- ყველაზე ხშირად რომელ სუპერმარკეტს სტუმრობ?
- ''გუდვილს'', რომელიც ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასევე დავდივარ ''სმარტში''და ''კარფურშიც'', ოღონდ უფრო იშვიათად. ბავშვების გამო ძეხვეულის ყიდვას ვერიდები, თუკი მაინც გადავწყვეტ, აუცილებლად ვყიდულობ ''ნიკორას''საბავშვო სოსისს. საერთოდ, ვცდილობ, მზა კერძებით არ ვიკვებო, მირჩევნია, სახლში მომზადებული მივირთვა და ბავშვებსაც ეს ვაჭამო.
- სად მიირთმევ ტრადიციულ
- ხინკალი ''შემოიხედე გენაცვალეში''მომწონს, თუმცა ხშირად ქართულ სამზარეულოზე მეტად ევროპული კერძებს ვანიჭებ უპირატესობას. ასევე ძალიან მიყვარს ჩინური, იაპონური სამზარეულო, იაპონური კერძების დასაგემოვნებლად ვსტუმრობ ''საკურას''ბარნოვზე.
- დესერტიდან რა გიყვარს გამორჩეულად?
- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტკბილის მოყვარული ვარ-მეთქი, მაგრამ როდესაც დესერტის მირთმევის სურვილი მიჩნდება, სადაც უნდა ვიყო, ტირამისუს ვუკვეთ.
- მეგობრებს შეკრების ადგილად რომელი კაფე გაქვთ შერჩეული?
- ''კანაპე''ბარნოვზე. როდესაც შეკრება გვინდა, სწორედ იქ მივდივართ. საღამოობით კი მეგობრები ხშირად ვსტუმრობთ ''ელ ცენტროს''.
ონისე ონიანი ლუდს ვერ სვამს
- დიდი სუპერმარკეტებიდან ყველაზე ხშირად დავდივარ ''გუდვილში'', ასევე ''ნიკორას''ქსელსაც ვსტუმრობ. გარდა ამისა, ხანდახან არასახელობით მარკეტებშიც მიწევს სიარული.
- ონისე, გურმანი თუ ხარ?
- კი, კეთებაც მიყვარს და ჭამაც. ქართული კერძები ყველაფერს მირჩევნია, საზღვარგარეთაც რომ ვარ, მაშინაც ვცდილობ, ისეთი რამ მივირთვა, რაც ქართულს ჰგავს. თუ ტრადიციული კერძების მირთმევა მინდა, ''მწვადიაურში''მივდივარ. თუმცა ძალიან მიყვარს უცხოური ტკბილეული.
- კერძოდ, რა?
- ''ჩიზქეიქი''. ადრე ტკბილეულის დასაგემოვნებლად ''ლიტერატურულ კაფეში''დავდიოდი, სადაც ყოველთვის გემრიელ დესერტს ამზადებენ, განსაკუთრებულად შემიძლია გამოვყო ''ალუბლის ტორტი''.
- ყავა, ლუდი... ამისთვის სად დადიხარ?
- ლუდი ძალიან მიყვარს, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ ვსვამ, თუმცაღა ხანდახან მივეპარები ხოლმე. ისე, როცა მეგობრებს ერთად მოლხენა გვინდა, ''ბულაჩაურში''მივდივართ.
- კვების ობიექტი, რომელმაც გაგაოცა თუნდაც მენიუთი, ან ინტერიერით...
- ''ქართული სახლი'', არაჩვეულებრივი მომსახურება, გემრიელი სამზარეულო და ახალი
ინტერიერი აქვთ.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















