- პროფესიით იურისტი ვარ. როგორც ხდება ხოლმე, ამ ფაკულტეტზე ოჯახის წევრების სურვილით ჩავაბარე, მაგრამ ყოველთვის მოდა და დიზაინი მაინტერესებდა. ვეცნობოდი მოდის ჟურნალებს, ვაგროვებდი ინფორმაციას, რაც ჩემი შემოქმედებითი სტილის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. გავაცნობიერე, რომ დიზაინი იყო ის საქმე,
პირველი ნამუშევრები ისე სწრაფად გაიყიდა, მეც გაოცებული დავრჩი, ერთ-ერთმა ონლაინმომხმარებელმა ჩემი ნამუშევრები გერმანიაში წაიღო და დღესაც იქაურ ბუტიკში იყიდება. ამის შემდეგ მეორე კოლექციაზე კიდევ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი და მუშაობა, ნანუკა ჟორჟოლიანს მოეწონა ჩემი სტილი და შემომთავაზა, რომ მის საეთერო ჩაცმულობაზე მეზრუნა. საერთოდ, ნანუკა ფრთხილად ირჩევს ხოლმე დიზაინერებს და მოხარული დავრჩი, რომ ჩემით დაინტერესდა.
ძალიან რთულია ისეთი კოლექციის გაკეთება, რომელიც კრეატიულიც იქნება და კომერციულიც, თუმცა მუშაობის პროცესი მომწონს. ახლა ჩემს მეგობართან, დიზაინერ ლანა ურიათმყოფელთან ერთად, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს, გადავწყვიტე მაღაზიის გახსნა, სადაც ჩვენს ერთობლივ კოლექციას გავყიდით. Aამჯერად ამით ვარ დაკავებული და მოდის კვირეულისთვის ვერ მოვიცალე, თუმცა იმედია, შემოდგომაზე მე და ლანა ერთობლივ კოლექციას წარვადგენთ.
- ახლა უშუალოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ.
- წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ძალიან აქტუალურია ბუნებით შთაგონებული პრინტი, სიმწვანე, მცენარეები, ფერადი ყვავილები ქმნის დახვეწილ, ქალურ სილუეტს, ასევე მოდაშია მაქმანი, გიპიური. ისე, ამ სეზონის ტენდენციებს 60-იანი წლების გავლენა ეტყობა. გირჩევთ, ისეთი სამოსი მოირგოთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს.
- ამ სეზონზე თუ არის გამოკვეთილი რომელიმე ფერი?
- ყვავილებისა და პრინტების გარდა აქტუალურია სიჭრელე, ამასთან - მწვანე და ჟოლოსფერი, რომლებსაც ახალ კოლექციაშიც გამოვიყენებ.
- სტილის აღრევა ისევ მოდურია?
- დიახ. მე ძალიან მომწონს მაქმანით გაფორმებული, ან გიპიურით გაწყობილი სპორტული სამოსი. გემოვნებიანი ადამიანი შეძლებს, კარგად შეახამოს სპორტული და კლასიკური სამოსი.
- ამ ბოლო დროს ძალიან მოთხოვნადი გახდა პიჯაკები და ჟილეტები. როგორის მორგებას გვირჩევ?
- უფრო მინიმალისტურ პიჯაკებს ითხოვენ, საყელოს გარეშე. ჟილეტებიც ძალიან კომფორტულია, მაისურზე ჟილეტის ჩაცმისას თან კლასიკურად გამოიყურები, თან სპორტულად და თავს კომფორტულად გრძნობ. ჯინსი, მაისური, ჟილეტი და ფეხზე ე.წ. ''სნიკერსები'' ძალიან კარგი ნაზავია.
- გარდა ''სნიკერსებისა'', როგორი ფეხსაცმელია მოდური?
- ყვავილები, პრინტები, ნაქარგები ფეხსაცმელშიც აქტუალურია. არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ პირადად მე ფეხსაცმელი წვეტიანი ცხვირით მომწონს, უფრო ქალური და ნაზია.
- აქსესუარებსა და ჩანთებზე რას გვეტყვი?
- დაპრინტულ, ყვავილებიან, ჰაეროვანი ეფექტის მქონე აქსესუარებს ვანიჭებ უპირატესობას. ჩანთებში კი აქტუალობას ქლაჩები ინარჩუნებს, ასევე მოდაშია ''შანელის'' ჩანთები, თუმცა აქაც სიჭრელე და პრინტი იკავებს მთავარ ადგილს. ორიგინალური სტილი და ინდივიდუალური ხედვა - ესაა ჩემი მთავარი მესიჯი ქალბატონებისთვის.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















