05 მაისი, 2014
''უგო ბაგრატიონს ცოლობა არ შემოუთავაზებია და არც შემომთავაზებს!..''
ავგუსტომ და ლუკასმა მაჩუქეს ესპანური სამხედრო ფორმა, მაგრამ მე, რასაკვირველია, ჩემი შტრიხებიც შევიტანე მოდის სფეროს ექსპერტი ნინო იოსელიანი ძალიან აქტიური ადამიანია, ივენთებს აკეთებს, ამჟამად თავისი მიმართულებით არის დაკავებული, ანუ თბილისის მოდის კვირეულს უწევს ორგანიზებას, ამიტომაც ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მისი ''ფეისბუქის'' გვერდზე ავღანეთში გადაღებულ ფოტოებს გადავაწყდით. თანაც, ნინო იქ არა მცირე ხნით, არამედ მთელი ერთი კვირით იმყოფებოდა. ჰელმანდის პროვინცია, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მთელ ავღანეთში, სწორედ იქ გახლდათ ნინო, ცნობილ ესპანელ მხატვარსა და მწერალთან ერთად, რომლებმაც
მას ესპანეთის სამხედრო ფორმაც კი უსახსოვრეს, თუმცა ნინომ თავისი შტრიხებიც დაამატა ამ ყველაფერს, სირიული შარფი მოიხურა, სათვალე გაიკეთა და ავღანეთშიც კი, სადაც ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ, არ უღალატია თავისი მთავარი მისწრაფებისთვის.

თუმცა მისი ვიზიტი უცხოელებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდებოდა. ნინოს დავალებული აქვს, კურატორობა გაუწიოს გამოფენებს, რომლებიც მალე, საქართველოს-თან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება და სადაც გამოიფინება სპეციალურად ქართველი ჯარისკაცების მსახურებაზე შექმნილი წიგნი. შინაარსობრივ მხარესთან ერთად, საყურადღებო იქნება სამხედრო მხატვრის მიერ გაკეთებული 25 ნახატი ავღანეთში ქართული მისიის შესახებ.

როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებსა და მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, უბრალო ადამიანებსაც შეეძლებათ მიიღონ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ავღანეთში. ასეთი ტიპის პროექტები, ნინოს აზრით, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.

ნინოს მაშინ დავუკავშირდით, როდესაც ავღანეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. იქ სტუმრების უსაფრთხოებას მაქსიმალურად იცავდნენ, მაგრამ ჩვენს რესპონდენტს მაინც ვკითხეთ, ხომ არ შეეშინდა. გარდა ამისა, სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის მის მეგობრობაზე დავით და უგო ბაგრატიონებთან, რასაც თბილისში გავრცელებული ჭორი მოჰყვა.

- ნინო, ავღანეთში როგორ აღმოჩნდი?
- როგორ და, მე გახლდით წასული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა გენშტაბის უფროსი, გენერალი კაპანაძე. გარდა ამისა, ჩამოვიდნენ საინტერესო სტუმრები ესპანეთიდან, სამხედრო მხატვარი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი ნამუშევრებით ომის თემაზე. ეს გახლავთ ავგუსტო ფერერ-დალმაუ. სხვათა შორის, ის გახლავთ მხატვარი, რომლის შესახებაც არსებობს მოსაზრება, რომ შემდეგი ორი საუკუნე მისი მსგავსი ხელოვანი აღარ დაიბადება. ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროს სპეცია-ლისტები ასე აღნიშნავენ. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოში ცნობილ ''პრადოს'' მუზეუმში, რაც იშვიათი გამონაკლისია, ვინაიდან ამ მუზეუმში ძირითადად გარდაცვლილი მხატვრების ნახატებს თუ ნახავთ. ასევე ავგუსტო არის ესპანეთის სამეფო კარის მხატვარი. მხოლოდ მას აქვს უფლება, ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები დახატოს და რასაკვირველია, ტილოზე ასახული ჰყავს მეფე. ეს ნახატიც ''პრადოს'' მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება მეორე სტუმარს - მწერალ ლუკას მოლინას, მას საკუთარი გამომცემლობა აქვს და გამოსცემს წიგნებს ძირითადად ომის თემაზე.
- საინტერესოა, ეს სტუმრები რატომ იმყოფებოდნენ ავღანეთში?
- ავგუსტოს სურს, რომ ტილოებზე ასახოს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთობლივი მუშაობა ავღანეთში, შემდეგ კი გამოიცემა წიგნი, რომელშიც მოთხრობილი იქნება, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები იქ. სხვათა შორის, ამ ვიზიტის ფარგლებში კარგად გავეცანით იქ არსებულ ვითარებას, ხალხს, ვნახეთ, როგორ პატრულირებენ ქართველი ჯარისკაცები. ავგუსტოს სურს, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოში მისი ნახატების საშუალებით აღიქვან. ფოტოგამოფენები ამ თემაზე ხშირად კეთდება, მაგრამ მხატვრობით ამის გადმოცემა, ჩვენი მოსაზრებით, არაორდინარული ნაბიჯი იქნება და უფრო საინტერესოც. სულ 25 ჩანახატი მომზადდება, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის პრეზენტაცია გაიმართება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მას დაესწრებიან ამა თუ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
გვინდოდა, რომ საქართველოში ნახატები წარმოდგენილი ყოფილიყო სამხედრო მუზეუმში, ვინაიდან მსოფლიოში ასე ხდება, მაგრამ ამ პროფილის მუზეუმი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. არის იდეა, რომ გაკეთდეს. ვნახოთ, რამდენად განხორციელდება, თუ არადა, არსებულ მუზეუმში გამოიფინება.
- შენ რა კუთხით ხარ ჩართული?
- როგორც კურატორი და ორგანიზატორი.
- ესპანელ მწერალსა და მხატვარს მანამდეც იცნობდი? შენ ხომ დიდი ხანი ესპანეთში ცხოვრობდი, სანამ თბილისში დაბრუნდებოდი საცხოვრებლად.
- მათ აქ ჩამოსვლისას გავეცანი, მანამდე არ ვიცნობდი. გამოთქვეს ჩემთან მუშაობის სურვილი, ვინაიდან 5 ენაზე ვლაპარაკობ. ასევე შემიძლია ივენთების მოწყობა (იღიმის).
- მანამდე ავღანეთში, რასაკვირველია, არ იქნებოდი ნამყოფი... როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?
- იქ სხვა საუკუნეა. რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო მოგზაურობა. საკუთარი თვალით ვნახე ბევრი რამ, სულ სხვა სამყაროა და აღ-ფრთოვანებული ვარ ჩვენი მამაცი და ძლიერი ჯარისკაცებით, ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებული, ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ და ვფიქრობ, რომ მათ მადლობა უნდა გადავუ-ხადოთ, უფრო მეტად დავაფასოთ, ვიდრე დღეს არიან. იქ ვნახე, რომ სხვა ქვეყნის წარმომად-გენლებს თავიანთ ქვეყნებში უფრო აფასებენ, ვიდრე ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში. მგონია, რომ მათი პროფესია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე მომღერლის ან მსახიობის. ხელოვნება ვერ განვითარდება იქ, სადაც უსაფრთხოება დაცული არ არის.
- რამდენ ხანს დაჰყავით ავღანეთში?
- ერთი კვირა. ჯერ ჰელმანდის ყველაზე საშიშ პროვინციაში გახლდით, შემდეგ კანდაჰარის ბაზაზე, ბოლოს - ქაბულში.
- არ შეგეშინდა?
- არ შემშინებია, რადგან ჩვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. იქ ქალაქში ფეხით ვერ გაისეირნებ, რადგან სულ იბომბება და საშიშია. მაგალითად, ვაკიდან ვერაზე რომ გადახვიდე, დაახლოებით ამ მანძილზეც კი ვერტმფრენით გადაგაფრენენ.
- ნინო, ამ მოგზაურობამ რა მოგცა?
- ძალიან დიდი გამოცდილება. სხვათა შორის, ავღანელები მართლა ძალიან განსხვავებულები არიან. იქ ქალის როლი ძალიან დაკნინებულია და ფაქტობრივად, არაფერს წარმოადგენს. ახლობლებთან რომ ვთქვი, ავღანეთში მივდივარ-მეთქი, ხომ არ გაგიჟდიო - მითხრეს, თუმცა მე მაინც გადავწყვიტე და გავემგზავრე.
- სამხედრო ფორმა შეიკერე?
- არა, ავგუსტომ და ლუკასმა მაჩუქეს ესპანური სამხედრო ფორმა, მაგრამ მე, რასაკვირველია, ჩემი შტრიხებიც შევიტანე, სირიული შარფი მოვიხვიე, ჩაფხუტი ქართული მქონდა. მოკლედ, სამხედრო ფორმაც ჩემებურად მოვირგე (იღიმის). ამ ერთი კვირის განმავლობაში მოვახერხე და ავღანურ მოდასაც გავეცანი. ძალიან საინტერესო ბეწვეულის ნაწარმი აქვთ, შევიძინე ''უშანკა'' და კიდევ რაღაცები, რაც ბეწვეულით იყო დამზადებული. რასაკვირველია, ბევრად უკან არიან ამ სფეროში, მაგრამ მაინც შეიძლება საინტერესო დეტალების პოვნა.
- ნინო, გარდა ამ მოგზაურობისა, შენივე სფეროში ხარ დაკავებული და ემზადები მოდის კვირეულისთვის.
- კვირეული ექვსი მაისიდან გაიხსნება და 10 მაისამდე გასტანს, გვექნება საინტერესო კოლექციების ჩვენება.
- ადრე სულ იყო ხოლმე პრეტენზიები, ცნობილ სახეებს ჩვენებებზე არ ეპატიჟებიან და ახლა როგორ იქნება?
- სტუმრების ძირითადი ნაწილის დაპატიჟება ამა თუ იმ ჩვენებაზე არა ჩვენი, არამედ თავად დიზაინერების პრეროგატივაა. ჩვენ უფრო სპონსორებს ვპატიჟებთ და თუ დაგვრჩა ადგილი, დიზაინერებთან შეთანხმებით, ცნობილ სახეებსაც. წელსაც აუცილებლად დავპატიჟებთ ცნობილ ადამიანებს.
- შენი მეგობრები, დავით და უგო ბაგრატიონებიც იქნებიან მათ შორის?
- არ ვიცი, ამ თემაზე მათთან არ მილაპარაკია. თუკი მოეწონებათ იდეა და დაინტერესდებიან, ალბათ, მოვლენ. აუცილებლად დავპატიჟებ. შესაძლოა, უფრო მეტად ივენთებსა და ფართებზე მოვიდნენ, ვნახოთ.
- იცი ახალი ჭორი შენსა და უგო ბაგრატიონზე?
- უი, არ ვიცი, აბა, მითხარი.
- როგორც კი გავრცელდა ხმა, რომ მეუღლეს დაშორდი და თანაც სოციალურ ქსელში შენი და ბაგრატიონების ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, ალაპარაკდნენ, რომ უგოს უყვარხარ და ცოლობა გთხოვა...
- (იცინის) რას ამბობ?!. ძალიან სასაცილო ჭორია. რა სისულელეა. უგოს არ ვუყვარვარ.
- ასე თქვეს, ხელი სთხოვა და ნინომ იუარა, არ მინდა სიმპათიური ბიჭის დევნა, როცა ორი ბიჭი მყავს გასაზრდელიო.
- დევნა რა შუაშია? ჩვენ მეგობრები ვართ. უგო ბაგრატიონს ცოლობა არ შემოუთავაზებია და არც შემომთავაზებს. თამამად ვაღიარებ, რომ ამისი მცდელობაც კი არ ყოფილა!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
კოკო
რატომ არ ბეჭდავტ კომენტარებს?
03:07 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ავტორს
ვინ იყო თქვენი ქართულის მასწავლებელი?
02:43 / 06-05-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
და უგოს რატ უნდა ეს მჭლე ქალი
12:31 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS