. გვიამბე თქვენი ამბავი, შენ და ვანო შეყვარებულები იყავით?
- შეყვარებულები არ ვყოფილვართ. კურსელები ვართ და რამდენიმე საგანს ერთად გავდიოდით, ერთად გვიტარდებოდა ლექციები. თავიდან ორი წლის განმავლობაში ისე დამყვებოდა თურმე უკან, რომ საერთოდ არ ვიცნობდი. მორიგი ასეთი თვალთვალის დროს, სექტემბერში დამიძახა და გამომელაპარაკა. ცოტა უცნაური ბიჭი ჩანდა მაშინვე. ყველაფერი ამა და ამ რიცხვში დაიწყოო, მითხრა. იმ რიცხვს ასახელებდა, როცა შევუყვარდი. ისიც მითხრა, იმ დღეს რა მეცვა. ერთ-ერთ წიგნს ახსენებდა, ახალი წაკითხული მქონდა, შენ რომ დაგინახეო. მერე ის წიგნი მაჩუქა. უნივერსიტეტის პროფესორ ირაკლი კობახიძის წიგნია, „დაბრუნება ტერანუოვაში“. საჩუქარს უკან ხომ არ დაგიბრუნებ-მეთქი, ვუთხარი და გამოვართვი. ისიც გამიმხილა, რომ ავადმყოფურად ეჭვიანობდა ყველასა და ყველაფერზე. ყველა გოგოს შენით ვზომავო, მეუბნებოდა, შენ უნდა გგავდესო.
- ისიც ითქვა, რომ ვანოც კარგად სწავლობდა, ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყოო, ასე ახასიათებენ ლექტორები...
- კი. 100%-იანი გრანტით მოეწყო. ძალიან ნაკითხი იყო, წიგნის, ლიტერატურული გმირების ენით ლაპარაკობდა.
- რა უპასუხე სიყვარულზე?
- პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. ვუთხარი, სიყვარულს ვერ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემგან იმედი არ გქონდეს-მეთქი. იმ დღის მერე არ მომცილებია, სულ თან დამყვებოდა. იმ ლექციებსაც ესწრებოდა, რომელიც მას პროგრამით არ ეკუთვნოდა. იცოდა, რომ სამი საათი მიგრძელდებოდა ლექციები. ამ ხნის განმავლობაში მეტროსთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა „ფეისბუქზე“. უპასუხოდ დავტოვე. ძალიან გაღიზიანებულმა დამირეკა. დილა იყო. თავს არავის ავაგდებინებ, დებილივით მექცევი, იდიოტი გგონივარო. ისედაც მეზიზღება ეს დედალი ქვეყანა და თუ შენთან არაფერი გამომივიდა, საერთოდ წავალ აქედანო. გავბრაზდი, ასე რომ მელაპარაკა. რის პასუხს მთხოვ, რამე გაგრძნობინე? თუ შენთვის ილუზიებს იქმნი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა, სამ კვირას გაძლევ, მოიფიქრე და პასუხი მითხარიო. არანაირი სამი კვირა არ მჭირდება, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება-მეთქი, ვუთხარი.
- ამ შემთხვევამდე აგრესია არ გამოუვლენია შენთან, ეჭვიანობის სცენები თუ გაუმართავს?
- კი, როგორ არა, ის რატომ გიყურებდა, ამან რატომ შემოგხედაო, მეუბნებოდა. ერთი-ორ ბიჭს მოვწონდი უნივერსიტეტში. ეს გაუგია და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ ჩემთან საუბრის დროს. რას ჰგვანანო, მეუბნებოდა, ჩემს „ფეისბუქსაც“ აკონტროლებდა. ქართლოსთან რომ გადავიღე სურათი ბიძაშვილის დაბადების დღეზე, არ ესიამოვნა.
- როგორი ნათესავია ქართლოსი შენი?
- ბიძაშვილის დეიდაშვილია. დაიწყო ეჭვიანობა ქართლოსზე, რას ჰგავსო, ამბობდა. გრიმს რომ უკეთებენ, კიდევ არა უშავს და ამ ფოტოში არ არის ლამაზი, მე უგრიმოდაც ლამაზი ვარო. პატარა ბავშვივით ლოგიკა ჰქონდა. ბიძაშვილის დეიდაშვილი რანაირი ნათესავიაო, მითხრა.
- ქართლოს, თუ იცოდი ვანო შენზე რომ ეჭვიანობდა?
- ეგ კი არა, ამ ბიჭის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი... „კურიერში“ რომ თქვეს, გოგო გადმოაგდესო, ფოტო არ უჩვენებიათ. მეორე დღეს სოფელში უნდა წავსულიყავი და დეიდაშვილს დავურეკე, რაღაც უნდა გაეტანებინა. ნამტირალევი ხმა ჰქონდა, გვანცა გადმოაგდესო, მითხრა. მაშინ გავიგე, რაც დაგვემართა.
- გვანცა, რატომ არავის უთხარი, ასე რომ გაწუხებდა ვანო, თუ ფიქრობდი, რომ თავად მოაგვარებდი ამ პრობლემას?
- ყველამ იცოდა, რომ მაწუხებდა, ჩემი მეგობრები, დაქალები ცდილობდნენ, მარტო არ დავეტოვებინეთ, რომ ვანო არ მოსულიყო. დედამაც იცოდა ყველაფერი. თან არც ასეთი უსაშველო მეგონა ეს სიტუაცია, ვიფიქრე, თავად მოვაგვარებდი ყველაფერს, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოიქცეოდა.
- შეგიძლია, ის საზარელი დღე გაიხსენო?
- იმ დღეს ორი ლექცია გვქონდა ერთად. მერე შუალედი მქონდა მესამე ლექციამდე და ფოიეში ვიდექით. ძალიან მშვიდად მელაპარაკებოდა. ისედაც მშვიდად ლაპარაკობს, ჩუმად. წინა დღეს „ფეისბუქზე“ პოსტი დაუდია, ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაცო. დაუდია სიმღერა, რომელიც სიკვდილზე, ჯოჯოხეთზეა.
- მართლმადიდებელია ვანო?
- არა. არ სწამს ღმერთი. ღმერთი არ არსებობსო, ისეთ რაღაცებს ამბობდა დედაოებზე და მამაოებზე, ვერც გავიმეორებ. ეკლესიაში იმიტომ დავდივარ, რომ ჩემს დას უნდაო, მითხრა.
- იმ დღეს იხსენებდი...
- ჰო, ვლაპარაკობდით. მიყვებოდა თავის ამბებს, როგორ დაკარგა ორი მეგობარი და როგორ განიცდიდა ამას. თუ ასე განიცდი, აღადგინე მეგობრობა, რა გიშლის ხელს-მეთქი, ვკითხე. თვითონ აღარ აქვთ სურვილიო, მითხრა. ამ დროს სწორედ იმ ბიჭმა ჩამოიარა, ვისზეც მიყვებოდა, საბა ჰქვია. გამაცნო. ის ბიჭი რომ წავიდა, კიბეების აივანზე ვიყავი გადაყუდებული და ქვემოთ ვიყურებოდი. ვანო უკვე წასული მეგონა. მაგრამ როგორც კამერებმა აჩვენეს, თურმე დერეფანში დადიოდა, აკონტროლებდა სიტუაციას. ხალხი რომ შეცოტავდა, უკნიდან მომეპარა, შარვლის საქამრიდან მომქაჩა, ხელში ამიყვანა და აივნიდან გადამაყუდა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვანო იქნებოდა. სამი წამი ვყავდი ასე გადაყუდებული, ხელში ჩემი ფეხები ეკავა, მე მოაჯირს ვებღაუჭებოდი.
- ამ დროს რამეს გეუბნებოდა?
- ეგ აღარ მახსოვს, შოკში ვიყავი. ბოლოს გამიშვა ხელი... თურმე ჩანთაც ზედ მომაყოლა.
- იმ ამბის შემდეგ მისი ოჯახის წევრებთან თუ გქონდა ურთიერთობა, რას ამბობენ?
- დედამისი მოდიოდა თურმე საავადმყოფოში. ამბობდა, რომ გადარჩი, ძალიან გაუხარდაო. გამომძიებელმა სხვა რამ მითხრა. ასე ამბობს, არ ვნანობ, დრო რომ დაბრუნდეს, იმავეს გავიმეორებდი, ყველაფერი უნდა დამემთავრებინაო.
- გავიგე, ვანოს დედას უთქვამს, არ უჩივლოთ ჩემს შვილს, მან ასეთი სიყვარული იცისო. მართალია?
- ასე პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ამას გამოხატავდა. ჯერ ტელეფონით მელაპარაკა, ნახვის ნებართვა მთხოვა, მითხრა, ძალიან ცუდად არის ვანო და იქნებ შენც შეხვიდე ადამიანის მდგომარეობაშიო. ნუ მეუბნებით მაგის ამბებს, არ მაინტერესებს, ვის მდგომარეობაში უნდა შევიდე, მკვლელის-მეთქი, ვუპასუხე. შენც გეყოლება შვილი და მიხვდები, რასაც განვიცდიო. ღმერთმა მაშოროს თქვენნაირი შვილი-მეთქი, ვუთხარი. უარი ვუთხარი ჩემს მონახულებაზე...
Rating
- გვანცა, შენს ფოტოებში „საქართველოს ვარსკვლავის“ ლოგოს ფონზე გადაღებული ფოტო ვნახე, მღერი?

- ორი წლიდან ვმღერი. სამი წლის ასაკში მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში „გუგულის ბარტყი“, ეს ნიჭი ბებიისგან გამომყვა. ვმღეროდი ანსამბლში „რეტრო“, ტრიოში „კოლხა“. ვუკრავ ჩონგურზე, ფორტეპიანოზე. მეოთხე კლასში რომ ვიყავი, თბილისში საუკეთესო სოლისტის წოდება მომანიჭეს. სამუსიკო სკოლა წარჩინებით დავამთავრე. პედაგოგები მირჩევდნენ, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ყოველთვის მინდოდა, მსგავს პროექტებში მეცადა ბედი. სოფო ტოროშელიძემ და გიორგი ხაბურძანიამ მომისმინეს. არ დამიკავშირდნენ, როგორც ჩანს, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული. ხელი არ ჩამიქნევია, მომავალი წლისთვის უკეთ მოვემზადები.
- მადლობა, გვანცა, სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ.

ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს, ქალბატონ ლალი ჩირიკაშვილსაც დავუკავშირდით და ვანოს შესახებ გავესაუბრეთ.
- ქალბატონო ლალი, რატომ მოჰკიდეთ ამ საქმეს ხელი?
- ახლობელმა მთხოვა, მერე ვანოს ოჯახის წევრმა დამირეკა, მაშინ ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რა მოხდა რეალურად. ისე გამოვიდა, საქმეს ხელი რომ მოვკიდე, მერე გავიგე, რა მოხდა სინამდვილეში.
- თქვენ ალბათ შეხვდით ვანოს, გვიამბეთ მასზე, რას ამბობს, ნანობს ჩადენილს?
- ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ნაკითხი ლექტორები დადებითად ახასიათებენ. იმ შემთხვევის მერე ბევრჯერ ვიყავი მასთან შესული, ჩემი მოვალეობაა შევისწავლო მისი ხასიათი, ბუნება, ფსიქოლოგია და შემდეგ გავაკეთო დასკვნები.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრების შემდეგ?
- ძალიან გულახდილია, ტყუილის თქმა არ შეუძლია. გვანცა რომ გადარჩა, გახარებულია, ნანობს თავის საქციელს, განიცდის.
- რას ამბობს, რატომ მოიქცა ასე?..
- სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღაო, ხომ გაგიგიათ. ისეთი ფენომენია ეს გრძნობა, ვერავინ ვერ ახსნა ვერც ერთ საუკუნეში. გვანცა რომ უყვარდა, ეს ყველამ იცის. რა მოხდა საუბრის დროს, არავინ იცის, გასარკვევია. გოგონა ჯერ არ დაკითხულა.
- სამედიცინო შემოწმება თუ ჩაუტარდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ფსიქიკური გადახრა ხომ არ აქვს?
- გამოძიებას თავისი ვადები აქვს. საგამოძიებო ქმედებები ჯერ განსახორციელებელია. ასეთი კატეგორიის საქმეებზე ექსპერტიზას ატარებენ. დაველოდოთ შედეგებს.
- როგორც გავიგეთ, ბიჭის ოჯახი ფინანსურად დაეხმარა გვანცას ოჯახს...
- ასეც უნდა ყოფილიყო. ქრისტიანები ვართ. ვანოს დედას გოგონაც ჰყავს, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. გაბედა და მივიდა გვანცას დედასთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გოგონას მშობლები კარგი, შეგნებული ადამიანები არიან. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რაც მთავარია, გვანცა გადარჩა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
სალომე
შენ თვითონ იცი რა არის პოტენცია??? ლელა??? ეტყობა ადამიანს ვინ არის გონება ცლუნგი და ვინ არა... ნინი ჩკვიანი ადამიანი ჩანს შენგან განსხვავებიტ და მართალია მკვლელებს ხელს ნუ აპარებთ ეთყობა რომ თქვენც ჩაიდენტ მორიგ საშინელებას და დროულად უნდა მიგხედოტ კაცმა დეგენერატო ლელა და ნანა
01:26 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ლელას ვპასუხობ გონებაჩლუნგი ადამიანი შენ ხარ და რას ილანზგები იცი საერტოდ ვისტან გაქვს საქმე???ნინი აბსოლუტურად მარტალია შენ ვინ ხარ ხელს რომ აპარებ ტუნდაც ამ ვიგაც ნანას მკვლელს და ბოროტმოქმედებს ნუ ცერტ მარტმა ვიგაც ლელასნაირები და ნანასნაირები გეტყობატ მაგ მკვლელის ახლობლები რომ ხარტ და ხელს აპარებტ გმერტის გეშინოდეტ იდიოტებო და მარტლა გონებაჩლუნგებო
00:53 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მე ვპასუხობ აქ ნანას მკვლელის მეზობელს, როგორ გიბრუნდება ენა და როგორ ამბობ რომ კარგი ადამიანია მაგ მკვლელი გააზრებული გაქვს შენ რა ქნა მაგ უცმინდურმა თუ არ ხარ ნორმალური უნამუსოდ ცერ რომ კარგი ადამიანიაო მკვლელზე???შენც მკვლელი ხარ მკვლელს რომ ხელს აპარებ შენი შვილი უნდა გადმოგიგდონ მესამე სარტულიდან და მერე ნახავ როგორ ილაპარაკებ შენ მარტლა უნამუსო ადამიანი ნუ ცერ ასეტ სისულელეებს ტორემ შენც გიჩივლებტ და ნახავ ამოგალპობტ ციხეში მტელი ცXOვრება პოტენციურო მკვლელო...
23:17 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
მე არცერთს ვიცნობ მაგრამ ფაქტია ეს გაუმარტლებელი და დაუშვებელი საქციელია ფსიქიკასტან ექნება მაგ ბიჭს პრობლემა
22:19 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რომ არ დავწერო, არ შემიძლია: ვანოს ოჯახი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. რაც ამ ოჯახს ვიცნობთ, სულ იმის ლაპარაკში ვართ, თუ რა კარგი, პატიოსანი და შრომისმოყვარე ხალხია. მთელ სამეზობლოში ერთ ადამიანსაც ვერ მოძებნით ისეთს, ვისაც მაგათზე რამე ცუდის გახსენება და თქმა შეეძლოს. ბავშვებსაც ძალიან პატიოსნად ზრდიდნენ. ვანოს კიდევ ერთი და ჰყავს და ორივე საუკეთესო მოსწავლე იყო სკოლაში, ორივემ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ძალიან ძრდილობიანი ბავშვები არიან. მშობლები ძალიან თბილი და პატიოსანი ხალხია. ალბათ ბევრსაც შურდა მათი, მაგრამ მართლა ბოღმით და ბოროტებით სავსე გული უნდა გქონდეს, ამ ოჯახის ცხოვრებას უყურებდე, და მათზე რამე ცუდი თქვა.ჩემი შვილებიც იმ სკოლაში სწავლობენ, რომელიც ვანომ და თავისმა დამ დაამთავრეს და მასწავლებლები გიჟდებიან ამ ბავშვებზე და ამ ოჯახზე, ისე უყვართ. მომხდარით ყველანი გაოცებულები ვართ, მაგრამ ამ ოჯახზე ცუდს მხოლოდ ბოროტი და დაბოღმილი ადამიანი თუ იტყვის. უფალმა მალე გამოაჯანმრთელოს გვანცა... დიდება უფალს!
17:39 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგა
მეც ვიცნობ ვანოს ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ მათზე პატიოსანი, კეთილსინდისიერი და კარგი ხალხი ცოტა მეგულება...ყველა ამ ოჯახს აქებს, მეზობლები თუ ნაცნობები... უფალო, შეუნდე ყველას ცილისწამება...
16:44 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ეს არ არის სიყვარული, თუ უყვარდა არ უნდა გაეწირა.ეს ეგოიზმია და სამაგიეროს გადახდა რაც ვანომ გააკეთა.გამართლება არა აქვს მის საქციელს.ვანომ წარმოიდგინოს, რომ შვილი ჰყავს გოგონა და მას ასე გადაეკიდოს ვინმე, საინტერესოა რა იზავს?
13:26 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ასეთი ტერმინებით "სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა" და "სიყვარულმა გადარია ტარიელიც" ამ საქმის გამოძიება თუ დაიწყეს წარმომიდგენია რა შედეგიც იქნება. ადვიკატის ფრაზაც კიდევ - უნდა დაიკითხოს გოგონაც. პიზდეც. შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ღირსი იყო რომ გადმოაგდო.
12:19 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბა
მაქვს "ბედნიერება" მე ვიცნობ მაგ ვანოს ოჯახს. ოჯახი კი არა დურ-დომია!!!! ვანოს დედ-მამა მუშაობენ ავეჯის ბაზრობაზე, ცენტრალური შესასვლელთან ადგილობრივი სკამებით ვაჭრობენ. ვანო იქნებოდა მე 3-4 კლასელი, დედამ წაიყვანა თმის შესაჭრელად. როცა დაბრუნდნენ საპარიკმახეროდან, ( მაშინ ჩვენ დინამო სტადიონზე ვმუშაობდით), მამა შეეკითხა ვანოს დედას: რამდენი გადაიხადე თმის შეჭრაშიო? ვანომ არ დააცადა დედას პასუხის გაცემაში და მამას უპასუხა 3-ლარი გადავიხადეთო. მამა (დათო ჰქვია) გაცოფდა, 2-ლარი ღირს ტმის შეწრა და თქვენ 3-ლარი რატომ გადაიხადეთო და სახეში ისეთი დაარტყა, რომ ბავშვს მამის 5-ვე თითის ნაკვალევი დაეტყო და ცხვირიდან სისხი წასკდა. ამ ამბავის მომსწრენი ვიყავით ყველა მაშინდელი დინამო სტადიონზე ავეჯით მოვაჭრეები. მაშინ ყველამ ვთქვით: ამ ოჯახში გაზრდილი შვილი როგორი ნევები უნდა ჰქონდესო. და აი შედეგიც! ძალიან ბევრი უხამსობა აქვს მაგის დედ-მამას ჩადენილი! ავეჯის ბაზრობა "საბა"-ში ყველა სცნობს მაგათ.
00:48 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ალბინა
didi madloba ufals am bavshvis gadarchenistvis,rac me mag bavshvi vloce ismina ufalma,dida ghmertis dzala,ar gaswira udanashaulo gogo,chemo sayvarelo gvanca shemogevle,ghmertis sachuqari xar dedashenistvismteli tqveni cxovreba ilocet chamo gogonav rom gadagarchina ufalma,chemi mxridan sul dalocvili da janmrteli yofiliyavi,mteli arsebit glocav rogorc chems sakutar qalishvils,gkocni sayvarelo
19:17 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS