ამავე გადაცემაში ქერათმიანი გოგონების ჯგუფი ვნახეთ. მათი ერთ-ერთი წევრი, სოფია აღაპიშვილი, ჩვენს რეპერს მოსწონებია. ერთი სიტყვით, დღეს წყვილი რეპეტიციებზე ერთად
- საქართველოში დავიბადე, ისრაელში გავიზარდე, აქაც ხშირად ჩამოვდიოდი. ნახევრად ქართველი ვარ, ნახევრად - ებრაელი. მამაჩემი არის ქართველი და ესტონელი, დედაჩემი სუფთა ებრაელია. უნივერსიტეტის ბოლო კურსი აქ დავამთავრე. საერთაშორისო ურთიერთობებს დავეუფლე. ახლა საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ვარ. პარალელურად ვმღერი, მაქვს საკუთარი სტუდია.
''X ფაქტორში'' ჩემი მეგობარი გადიოდა, გაყოლა მთხოვა. ვიფიქრე, მეც ვცდი ბედს-მეთქი. ეს პროექტი ვოკალის კონკურსია, წესით, აქ რეპი არ უნდა იყოს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ შემდეგ ტურში გადამიყვანდნენ. რომ გადავედი, ძალიან გამიხარდა.
- ვიცი, რომ საინტერესო სიყვარულის ისტორია გქონდა. რატომ დაშორდი შეყვარებულს?
- ერთმანეთს დეკემბერში დავშოდით. ქართველი გოგონა მიყვარდა. ერთი წელი ერთად ვიყავით. მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვზრუნავდი. არაფერს ვაკლებდი, არც ფულს, არც საჩუქრებს.
- და სიყვარული მხოლოდ საჩუქრებია?
- არა, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენსაც ვაძლევდი, პირველ რიგში, დიდ სიყვარულს.
- რატომ წავიდა შენგან?
- იმიტომ, რომ უფრო მეტი უნდოდა. მაშინ კომპიუტერული მაღაზიის მენეჯერი ვიყავი. შვიდასი ლარი მქონდა ხელფასი, ამით საქართველოში ვერაფერს გააკეთებ. ნახა, რომ ყოველდღე რესტორანში, მაღაზიაში, კლუბში ვერ წავიყვანდი. სექსი და სიყვარული ორ თვეში ჰბეზრდება ქალს. მერე ფული უნდა, რომ ზაფხულში ბათუმში კი არა, საზღვარგარეთ დაისვენოს.
- ვიცი, რომ ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი კონკურსანტი მოგეწონა.
- კი. ეს არის სოფია აღაპიშვილი. ჩვენ უკვე შეყვარებულები ვართ. ამ კონკურსზე გავიცანით ერთმანეთი. ჩემ გვერდით იდგა და ვიღაც ბიჭებს ელაპარაკებოდა. ძალიან მომეწონა, მივედი და საუბარში ჩავერიე. სულ მიყურებდა, მეც ვუყურებდი. მერე ყავაზე დავპატიჟე და უარი მითხრა. ისე გავბრაზდი, ''ფეისბუქზეც'' არ დავამატე. მერე თვითონ დამამატა და მომწერა, როგორ ხარო. მაშინ კიდევ ერთხელ დავპატიჟე ყავაზე და კიდევ უარი მითხრა. მერე უკვე ძალიან გავბრაზდი, ვთქვი, რომ არასდროს აღარ მივწერდი. სამი კვირის მერე თვითონ მომწერა და მითხრა, თუ გინდა, სადმე წავიდეთ ერთადო. იქიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. უკვე ორი თვეა, ერთად ვართ.
- იცი, შენამდე ვის უყვარდა სოფია?
- ვიცი, ''X ფაქტორის'' მონაწილე ნიკა შერმაზანაშვილი ''აბამდა'', მუსიკალურ პროექტ ''მაგთი ფანში'' იყვნენ ერთად. ნიკა ყვავილებს ჩუქნიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე გამომივიდა.
- შენ როგორ გამოგივიდა?
- ვისწავლე ქართველ გოგონებთან ურთიერთობა, მე მაგარი ვარ (იცინის). ოჯახებმაც იციან უკვე ჩვენი ურთიერთობის შესახებ. დედაჩემსაც ძალიან მოსწონს სოფია. სხვანაირი გოგოა, ფულის ხამი არ არის. ვგრძნობ, რომ ვჭირდები, ვუყვარვარ. ყურადღებიანია, ხშირად მირეკავს და მკითხულობს, მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს.
- ეჭვიანი თუ ხარ?
- ვარ. უბრალოდ, ვიცი, როდის ვიეჭვიანო. ახლა საეჭვიანო არაფერი მაქვს, მშვიდად ვარ.
- სოფიაც ეჭვიანია?
- კი. ორშაბათს გადაცემაში რომ გამოვჩნდი და ვიდეო ''X ფაქტორის'' ''ფეისბუქის'' გვერდზე დაიდო, ჩემი ძველი შეყვარებული გააქტიურდა, კომენტარების ადგილას დადო ძველი ფოტო, რომელზეც ერთმანეთს ვკოცნიდით. ამაზე სოფია გაგიჟდა (იცინის).
- შენი ძველი შეყვარებული შერიგებას გთხოვს?
- არა, უბრალოდ, თავი შემახსენა. აქამდე არ მწერდა. ახლა პროექტში რომ დამინახა, ხედავს, ამდენი ადამიანი მგულშემატკივრობს, ცუდად ხდება. არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ კარგად ვმღერი, რომ სადმე ბედი მეცადა, რომ ნიჭიერი ვარ და ყველაფერი გამომივიდოდა.
- რა გაბრაზებული ხარ ყოფილ შეყვარებულზე.
- ჰო, მაგრამ იმ დონეზე მიყვარდა, ყველაფერი ვაპატიე. მაინც ვერ დაინახა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















