26 მაისი, 2014
მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, კახი კალაძე - მინისტრები, რომლებსაც ერთი ფოტოგრაფის გემოვნება აერთიანებთ
მაშინ არც მიფიქრია, რომ ფოტოგრაფი გამოვიდოდი, რეჟისორობა მინდოდა შოთიკო ბოჭორიშვილი პროფესიონალი ფოტოგრაფია. ის ერთ-ერთი გამონაკლისია ჩვენი რუბრიკის სტუმრებს შორის, რომელსაც ფოტოგრაფის დიპლომი აქვს. ბომონდური საზოგადოება კარგად იცნობს მის ხელოვნებას. უყვარს ეპატაჟი, ხანდახან რისკზეც მიდის, მაგალითად, როდესაც მერსი სულხანიშვილის მკერდი დაპრინტა და მაისურებზე გადაიტანა, მაგრამ ამჯერად სერიოზულ ფოტოგრაფიაზე ვისაუბრეთ.

- პროფესიით ფოტოგრაფი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, კინო-ტელე მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. პირველ ჯგუფში ვიყავი, რომელიც თეატრალურში შედგა ფოტოგრაფიის განხრით. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ იღებდნენ ჩემი ოჯახის წევრები ფოტოებს.
მამას საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა, მოყვარული ფოტოგრაფი გახლდათ და ხშირად ვესწრებოდი სურათების გამჟღავნების პროცესს. ჩემი დაც იღებდა ფოტოებს. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფოტოგრაფი გამოვიდოდი, რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადავიფიქრე.

Rating
- პირველად რას ან ვის უღებდი ფოტოებს?
- ყველაფერს, რადგან ეს მაშინ გატაცება იყო. განსაკუთრებულად მაინც პორტრეტების გადაღება მიყვარდა, სახეები ახლო ხედით, მიმიკა, ემოცია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასაკს, სქესს, პროფესიას ყურადღებას არ ვაქცევდი, მთავარია, სახასიათო ადამიანი ყოფილიყო. რაღაც მომენტში მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემს მომავალს მოდის ფოტოგრაფიას დავუკავშირებდი.

Rating

- პირველი მოდის კვირეული როდის გადაიღე?
- როდესაც საქართველოში პირველად ჩატარდა. მაშინ ჩემთვის დეფილეს გადაღება სიახლე იყო. კრისტი ყიფშიძეს, ნინი კაკაბაძეს, ნანუკა გოგიჩაიშვილს გადავუღე. ამის შემდეგ მოდის კვირეული აღარ გადამიღია, ამჯერად უკვე სტუმრის სტატუსით გახლდით.

Rating

- ნუდზე თუ გიმუშავია?
- არა, რთული და საპასუხისმგებლო ჟანრია. ნუდის გადაღების მცდელობა და სურვილი არასოდეს მქონია. მომწონს მოდის და დოკუმენტური ფოტოგრაფია. ნუდის გადაღებას სხვანაირი ხედვა სჭირდება და მიმაჩნია, რომ საქართველოში ამ ჟანრს კარგად ვერავინ იღებს.
- მოსაწყენი არ არის მოდის ფოტოგრაფია?
- მე მხოლოდ დიზაინერების შექმნილ სამოსს არ ვიღებ. მომღერლებთან ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე. ალბომების ყდებს ვაფორმებ. უკვე წარმატებულებსაც ვეხმარები და ახალბედებსაც. განაწყენებული ადამიანები არ მყავს, რადგან პაპარაცულ ფოტოებზე არ ვმუშაობ, თუმცა ჩემს პირველ გამოფენაზე ''შვიდი ცნობილი სახის ერთი დღე'' აღვწერე. დილიდან საღამომდე მათთან ერთად ვიყავი და ყველაფერი კადრებზე გადმომქონდა. დამთვალიერებელს ძალიან მოეწონა, რადგან მხატვრულ-დოკუმენტური პროექტი გამოვიდა.

Rating
- შენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ახლა ვიწყებ მუშაობას, მინდა, ძველი ისტორიული ფაქტები აღვადგინო. შემდეგ აუცილებლად გავმართავ გამოფენას. ახლა ძირითადად მოდის კონკურსებზე ვმუშაობ, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვარ, ყოველთვის ვაკვირდები გოგონებს და შემდეგ ჩემი პროექტებისთვის ვარჩევ.

Rating

- შენი ფავორიტი მოდელი კრისტი ყიფშიძეა, შოუბიზნესის სახეებიდან კიდევ ვისთან მოგწონს მუშაობა?
- ნინა სუბლატთან, რომელიც ჩემს ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობდა. ფოტოების გარდა ვიდეოარტებს ვიღებ. 5-6 ვიდეოარტი მექნება. ბოლო ნამუშევარში მონაწილეობდნენ ნინა და ორი მოდელი ბიჭი. გიორგი შაღაშვილის სამოსი გამოვიყენეთ და არტის პრეზენტაცია რომელიმე შოუში შედგება, თუმცა ფოტოები უკვე დაიბეჭდა ჟურნალ ''ბომონდში''.

Rating

- პოლიტიკოსები თუ მოხვედრილან შენს ფოტოობიექტივში?
- არა, თუმცა ჩემი და ''მეიქაფ'' არტისტ ლანა მატახერიას პროექტი სწორედ პოლიტიკო-სებს მოიცავს. პირველი არტი მოდელების მონაწილეობით გადავიღეთ და ახლა გვინდა, რომ პოლიტიკოსი ქალი გადავიღოთ.
- რომელ პოლიტიკოს ქალს გადაიღებდი?
- ძალიან მომწონს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახასიათო სახე აქვს, ასევე იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი.
- მამაკაცებიდან?
- საერთოდ არ მიყვარს პოლიტიკა და შეიძლება, ბევრს არც ვიცნობდე. მამაკაცებიდან კახი კალაძეს დავასახელებდი.

Rating

- ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსენდება?
- მე და დათუნა სულიკაშვილი ზამთარში კლიპს ვიღებდით. მთავარ გმირს ანა ჰქვია, მალე გამოჩნდება ტელევიზიით. გადაღებები წყნეთში მიმდინარეობდა, სრული გამყინვარება იყო. ძალიან ციოდა. დილიდან საღამომდე ვიღებდით, მობილური დავკარგე. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- შენი გადაღებული ფოტოებიდან განსაკუთრებულად რომელი მოგწონს?
- ერთ ფოტოზე საუბარი მიჭირს. პროექტს გავიხსენებ. ვიდეო ''მეიქაფს'', რომელზეც ლანასთან ერთად ვიმუშავე. ძალიან ლამაზი ვიდეოარტია, საზოგადოებამ წინა მოდის კვირეულზე ნახა და მალე ტელევიზიით ერთ-ერთ შოუში გაუშვებენ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Giorgi
ანუ ამ ბიჭს მახინჯი, ბებერი ბოზები მოსწონს/იზიდავს,ისეთი როგორიც მაია ფანჯიკიძეა?! ფრთხილად იყავი ბიჭო, მაიკოს სწორედაც რომ პატარა ბიჭები უყვარს.
12:43 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS