- ძირითადად ''სმარტში'' და ''ორ ნაბიჯში'' დავდივარ, თუმცა შეიძლება, სხვა სუპერმარკეტებშიც მომიწიოს შესვლამ. ხორცპროდუქტებსაც ხან ''სმარტში'', ხან კი ინდივიდუალურად, ნაცნობ ყასაბთან ვიძენთ.
- ყავისთვის, დესერტისთვის სად დადიხარ?
- საერთოდ, ყავის მოყვარული არ ვარ, მაგრამ მაინც ''კოფეინის'' ყავას ვანიჭებ უპირატესობას. დესერტის თვალსაზრისით კი ''ლუკა პოლარეს'' ნაყინის გამოყოფა შემიძლია.
- ქართული სამზარეულო უფრო
- მიყვარს როგორც ქართული, ასევე არაქართული სამზარეულო, მრავალფეროვნებისთვის ხშირად ვაგემოვნებ უცხო საკვებს. ამოჩემებული ადგილი არ მაქვს, სადაც მუდმივად დავდივარ, თუმცა მიყვარს ''ჯმს''-ის ქსელის რესტორნები.
ქართული, ტრადიციული კერძების, მაგალითად, მწვადის, ხაჭაპურის დასაგემოვნებლად ''ტავერნა მონოპოლს'' ვსტუმრობ, ასევე მომწონს ''ლოსტის'' მენიუ, ჩინური სამზარეულო, იაპონური სამზარეულოდან კი ძალიან მიყვარს ''სუში ტოკიო''.
კახა ახვლედიანი:
- კონკრეტულად ერთ სუპერმარკეტზე არ ვარ ორიენტირებული, სადაც მოვხვდები, იქ ვყიდულობ საჭირო პროდუქტს, მაგრამ ''კარფური'' არის ისეთი მარკეტი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა და უფრო ხშირად იქ მივდივარ. შორსაა, მაგრამ როცა ბევრი რაღაცის შეძენა მინდა, მირჩევნია, იქ წავიდე. ყოფილა შემთხვევა, სულ სხვა ნივთის შესაძენად მივსულვარ და ისეთი რაღაცებიც გამომიყოლებია, რისი ყიდვაც დაგეგმილი არ მქონია. ქართული ბაზარი არ არის მდიდარი ხორცპროდუქტებისა და ძეხვეულის კომპანიებით, ძირითადად გაურკვეველი ნაწარმია შემოტანილი, რომელსაც არ ვენდობი, ამას მირჩევნია, ''ნიკორასა'' და ''ვაკის'' ძეხვეული ვიყიდო, რადგან მათ უფრო ვენდობი.
- როგორც ქართველი კაცების უმრავლესობას, ალბათ, შენც გიყვარს ქართული კერძები…...
- როდესაც რუბრიკა ''სამზარეულო'' მიმყავდა, თბილისის თითქმის ყველა რესტორანი მოვიარე, გავსინჯე თითქმის ყველა პოპულარული კერძი სხვა ქვეყნების სამზარეულოდან და მივხვდი, რომ ჩემთვის ქართული სამზარეულო მაინც პირველ ადგილზეა. მართალია, ძალიან ცხიმიანი, კალორიული და მსუყეა ჩვენი კერძები, მაგრამ თუ ცოტ-ცოტას მიირთმევთ, არ გაგასუქებთ.
- ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად კვების რომელ ობიექტს არჩევ?
- ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. როდესაც კონკრეტული რესტორანი თუ სახინკლე გაიხსნება, თავიდან ძალიან გემრიელ სადილებს გვთავაზობენ, მერე და მერე კი აფუჭებენ, ამიტომ ერთსა და იმავე ადგილას სიარული არ ღირს. მაგალითად, ბათუმში გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მირთმევა ძალიან ძნელია, ისევე, როგორც თბილისში კარგი ხინკლის. ვერ აკეთებენ, თუ რა ხდება, არ ვიცი, ალბათ, უფრო არ აკეთებენ, რადგან ბევრი ქართველი ქალბატონი ისეთ ხინკალს ამზადებს, შეუძლებელია, არ მოგეწონოს. Aამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ სხვებთან შედარებით მომწონს რესტორანი ''ზახარიჩი'', რომლის ხინკალსაც ''მთის გემო'' შენარჩუნებული აქვს, მაგრამ თუ ქალაქური ტრადიციით გაკეთებული ხინკალი მინდა ბევრი მწვანილით, მაშინ ''მასპინძელოს'' ვსტუმრობ.
- ლუდი, ყავა, ტკბილეული თუ გიყვარს და სად აგემოვნებ შენთვის საყვარელ დესერტს?
- ლუდს აღარ ვსვამ, ყავა დილაობით მიყვარს, განსაკუთრებით მომწონს ''ჩოფფე Iნ''-ის ყავა, რომელსაც მართლა ყავის გემო აქვს. ტკბილეულიდან მიყვარს შოკოლადი, ასევე ხილი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში მდებარე იტალიურ რესტორანში გავსინჯე შოკოლადის პიცა ყველით, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო, ყველას ვურჩევ, ერთხელ მაინც მიირთვან ეს გემრიელი დესერტი.
თეკლა ჟვანია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















