22 მაისი, 2014
რას ახვედრებს შვილიშვილებს "მანანა ბებო" - მედეა ლორთქიფანიძის საიდუმლო რეცეპტი
თქვენ მას იცნობთ როგორც შფოთიან დედას, ცოლს, დედამთილსა და ბებიას. მანანა ბებო, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" ხშირად ტრიალებს რძლის სამზარეულოში, უწუნებს ნახელავს და შვილიშვილებს თავისი გაკეთებული სადილების ჭამას აძალებს.

მსახიობ მედეა ლორთქიფანიძეს საკუთარი პერსონაჟის მსგავსად, ორი შვილიშვილი ჰყავს. თავად მარტო ცხოვრობს. ზოგჯერ ბავშვებს თავისთან იტოვებს და საკუთარი ნახელავით უმასპინძლდება. რეალურ ცხოვრებაში რძალი არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს სიძე, რომელსაც სიდედრის მომზადებულზე მეტად, მეუღლის გაკეთებული კერძები მოსწონს.

როდის იყო მე
დეა ლორთქიფანიძე 115 კილო, რატომ ეძახის შვილიშვილს რიო დე ჟანეიროს, როგორ ამზადებს საფირმო კერძს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, სადაც აქცენტი სამზარეულოზე გავაკეთეთ.

მედეა ლორთქიფანიძე:

- სამზარეულოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მეგობრული, დედაშვილური, ამხანაგური. ეს სამსახურშიც იციან. ძალიან კარგი კულინარი ვარ. არსად მიჭამია ისეთი კომბოსტოს რულეტი ნიგვზით, როგორსაც მე ვაკეთებ.
- ჩვენც გაგვიმხილეთ როგორ ამზადებთ კომბოსტოს რულეტს.
- კომბოსტოს ფოთლებს მოვთუთქავ და ტილოზე ვაფენ. ფურცლებს ისე ვწურავ როგორც ზეწარს, ცოტა იცრიცება, მაგრამ არაუშავს. მერე ვკმაზავ ნიგვზით, ნივრით, მწვანილით, სუნელებით, მარილით და ბროწეულით. თითო-თითო ფურცელს დავაფენ, გადავუსვამ საკმაზს, ოთხ ფურცელს ერთად გადავახვევ ტოლმასავით, ზევიდან ნიგვზის ზეთს გადავუსვამ, შევდგამ მაცივარში და მეორე დღეს მივირთმევ. უგემრიელესია.ზოგჯერ ჩემი ნახელავი გადასაღებ მოედანზე მიმაქვს. როცა კარგ სალას ვაკეთებ, მიმაქვს და გიჟდებიან ისე მოწონთ. მურაბებს ვაკეთებ ყველანაირს. სტაფილოთი დაწყებული - მანდარინით დამთავრებული. მიყვარს, როცა ჩემს მურაბას იწონებენ.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS