31 მაისი, 2013
„საქართველოს ვარსკვლავის“ ყველაზე პატარა მონაწილე შეყვარებულია
 დედა ოცი წელი ასწავლიდა რუხის სკოლაში მათემატიკას. შემდეგ, შვილებისთვის მეტი დრო რომ დარჩენოდა, სკოლა დატოვა და აბიტურიენტებს ამეცადინებს. მამა ზუგდიდის ანსამბლ „ჩელაში“ მღერის, უკვე ოცდასამი წელია.
 „საქართველოს ვარსკვლავის“ ყველაზე პატარა მონაწილე, ირაკლი ფუტკარაძე, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან გახლავთ. ის ყოველთვის იმსახურებს ჟიურის კომპლიმენტებს და გამარჯვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც განიხილავენ.

- 15 წლის ვარ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან. დაბადებიდან იქ ვცხოვრობ. მყავს დედა, მამა, ძმა და ტყუპისცალი და. საკუთარი თავი შვიდი წლიდან მახსოვს, რატომ არ ვიცი,
მანამდე ყველაფერს მახსენებენ. ძველებურ კასეტაზე ვუყურებ, სამი წლის ასაკში ხალხურ და უცხოურ სიმღერებს რომ ვასრულებ. ოთხი-ხუთი წელი დავდიოდი მუსიკაზე, ზუგდიდში სტუდია „მეგრიონში“, მანამდე სკოლასთან არსებულ სამუსიკო წრეზე დავდიოდი, სამი წელიწადი. ათი წლის ასაკში გოგი დოლიძის სახელობის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და ორი ტური წარმატებით გავიარე. ფინალში გავედი და გალაკონცერტი ოპერის თეატრში მე გავხსენი.
- როგორ გაგრძელდა შენი მუსიკალური კარიერა?
-11-12 წლის ვიყავი, ნანი ბრეგვაძის ფესტივალზე რომ გამოვედი. პირველ ტურზე გავედი და შემდეგ ტურზე ორი სიმღერა შევასრულე. მესამე ტურში გადავედი, მაგრამ არ მამღერეს და მხოლოდ ლაურეატის წოდება მივიღე. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ მინდოდა, უფრო მეტი მესწავლა, რომ უკეთესად გამოვსულიყავი. „საქართველოს ვარსკვლავში“ მინდოდა მონაწილეობა, წინა სეზონს აქტიურად ვუყურებდი. მინდოდა, ჟიურის წინაშე დავმდგარიყავი და თავი მომეწონებინა.
- მუსიკის პარალელურად საინტერესო გზა გაქვს გავლილი, ცხოვრობდი სოფელში, სადაც ფიზიკურად მუშაობა გიწევდა.
- ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დიდ სცენაზე, ბევრი მაყურებლის წინაშე ვმდგარიყავი. ძალიან მინდოდა, ხალხის სიყვარული მომეპოვებინა. სოფელში მამას შეშის მოტანაში ვეხმარებოდი. სოფლისგან ცოტა მოშორებით მდინარე ენგური ჩამოდის, ზაფხულობით ბავშვებთან ერთად საბანაოდ მივდივართ. არ მეზარება ფიზიკური შრომა, მაგრამ თამაშისთვისაც ვიტოვებ დროს.
- შენი სკოლის შესახებ მოგვიყევი.
- რუხში დიდი სკოლა გვაქვს. ყოველთვის გამოვდიოდი სასკოლო ღონისძიებებზე. ძალიან კარგად ვსწავლობ. დედა ოცი წელი ასწავლიდა რუხის სკოლაში მათემატიკას. შემდეგ, შვილებისთვის მეტი დრო რომ დარჩენოდა, სკოლა დატოვა და აბიტურიენტებს ამეცადინებს. მამა ზუგდიდის ანსამბლ „ჩელაში“ მღერის, უკვე ოცდასამი წელია. მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. ხშირად ვესწრებოდი მის კონცერტებს.
- ალბათ რთულია სოფელში ფიზიკური მუშაობა.
- დიახ, არ არის ადვილი საქმე. შეშის დაჩეხვაც შემიძლია, დათესვა, მოხვნა, თხილის გასხვლა. ყველანაირ საქმეს ვასრულებ. სოფელში ფიზიკური მუშაობის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. მიჩვეული ვარ და ჩემთვის რთული აღარ არის. მუშაობა არ მეზარება.
- ამ სფეროში დიდია გულისტკენა, შენი პატარა კარიერის განმავლობაში თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?
- ნანი ბრეგვაძის ფესტივალზე ძალიან მინდოდა, ბოლომდე ვყოფილიყავი, მაგრამ გალაკონცერტზე ვერ ვიმღერე. მაშინ ძალიან დამწყდა გული, თუმცა ახლა ვხვდები, ყოველთვის ვერ მოიგებ და წაგებასაც დიდი გამოცდილება მოაქვს.
- „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიდან ყველაზე მეტად ვის შეფასებას ელოდები ხოლმე?
- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვნერვიულობ, მაგრამ ჟიურის და ხალხს რომ ვხედავ -აღარ. სიმღერის დროს ვმშვიდდები, ამ დროს ჩემთვის მთავარია ემოცია, მინდა, ყველა გამოსვლაზე ჩემს შესაძლებლობებს გადავაჭარბო. ჟიურის ყველა წევრი კომპეტენტურია, მაგრამ განსაკუთრებულად ზაზა შენგელიას გამოვარჩევდი. მოუთმენლად ველი მის შეფასებებს. კულისებში ძალიან მეგობრული გარემოა. კონკურსანტებს შორის კონკურენციაა, მაგრამ ამის გამო ურთიერთობას არასოდეს ვძაბავთ.
- ქუჩაში ალბათ უკვე უამრავი ადამიანი გცნობს.
- დიახ, ზოგი შორიდან მიცინის. ზოგი მაჩერებს, მილოცავს, წარმატებებს მისურვებს. თავიდან უჩვეულო იყო ეს გრძნობა. სოციალურ ქსელში კონკურსის შემდეგ 3400-მა ადამიანმა გამომიგზავნა მეგობრობის თხოვნა. გოგონები მწერენ, რომ ძალიან მაგარი ვარ და ზოგიერთმა შეხვედრაც მთხოვა, მაგრამ ამისთვის დრო არ მრჩება.
- ალბათ აინტერესებთ, შენი გული თავისუფალია თუ არა, შეყვარებული ხარ?
-შეყვარებული ვარ, მაგრამ ამ თემაზე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. ის გოგონა ზუგდიდიდან არის. ძალიან მგულშემატკივრობს, მესიჯებს ვწერ, ვურეკავ.
 - „საქართველოს ვარსკლავის“ შემდეგ ალბათ რთული იქნება შენთვის რუხში დაბრუნება.
- ამით კარიერა არ მთავრდება. ჩემი ოცნებაა, სიმღერები დავწერო და მანამდე უფრო მეტი განათლება მივიღო. ვაპირებ, თბილისში დავრჩე, რადგან ზუგდიდში ამის შესაძლებლობა არ მექნება. ძალიან მინდა, საკუთარი ბენდი მყავდეს. რუხში რომ ვიჯდე, ამას ვერ მოვახერხებ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნინა სუბლატი
ჩემი აზრით, შენ მართლაც საუკეთესო ხარ.. მაგრამ მეორე თვალით შეხედე ძალიან ბევრი შენზე უკეთესი იყო ბევრად. რაც შეეხება მარიკოს, მასზე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მაგარი ადამიანი, მაგარი მომღერალი... რაც შეეხება ნუკას, ნუკაზეც იგივეს ვიტყვი, რომ არის ძალიან მაგარი ტიპი... და ასევე მაგარი მომღერალი... ჩემ თავზე არ მიყვარს ასე ზოგადათ საუბარი... ამიტომაც თავს შევიკავებ!!!
18:02 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზიი
ძაან მაგარი ხარრ იკუუ კაიი თუ შეყვარებული ხარრ .. )) სა ძან სიმპატიური,საყვარელი,თბილი ბავშვი ხარ :* გენაცვალეეეე
16:32 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
იკა ტყუილად გააგდენ დავიჯეროო მარიკოს ვერ აჯობებდა მარიკოს აჯობა მაგრამ რათქმაუნდა ყველაფერი ჩაწყობიტ ხდება და იკა ნამდვილი საქართველოს ვარსკვლავიაა იკა არის ვარსკვლავი რომელიც ჩემ გულში არასდროს არ ჩაქრებაააა :*:*:*:*:*:*
16:27 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ძაან მაგარი ხარ.წარმატებები
15:14 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ყვეელაზე ნიჭიერია ეს ბავშვი. წარმატებები:*
14:36 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ცარმატებებს გისურვებ ირაკლი...დიდი გზა გაქვს სჰენ და პოტენციალი..ქარტულ სიმგერებს სჰესანიშნავად ასრულებ..
01:50 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
წარმატებებიიიი
22:16 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
რომა
გისურვებ წარმატებებს ირაკლი, ზუგდიდელები ვამაყობტ შენით
20:23 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა : *
ყველააზე ნიჭიერი ხარ და წარმატებებს გისურვეეეებ
17:49 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS