22 მაისი, 2014
მაკა შალიკაშვილი ''ძიებ-ძიებაში გაბოზებული ქალების'' შესახებ
ხშირ შემთხვევაში ვერ ვიჯერებ რძალ-დედამთილის მეგობრობის ამბავს მსახიობი და პალიტრა TV''-ზე გადაცემა ''1002 ღამის'' ერთ-ერთი წამყვანი მაკა შალიკაშვილი თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტრადიციების დამცველ ადამიანთა კატეგორიას. რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულება არც ერთი საკითხის მიმართ არ აქვს, თუმცა მოსწონს ქალიშვილობის დამცველი ახალგაზრდები, არ ცდილობს გენდერული ბალანსის აღდგენას და არ ეჯიბრება კაცს არაფერში. წუხს იმაზე, გოგონები მამაკაცებში გრძნობაზე მეტ ყურადღებას ფინანსურ მდგომარეობას რომ აქცევენ.

- რიგ შემთხვევებში ვითვალისწინებ ტრადიციებს, რიგ შემთხვევებში – ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება ითქვას,
რომ ტრადიციული ადამიანი ვარ. არ მივესალმები, რომ ყველაფერი გაცამტვერდეს, დაიკარგოს, უჯიშოები და არატრადიციულები გავხდეთ. ძალიან მომწონს სუფრის ტრადიცია, თამადის ინსტიტუტი, მაგრამ არ მხიბლავს მთვრალი თამადა, რომელიც ხელს გვიშლის მოლხენაში და უინტერესოდ ლაპარაკობს. ვგიჟდები ისეთ სუფრაზე, რომელსაც განათლებული, თანამედროვე ადამიანი უძღვება, საერთოდ არ ავდგები, არ ვიცეკვებ და არ ვიმღერებ, თუ საინტერესო თამადა იქნება, მაგრამ ძალადობაზე დაფუძნებული სუფრა არ მომწონს.
- ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ქალები უფრო ''დაჩაგრულები'' არიან, ვიდრე კაცები, ეთანხმები ამას?
- რა თქმა უნდა, ქალი დატვირთულია და მასზე დგას ოჯახი, მაგრამ ვინც დაჩაგრულია, ის თვითონ იჩაგრავს თავს, ან უნდა, რომ ასე იყოს. თუ მამაკაცი მიზანმიმართულად გჩაგრავს, ეს სწორი არ არის, მაგრამ თუ ცხოვრობ ასეთ ადამიანთან, ე.ი. გინდა მასთან ყოფნა, თუ არადა გაშორდი და აღარ იქნები დაჩაგრული. თუმცა მერე მარტომ შეიძლება ბევრად უფრო დაჩა-გრულად იგრძნო თავი და ვერ მიხვდე, რა სჯობდა, ქმარი რომ გჩაგრავდა თუ ის, რომ 5000 კაცი და ცხოვრება დაგჩაგრავს. სიმართლე გითხრა, მეზიზღება ეს სიტყვა და არ მიყვარს ასეთი თემებით მანიპულირება, არ მიმაჩნია, რომ ეს ცხოვრებისადმი სწორი მიდგომაა.
- როგორ ფიქრობ, საქართველოში გენდერული თანასწორობა არსებობს, თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაში?
- გენდერული თანასწორობის საკითხს ქალები ჯიბრით ვიყენებთ, ვცდილობთ, მამაკაცებს შევეჯიბროთ და ვამბობთ, ის, რაც მამაკაცს შეუძლია, ჩვენც შეგვიძლიაო, მაშინ ვიბრძოლოთ, ვიომოთ. მაგრამ არაა ასე, ქალი ქალია და კაცი - კაცი, მეზიზღება ბრძოლის პოზიცია, ამიტომ არ ვებრძვი კაცებს. კარგია, რომ ქალი გაძლიერდა, უკეთესი იქნება, თუ გამოიმუშავებს უფრო ძლიერ ნებისყოფას, დათმენის, ურთიერთგაგების უნარს, მაგრამ ღალატისთვის სამაგიეროს ისევ ღალატით გადახდა და მსგავსი ქმედებები გენდერული თანასწორობის სახელით ჩემთვის მიუღებელია.
- რაც შეეხება ოჯახის მართვის საკითხს, ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ოჯახის უფროსი კაცია და მან უნდა აიღოს სადავეები ხელში?
- ოჯახს მართავს ყველა წევრი, ცოლი, ქმარი, შვილები, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ეს უნდა გააკეთოს ერთმა, დანარჩენების აზრის გათვალისწინებით.
- როგორც ვხვდები, ქართული ტრადიციების დამცველი ხარ, ამიტომ მაინტერესებს, ქალიშვილობის ინსტიტუტზე რას ფიქრობ?
- ქალიშვილობა არ ''ტეხავს'' და გოიმობა არ არის. ვენაცვალე ისეთ გოგონებს, რომლებიც ამ ტრადიციას ინარჩუნებენ, მაგრამ თუ პარტნიორი გეყოლება, ცუდს ამაშიც ვერაფერს ვხედავ.
- ფიქრობ, რომ აუცილებელია თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე, რათა ადამიანმა გაიმყაროს გადაწყვეტილება?
- ბევრი ქალისგან გამიგია, ძიებ- ძიებაში, მგონი, გავბოზდიო. გამყარება ხშირ შემთხვევაში იწვევს დამყაყებას, ბევრი ძებნაც არაა კარგი. ჩემი აზრით, აუცილებლობას არ წარმოადგენს წყვილის თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე. შეიძლება ვიღაც შემედავოს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ოჯახი დამყარებულია არა სექსზე, არამედ ურთიერთობასა და ურთიერთგაგებაზე, საერთო ინტერესებზე, მოთმინებაზე, სიყვარულზე, გაგებაზე. რა თქმა უნდა, თავიდან მნიშვნელოვანია სექსის ფაქტორი, მაგრამ უკვე შემდგომში ოჯახი სექსზე არაა დამყარებული.
- ხშირად ამბობენ, რომ დღეს გოგონები უფრო მარტივად ხელმისაწვდომები არიან, ვიდრე 20-30 წლის წინ, ეთანხმები ამ მოსაზრებას?
- არ ვიცი, დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა ნამდვილ გრძნობას პატივს არ სცემენ და გამორჩენაზე არიან გადასული. ვინც მეტს დაახარჯავს, მისკენ გადაიხრებიან, რაც ძალიან ცუდია, უბედურებაა, დამღუპველია. ამის გამო მამაკაცები ცუდ მდგომარეობაში ცვივდებიან, რადგან გრძნობენ, რომ ქალებს მხოლოდ მათი ფული უნდათ.
- რა თქმა უნდა, ცუდია, როცა ოჯახი ანგარებით იქმნება, მაგრამ ფინანსური მხარე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში, ესეც ხომ უდავოა?
- კი, მაგრამ შენ არ გაქვს, მე მაქვს, რა მოხდა მერე, ამით რა შავდება? ერთმანეთის გვერდში დგომაა მთავარი. ჩემი პირველი ხელფასი 14 ლარი იყო და არ მყოფნიდა, მერე 50 რომ გამიხდა, იმავენაირად არ მყოფნიდა, 1000 რომ მქონდა, არც ის აღმოჩნდა საკმარისი, 5000 რომ მქონდეს, ალბათ ისიც არ მეყოფა, რადგან ადამიანის ბუნებაა ასეთი, ამიტომ ამ საკითხს სხვანაირად უნდა მივუდგეთ. კაცმა ცოლად მომიყვანა და სულ მან უნდა მარჩინოს - ეს მიდგომა სწორი არაა, მაშინ მე რას ვაკეთებ? კაფე-ბარებში ვზივარ და მეგობრებში ვტრაბახობ ჩემი ქმრის შემოსავლებით? ვერ ვიტან და მძულს ფუქსავატი ქალები, რომლებიც ქმრების მხრებზე არიან ჩამოკიდებულნი.
- მაკა, რას ფიქრობ რძალ-დედამთილის ინსტიტუტსა და რძალ-დედამთილის მეგობრობაზე?
- ხშირ შემთხვევაში ვერ ვიჯერებ რძალ-დედამთილის მეგობრობის ამბავს. ერთ რაღაცას ვიტყვი, მეგობრობა შესაძლებელია მაშინ, თუ წყვილი მარტო ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მეგობრობის არ მჯერა.
- დღეს ქუჩაში გვხვდება უამრავი საყურიანი, ვიწროშარვლიანი ბიჭი... (მაწყვეტინებს).
- ერთ რამეს ვიტყვი, დუტა სხირტლაძეს უკეთია საყურე, მაგრამ ბევრი კაცი შეედაროს კაცობაში, ტრადიციაში, ქართველობაში, პატრიოტიზმში, საქმის, ცოლისა და ოჯახის სიყვარულში...
- მაკა, რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან მეგობრობა სამარცხვინოა?
- არა, რატომ არის სამარცხვინო? ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ მე მეცოდებიან ის ბავშვები, რომლებსაც დედაც და მამაც კაცი ჰყავთ, რა უნდა ქნას მაგ დროს ბავშვმა, არ ვიცი. ყოველთვის იყვნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და დღესაც არიან, მაგრამ ბავშვის საკითხი ჩემთვის მაინც ამოუხსნელი რჩება.
ვფიქრობ, კითხვები, რომლებიც დამისვით, შეიძლება უახლოეს მომავალში ჩვენი გადაცემა ''1002 ღამის'' თემადაც იქცეს, რადგან კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური ქვეყანაში.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
ნათია
ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მაკა შალიკაშვილი ასე ჭკვიანი და საღად მოაზროვნე გოგო იქნებოდა, ცუდი არასდროს მიფიქრია, მაგრამ ასე სწორად და შეგნებულად თუ უყურებდით ცხოვრებას არ მეგონა. ყველაფერში გეთამხმებით, გარდა ერთისა. მე მყავდა რძალი რომელთანაც 15 წელიწადი ისე ვიცხოვრე ერთხელ არაფერზე მოგვსვლია კამათი, ყველა ჩვენ რძალ დედამთილობაზე ლაპარაკობდა, ექვსი თვის მოყვანილი იყო რომ მითხრა, ასე მგონია ამ სახლში დავიბადე და გავიზარდეო და ერთხელაც დედას უთხრა, შენ რა დედა ხარ, ჩემი დედა ნათიააო. რა თქმა უნდა ცუდი დედა არ ყავდა, მაგრამ ჩვენს შორის სასწაული დამოკიდებულება იყო, მემას თავიდან მივეცი უფლება, როგორც უნდოდა ისე მოეწყო სახლი, სადაც უნდოდა და რომელ ოთახში იქ დაეძინა და ასე შემდეგ.ძალიან სიტყვა ძუნწი და მკაცრი ბიჭი მყავს, მასთანაც კი საერთო გამონახა, ჩემს გოგოპსთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის სხვა ოჯახიდან სემოვიდა ჩვენ ოჯახში და ყველაფერი მოგვარდება. 15 წლის შემდეგ უშვილობის გამო ის თავად წავიდა ჩვენი ოჯახიდან და დღემდე ცრემლებით მევსება თვალები რომ ვიხსენებ. 50 წლის არაჩვეულებრივი გოგო მყავს სახლში გასათხოვარი, ეს მაია ასათიანი რომ სულ მრავალჯერ განათხოვარ ქალებს გვაჩვენებს, ერთხელ დაუძახოს მათაც და ჰკითხოს რატომ არ თხოვდებიან, არ აინტერესებს მათი აზრი? ჩემი გოგო ერთად ერთ პასუხს იძლევა, კაცი მაჩვენეთ, კაცი და გავყვებიო. ა00-ბით არა, 1000-ობით ყოფილი მოსწავლეა მასზე შეყვარებული, დღემდე არ ანებებენ თავს და წერენ რომ მის გაკვეთილებზე ჯდომა ენატრებათ, უკვე კაცები და ქალები, ეძახიან დაბადების დრეებზე, თითქმის ყველას ქორწილში იყო, მაგრამ ვისაც ეძებს დღემდე ვერ იპოვნა. ასე რომ თქვენ მართალი ხართ, გათხოვება და გამოთხოვება ვერაფერი სატრაბახო საქმეა.
13:07 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკა
ამ სტსტიით მაკას ასჯერ მეტი რეიტინგი ექნება ,ვიდრე იმ ვულგარულ და სულელ დედაკაცს,რომელიც შიშვლდება სტუდიაში და წამყვანიც აქეზებს ეს რა კარგი რამე ქენიო ,ლამაზი მკერდი გაქვსო ,შეიძლება ზუსტად ვერ ვთქვი ის სიტყვები ,მაგრამ შინაარსი და აზრი ასეთია ალბათ.ასეთი რეკლამა კი უმრავლესობაში ,ანტირეკლამაა.
11:47 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგიტა
იცოცხლე მაგარი გოგო ხარ
10:47 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
აი, ქალი!!!!!!!!!!!!!ააბა, რო შიშვლდებიან სახალხოდ, მხოლოდ იმიტომ რომ მათზე ილაპარაკონ-აბა, სხვა რამით ვერაფრით მიიქცევენ ყურადღებას - ისინი არიან ქალები????
10:40 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS