13 მაისი, 2014
სოფელი, სადაც სახლში ძაღლების მაგივრად წეროები ჰყავთ
სხვა ჟანრისთვის დრო არ მრჩება, ამიტომ როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდება და ხალისიც მაქვს, მივდივარ და პეიზაჟებს ვიღებ მიშა პიტიურიშვილის ფოტოარქივს თვალი რომ გადაავლოთ, პირველ რიგში, ფერების სიხასხასე და სიჭრელე მოგჭრით თვალს. მართალია, ძირითადად მოდელებთან მუშაობს, მაგრამ მისი გადაღებული პეიზაჟები თუ დათოვლილი თბილისი რომ ნახოთ, რთულად დაიჯერებთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ხდება. თითოეული პორტრეტის გადაღებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. ფიქრობს ფერებზე, განათებაზე, არჩევს ბუნებას, ალბათ ამიტომ არის, რომ მიშას გადაღებულ ფოტოებზე ფერებს დიდი ადგილი უჭირავს.

-
პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, ათ წელზე მეტი სხვადასხვა კომპანიაში ვებდიზაინერად ვმუშაობდი, თუმცა ჩემი ჰობი ყოველთვის ფოტოგრაფია იყო და ბოლოს მაინც ამ საქმეს გავყევი. მეოთხე კლასში ვიყავი, პირველად ფოტოაპარატი ''ზენიტი'' რომ მქონდა. მახსოვს, ყველაფერს ვიღებდი, ის ფირები, გამჟღავნებული, დღემდე მაქვს შენახული. ოთხი წლის წინ ვიფიქრე, რომ ცხოვრების ჰობი პროფესიად უნდა გადამექცია.

Rating

ახალი სახისთვის ამ სფეროში შესვლა ძალიან რთულია, ჯერ სახელი უნდა გქონდეს, რომ ყველამ გაგიცნოს. თავიდან ყველას და ყველაფერს ვუღებდი, რომ ჩემი სახელი და გვარი დაემახსოვრებინათ, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ძირითად მიმართულებად მაინც სამოდელო სფერო იქცა. თან ამ მიმართულებას შემოსავალიც აქვს. ხშირად ვმუშაობ კერძო შეკვეთებზე. ეს არის მიზეზი, რომ სხვა ჟანრისთვის დრო არ მრჩება, ამიტომ როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდება და ხალისიც მაქვს, მივდივარ და პეიზაჟებს ვიღებ.

Rating

- მარტივი არ არის მოდელების გადაღება?
- არა, პირიქით, საკმაოდ რთულია. ზოგიერთი დამკვეთი ენერგოვამპირია, როდესაც რაღაცას გიკვეთს, უნდა ჩაერიოს და თავისი კორექტივები შეიტანოს. ბოლომდე არ გენდობა. თან საოცარი ენერგია აქვთ. ასეთი რაღაცები ცოტა მღლის. სხვა ჟანრს კი მაშინ ვიღებ, როდესაც სადმე მივდივარ, ფოტოაპარატი ყოველთვის თან დამაქვს.

Rating

საერთოდ, გადაღებას დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები და ამიტომ ვცდილობ, ძალიან რთულ გადაღებებს დროის გამო, თუ კომერციული არ არის, არ შევეჭიდო. შეიძლება, სადმე ხედი მოგეწონოს, მაგრამ რამდენიმეჯერ უნდა მიხვიდე, რომ ხარისხიანი ფოტო გადაიღო. შერჩევა უნდა ამინდს, დროს, განათებას...

Rating

ხანდახან კერძო შეკვეთების დროს ვახერხებ, ძალიან ლამაზი პეიზაჟები გადავიღო. ერთხელ ნინოწმინდასთან ახლოს სოფელი აღმოვაჩინე, სადაც ხალხს სახლებში, ძაღლის მაგივრად, წეროები ჰყავდა (იცინის). ხომ საოცარია, როდესაც დენის ბოძებზეც კი წეროები სხედან. ისე არიან ხალხს შეჩვეული, რომ ადამიანის დანახვაზე არ ფრთხებიან. სადაც გაიხედავ, ყველგან წერო გხვდება.

Rating

- ნუდზე არ მუშაობთ?
- გართობის მიზნით... იშვიათად ვიღებ ვინმეს. პროფესიონალურად არ ვუდგები. ამ ჟანრში კარგი სურათი რომ გამოვიდეს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. გადასაღები ობიექტის კანის ფერი, ფაქტურა, მკერდის ზომა, ფორმა, სახე, ნაკვთები, მიმიკა – ჯერ ასეთი ქალბატონის პოვნაა რთული, შემდეგ დათანხმება და მერე იმაზე
დათანხმება, რომ ფოტოები სადმე გამოაჩინო. ისე რა აზრი აქვს, რისთვის უნდა გადაიღო. მქონია მსგავსი გადაღებები, მაგრამ ბოლოს გადაუფიქრებიათ და ისე, რომ ფოტოები არ უნახავთ, წაშლა მომთხოვეს.

Rating

- ეს კატებიანი ქალბატონი ვინ არის?
- მას ყველა იცნობს, ძალიან ბევრი კატა ჰყავს და კარავში ცხოვრობს. მე მგონი, ბევრ ფოტოგრაფს ჰყავს გადაღებული.ასევე რაბათის ციხის ბევრი პანორამა მაქვს გადაღებული. მომწონს კოსტიუმირებული გადაღებები. რამდენიმე შეკვეთა მქონდა.

Rating

- თქვენს არქივში უცნაური ფოტოები ვნახე, თოჯინად ქცეული ადამიანები. ამას რა ჰქვია?
- არ ვიცი, ამ ჟანრს რა ჰქვია, მაგრამ საკმაოდ რთულად სამუშაოა. ერთი ფოტოს დამუშავებას სამი-ოთხი საათი სჭირდება. მგონია, რომ საინტერესოა. სხვათა შორის, არ ვიცი, სხვა ვინმე თუ მუშაობს საქართველოში ამ კუთხით.

Rating

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაკა
რა დამამშვიდებელი ფოტოებია.
21:02 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
მიშაა?მიშას ფანი ვარ,ყოჩაღ ჯეკ :)
23:05 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
BEQA
მიშა ძალიან მაგარი ფოტოგრაფი და ადამიანია პირველ რიგში, ვინც იცნობს დამეთანხმება. წარმატებები!!!
11:53 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS